“სახეთა თეატრი”

Untitled-1
სახეთა თეატრი ფსიქო-კონსულტირების თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც შექმნა ბრაზილიელმა რეჟისორმა და ფსიქოთერაპევტმა აუგუსტო ბოალიმ.
აუგუსტო ბოალი(Augusto Boal) იყო ბრაზილიელი თეატრის დირექტორი, მწერალი და პოლიტიკოსი. 1994 წელს ბოალიმ მოიგო UNESCO Pablo Picasso-ს მედალი; 1997 წელს კი დააჯილდოვეს „კარიერული წარმატების“(Career Achievement Award) პრემიით ჩიკაგოს საერთაშორისო კონფერენციაზე.
ბოალიმ მრავალმხრივი გავლენა მოახდინა თანამედროვე მედიის წარმომადგენელზე თავისი კომბინირებული გამოხატვის მეთოდებით.
როლური თამაშები და სასცენო ინტერპრეტაციები გამოიყენება პიროვნული ზრდისთვის, ამცირებს სტრესს და შიშებს, ეხმარება ადამიანებს გადალახონ შინაგანი წინააღმდეგობები და სოციალური ბარიერები, ავითარებს კომუნიკაციურ უნარებს და შემოქმედებით აზროვნებას, ოჯახში და სამსახურში აუმჯობესებს ურთიერთობების ხარისხს, ეხმარება რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში და კონფლიქტის მოგვარების გზების პოვნაში.
სახეთა თეატრი გამოიყენება ფსიქოლოგიაში, ბიზნეს კონსულტირებაში, სოციოლოგიაში, კონფლიქტოლოგიაში და განათლებაში.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი:
• ვისაც აქვს სურვილი განვითარდეს და იმუშაოს საკუთარ თავზე.
• ვისაც სურს გაიგოს ახალი საკუთარ თავზე და ამავე დროს საინტერესოდ გაატაროს დრო.
• იმ პროფესიის ადამიანებისთვის ვისაც ადამიანებთან უწევთ მუშაობა – ფსიქოლოგები, ექიმები, მენეჯერები, ტრენერები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები და სხვა.

ტრენერის შესახებ:
ალექსანდრე ჩერომუხინი, ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (რატერსის უნივერსიტეტი – აშშ) ამ მეთოდს დაეუფლა მეთოდის ავტორთან აუგუსტო ბოალისთან და ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიაში. აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარების სფეროში აშშ-ში, საქართველოში, ბოსნიასა და სხვა ქვეყნებში.

ჩატარების თარიღი: 8, 9, 10 აპრილი.
დრო: პარასკევი 8 აპრილი 15:00-19:00
შაბათი და კვირა 10:00-15:00

სამუშაო ენა: რუსული
ტრენინგის ღირებულება: 300 ლარი
ღირებულებაში შედის ყავის შესვენება და ორენოვანი სერთიფიკატი)

რეგისტრაცია დასრულებულია