როგორ აქციოთ სამუშაო დღის ბოლო საათი ყველაზე პროდუქტიულად

ზოგიერთი ადამიანი დაჯილდოვებულია კონცენტრაციის მაღალი უნარით, მაგრამ უმეტესი ჩვენგანი არა; ჩვენი ნებისყოფა განსაზღვრული, ზღვარდადებული რესურსია და ის სტაბილურად მცირდება მას შემდეგ რაც არჩევანს გავაკეთებთ. სამუშაო დღის დასასრულთან ერთად ჩვენს ნებისყოფას ესაჭიროება „შევსება“; ამიტომაა ძნელი სამუშაო დღის ისე დამთავრება, როგორც დავიწყეთ- ჩვენს ტვინს არ შეუძლია ამასთან გამკლავება.

საბედნიეროდ, ჩვევების ჩამოყალიბება ხელს უწყობს ნებისყოფის შენახვას. რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რომ სამუშაო დღის ბოლო საათი ყოველთვის ერთნაირი იქნება, სპეციფიკური რუტინის ჩამოყალიბების შემთხვევაში , შეგვიძლია ის ზედმეტი ფიქრისა და თავსატეხების გარეშე გავატაროთ. ქვემოთ მოცემულია 8 სტრატეგია, რომელიც თავიდან შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე დღეში მარტივად შესრულებადი გახდება.

სამუშაო დღის ბოლო საათამდე

სამუშაო დღის ბოლო საათის დადგომამდე 20-30 წუთით ადრე , დაუთმეთ დრო საქმიანი ურთიერთობების დაწყობას, იმისთვის რომ დარჩენილი დრო მნიშვნელოვან დავალებებს დაახარჯოთ.

  • შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა

გადახედეთ თქვენს ყველა გაუხსნელ მეილს და უპასუხეთ მათ, რომლის გაგზავნაც დღის ბოლომდე აუცილებელია.

დარჩენილი მეილები შეინახეთ „Send later” ფოლდერში ან მონიშნეთ, როგორც წაუკითხარი , იმისთვის რომ გახსოვდეთ რომ უნდა მიუბრუნდეთ. ნებისმიერი მეილი, რომელიც პასუხს არ მოითხოვს, წაშალეთ ან გადაიტანეთ არქივში.

  • შეამოწმეთ თქვენი draft ფოლდერი

დღის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ყურადღების გადატანის გამო, ხანდახან გვიგროვდება ისეთი მეილები, რომლებზეც სასწრაფო პასუხის გაცემაც არ არის 100%-ით მნიშვნელოვანი. ახლა ამ მეილებთან დაბრუნების, მათი დამთავრების და გაგზავნის დროა.

  • გამოდით ელექტრონული ფოსტიდან და სხვა საკომუნიკაციო არხებიდან

ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია; ელექტრონული ფოსტიდან, Facebook-დან, Twitter-დან და სხვა სოციალური ქსელებიდან გამოსვლა დაგეხმარებათ კონცენტრირებაში (იმ შემთხვევაშიც კი თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც არ აწუხებს 9,328 გაუხსნელი შეტყობინება).

  • შეისვენეთ

გამოიყენეთ 3-5 წუთი წლის დასალევად, აბაზანაში შესასვლელად და სხვა არასამუშაო საქმის მოსაგვარებლად. ცოტახნით მაინც ადექით თქვენი სკამიდან და იმოძრავეთ; აუცილებელია ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის რომ თქვენი სამუშაოს ბოლო 1 საათი პროდუქტიული აღმოჩნდეს.

სამუშაო დღის ბოლო საათის განმავლობაში

პატარა შესვენების შემდეგ დროა საქმეს შეუდგეთ. იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ თქვენს მაქსიმუს აკეთებთ, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ 4 ეტაპიან პროცესს:

  • პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთ თქვენი შესასრულებელი დავალებების სია

გამოიყენეთ დრო თქვენი სიის შესაფასებლად; რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რომელი დავალება შეიძლება გადაიტანოთ მომოვალი დღისთვის? მომოვალი კვირისთვის? უკეთესი, რომელი დავალება შეიძლება საერთოდ ამოვიღოთ სიიდან?

  • გადახედეთ სამუშაოს ხვალინდელ ცხრილს

სანამ ბოლო საქმის კეთებას შეუდგებით, დარწმუნდით რომ არაფერი გამოგრჩათ. გააავლეთ თვალი მომოვალი დღის შიდა და გარე შეხვედრებს, რათა გქონდეთ წარმოდგენა რამდენად დაკავებული იქნებით შემდეგ დღეს.

  • იმოქმედეთ

ჩათვალეთ რომ დღეს მხოლოდ ერთი საკითხის დასრულება შეგიძლიათ- ბოლოსდაბოლოს, 1 საათი არც ისე დიდი დროა.

თქვენი სიიდან ამოარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, დანარჩენ ყველაფერს კი თავი დაანებეთ. ბოლო საათი დაუთმეთ მაქსიმალური პროგრესის წარმოქმნას.

  • წასვლამდე, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა

ეს არ ნიშნავს რომ თქვენ კვლავ უნდა მიუბრუნდეთ მეილების გზავნას; ბოლო პუნქტი იმისთვისაა რომ დარწმუნდეთ რომ არაფერ მნიშვნელოვანსა და სასწრაფოს არ ტოვებთ; ყველაფერი დანარჩენი შეგიძლიათ დატოვოთ შემდეგი დღისთვის.

და აი ისიც: პირდაპირი გზა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოთ ბოლომდე სამუშაო დღის უკანასკნელი საათის განმავლობაში.