ნეირომარკეტინგი მარკეტინგის და ნეირომეცნიერების ერთობლივი პროდუქტია, რომელიც სწავლობს გარე მარკეტინგულ სტიმულებზე ადამიანის სენსორულ, აღქმით და აფექტურ რეაქციას. რაც გულისხმობს გულის ცემას, სუნთქვას, კანის რეაქციას და რა თქმა უნდა, სისხლის მოძრაობას ტვინში. პრაქტიკულ დონეზე კი, დღეისათვის ნეირომარკეტინგის აქტივში უკვე შედის მომხმარებლის ტვინის სკანირების ათასობით ექსპერიმენტი, რომელსაც უკვე არაერთი დასავლური კომპანია მიმართავს საკუთარი  ახალი პროდუქტის, რეკლამების და მესიჯების წინასწარი ტესტირებისთვის, ვიდრე მას ჩაუშვებდეს ფართო მასებისთვის.

აპარატურული საზომი ინსტრუმენტები: ელექტროენცეფალოგრაფია (EEG), თვალის მოძრაობის,
გუგის დიამეტრის რეგისტრაცია – Eye Tracking

ფუნქციური დანიშნულება:

  • EEG ახდენს ტვინის ზოგადი და ქერქის ცალკეული უბნების აქტივობის
    შეფასებას, კერძოდ მისი საშუალებით შესაძლებელია რესპონდენტის მიერ აღქმული სარეკლამო
    მასალის მიმართ ემოციური მდგომარეობის იდენტიფიცირება, კერძოდ გვაჩვენებს იმ უბნების
    აქტივობას, რომელიც განსაზღვრავს აღქმის , ანალიზის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
  • Eye tracker- გვიჩვენებს რესპონდენტის მიერ აღქმულ სარეკლამო მასალაზე თვალის მოძრაობის პროცესს (რა ობიექტი იწვევს მეტ ყურადღებას).
  • სომატური პარამეტრები: პულსის საზომი ინსტრუმენტი 
  • რესპონდენტის გამოკითხვა და კორელირება აპარატურულ შედეგებთან

რისი გაანალიზება შეიძლება ნეირომარკეტინგული კვლევით?

  • ვიზუალური
  • აუდიალური
  • ვერბალური  სარეკლამო საშუალებებისა და ბრენდის ელემენტების ანალიზი.

კვლევის ხანგძლივობა:

  • 50 რესპონდენტი – სამი კვირა (25ქალი /25კაცი)
  • 100 რესპონდენტი – 6 კვირა

მომსახურების პაკეტი:

  • ნეირომარკეტინგული ანალიზი
  • ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი

ღირებულება: 3000$