მეწარმე ლიდერის 7 გზა წარმატებისკენ

მეწარმედ ყოფნის ერთ-ერთ რეალობას წარმოადგენს ის რომ იგი მუდმივად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს იმისთვის რომ გადარჩეს.

ცვლილება და მუდმივი სწავლა, ეს ის არის რასაც სამეწარმეო ლიდერობა მუდმივად მოითხოვს. სამწუხაროდ დიდ კომპანიებში სულ უფრო და უფრო მეტი მომუშავე ივიწყებს კომპანიის გადარჩენისთვის ბრძოლას და ფოკუსირებას ახდენენ მხოლოდ საკუთარ სარგებელზე. იზრდება დაბალი რისკების გაწევის ტენდენცია, რაც მწირი ბიზნეს გადაწყვეტილებების სახით ვლინდება.

შეგიძლიათ იხილოთ წარმატებული ბიზნესს ლიდერების რჩევები:

  1. ფოკუსირდი მომხმარებელზე. იმისთვის, რომ კომპანია არ ჩაიკეტოს თავის თავში და იზოლირებული არ გახდეს საკუთარი მომხმარებლისგან, საჭიროა მომხმარებელთან ყოველდღიურად კონტაქტის დამყარება, მათი საჭიროებების და სურვილების დადგენა. კომპანიამ მუდმივად უნდა განაახლოს მომსახურების ფორმები და მოარგოს იგი ცვლილებებს.  
  2. რისკები გაზარდეთ, შემცირების ნაცვლად. იმისთვის რომ ახალი მომხმარებლის საჭიროებები განისაზღვროს აუცილებელია გათვლადი რისკების გაწევა. მათი მინიმალიზება ნებისმიერ კომპანიას
  3. მუდმივი სწრაფვა გაუმჯობესებისკენ – კრეატიული და ინოვაციური მიდგომების შექმნა დიდი ორგანიზაციები ხშირად ივიწყებენ, რომ ცვლილება შესაძლებლობაა და არა საშიშროება. საჭიროა ახალი მიდგომების საშუალებით  კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის კონკურენტუნარიანი პოზიციის დაკავება.
  4. ორგანიზაციის შედეგებზე პირადი პასუხისმგებლობის აღება კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დიდ კომპანიებს ახასიათებთ არის ის, რომ მომუშავე პირები პასუხისმგებლობას მხოლოდ მათი ვიწრო მიზნების ფარგლებში გრძნობენ და არა გლობალურ შედეგებში. ეს გარემოება საგრძნობლად ამცირებს ორგანიზაციულ ეფექტურობას და ართულებს კომუნიკაციას თანამშრომლებს შორის.
  5. ფართო სურათის აღქმა და გაგება იმისთვის რომ გუნდურმა და ინდივიდუალურმა მუშაობამ უმაღლეს ხარისხს მიაღწიოს, ყველას გათავისებული უნდა ჰქონდეს კომპანიის ხედვა, სტრატეგია და ღირებულებები იმდენად რამდენადაც საკუთარი მიზნები.
  6. შეინარჩუნე სიმარტივე ხშირად დიდ და წარმატებულ კომპანიებში მომუშავე პირები საკუთარი გამოცდილების დემონსტრირებისთვის ექსპერტული მიდგომებით ამცირებენ რისკებს, აკეთებენ იმაზე უფრო რთულ გათვლებს ვიდრე საჭიროა კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. ხშირ შემთხვევაში, კომპლექსურობა იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას და ამცირებს მათ რაოდენობას საგრძნობლად.
  7. ადამიანების შთაგონება შემსრულებლებს სჭირდებათ ნათელი ხედვა მომხმარებელთა მოთხოვნების შესახებ, იმისთვის რომ მნიშვნელობა მიანიჭონ საკუთარ საქმიანობას. საჭიროა მათი ნაბიჯ-ნაბიჯ დახმარება და მხარდაჭერა იმისთვის რომ მათ აღიქვან და დარწმუნდნენ საკუთარ მიზნებში.

როგორც აღმოჩნდა დიდ კომპანიებს სჭირდებათ მეწარმე ლიდერები და ისეთი აზროვნების სტილი, როგორიც უნდა ჰქონდეს ყველა სტარტაპს. განვითარებისა და შენარჩუნების პერსპექტივა ყველგან და ყოველთვის ერთნაირია.

კომპანიის წარმატებისთვის საჭიროა მეწარმე-ლიდერმა გარდა იმისა, რომ კონკურენტუნარიან კადრები შეარჩიოს, მოახდინოს ასევე მათი შთაგონება, მოტივირება და დაუსახოს მიზნად – მუდმივი ცვლილება და განვითარება.