წარმატების ფსიქოლოგია - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

წარმატების ფსიქოლოგია

Untitled-1

მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. აქედან წარმატებული, მდიდარი და თვითრეალიზებული მხოლოდ 10%-ია, ხოლო დანარჩენი 90% ვერ პოულობს საკუთარ თავს და სიცოცხლის ბოლო წლებში უჩნდებათ სინანულის განცდა, განცდა იმისა, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაიარა.
რა საიდუმლოს ფლობს ის 10%? პასუხი მარტივია – მათ ზუსტად იციან რა უნდათ, სწორად იყენებენ საკუთარ რესურსებს და სამყაროში ნაპოვნი აქვთ საკუთარი ადგილი!

გთავაზობთ წარმატების ფსიქოლოგიის სამდღიან ტრენინგს ბათუმში!
შეცვალე შენი ცხოვრება დღეს და იყავი გამორჩეული 10%-ის ნაწილი !!!

გთავაზობთ ინტენსიური ჯგუფური მუშაობის ეკლექტურ და სწრაფშედეგიან პროგრამას.
ჯგუფი წარმოადგენს სოციალურ მიკროგარემოს, რომელშიც პიროვნება ჯგუფური უკუკავშირის დახმარებით აცნობიერებს საკუთარ ძლიერ მხარეებსა და მისწრაფებებს. ჯგუფში გამოყენებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები, თითოეულ წევრს საშუალებას მისცემს სწორად მიმართოს საკუთარი პიროვნული რესურსები მიზნისკენ და ჩაანაცვლოს ყოველდღიური რუტინა წარმატებისკენ სწრაფვის სასიამოვნო პროცესით.

ჯგუფში ჩამოყალიბებული თბილი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გარემო დაგეხმარებათ:
• უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და განიცადოთ პიროვნული ზრდა;
• გაააქტიუროთ შინაგანი რესურსები და გახდეთ თვითრეალიზებული;
• თავისუფლად გამოხატოთ საკუთარი განცდები და განთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან;
• გააუმჯობესოთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან;
• დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია და მიაღწიოთ სასურველ მიზნებს

ტრენინგი თემატიკა:

  • წარმატების ფსიქოლოგიური სტრუქტურა და აგებულება
  • ავტოგენური ქოუჩინგის ტექნიკა – კარიერასა და პირად ცხოვრებაში
  • მიზიდულობის კანონი
  • თვითშეფასების ამაღლება და დარწმუნების სტრატეგიები
  • მიზნის დასახვის პროცესი და მოქმედება
  • წარმატებული ადამიანის დღის განრიგი – დროის მენეჯმენტი
  • რესურსების აღმოჩენა და გააქტიურება (NLP- მოდელი)
  • რელაქსაცია სტრესის დროს
  • სტრატეგიული აზროვნება და წარმატებული მოლაპარაკების ტექნიკები
  • „მე“ ბარიერების გარეშე – დაძლევის სტრატეგიები და მენტალურ სქემებზე მუშაობის ტექნიკები
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ემოციური ინტელექტი და არავერბალური კომუნიკაცია

ტრენინგის მეთოდოლოგია:

ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP), ავტოგენრუი ქოუჩინგი, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT), ფსიქოდრამა და სხვა ჯგუფური მეთოდები.

სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება:

  • სიტუაციური სავარჯიშოები – ენერჯაიზერები
  • მუშაობა მცირე ჯგუფებში
  • დისკუსია
  • ბრეინშტორმინგი
  • ვიდეო მასალა
  • სიმულაციები
  • საერთაშორისო გაიდლაინები

ტრენინგს გაუძღვებიან: 

გიორგი დონაძე: ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი.

  • World vision – ტრენერი
  • ევროსაბჭოს კონსულტანტი, ტრენერი
  • Generator 9.8/Co-working space & Social bar – საგანმანათლებლო სამუშაო შეხვედრების ჯგუფის მიმართულების კორდინატორი.
  • ფსიქოდრამა, არტთერაპია, ეგზისტენციალური თერაპია — კრიზისულ კონსულტირებაში ჯგუფის წამყვანი.
  • ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო ცენტრი – MINDLAB – ის ფსიქოლოგი

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი: ფსიქოკონსულტანტი/ოქსფორდის ბიზნეს კომუნიკაციების სერტიფიცირებული ქოუჩი

  • „ჰედვაისი” – დამფუძნებელი და დირექტორი.
  • „CPDITP“ – დამფუძნებელი და დირექტორი.
  • “USA Project – CHANCE” – ის ფსიქოლოგ-ქოუჩი
  • ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო ცენტრი – MINDLAB – ის ფსიქოლოგი
  • საერთაშორისო პროექტი “Democracy at School”- თანაავტორი
  • სასკოლო ბულინგის პრევენციული პროგრამის თანაავტორი და ხელმძღვანელი

 

ხანგრძლივობა: 3 შეხვედრა/6 საათი

დასაწყისი: 18,19,20 ივლისი

ღირებულება: 120 ლარი

გრაფიკი შედგება ჯგუფის წევრების სურვილის და ერთიანი მოლაპარაკების შედეგად.

ტრენინგზე რეგისტრაცია

Close Menu