არავერბალური კომუნიკაცია და სიცრუის ამოცნობის ტექნიკები - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

არავერბალური კომუნიკაცია და სიცრუის ამოცნობის ტექნიკები

 

რეგისტრაცია დასრულებულია

რატომ ეს ტრენინგი?
აღნიშნულ თემაზე ხშირად ტარდება საჯარო ლექციები და სემინარები, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ამ სფეროში გარკვევა კომპლექსურ პრაქტიკულ სწავლებას მოითხოვს ჰედვაისი გთავაზობთ ტრენინგის უნიკალურ და პრაქტიკულ ფორმატს, სადაც გათვალისწინებულია ყველა საკითხის სიმულაციურ – ექსპერიმენტული შესწავლა.
ტრენინგის მოდული შემუშავებულია ზურა მხეიძის მიერ, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს და ტრენინგის განსხვავებულ ფორმატში წარმოგიდგენთ ისეთ ტექნიკებს, რაც დაგეხმარებათ მიიღოთ ღრმა პრაქტიკული ცოდნა საკუთარ პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ტრენინგი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნიკაცია და ადამიანების ხასიათის, განწყობის, მიზნის თუ განზრახვის ამოცნობა სამუშაოს აუცილებელი კომპონენტია.
აღნიშნული ტრენინგი ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგ სფეროებში:
• გაყიდვები (კლიენტის სწორი იდენტიფიკაცია, არავერბალური კომუნიკაციით გაყიდვის პროცესის მართვა)
• HR მენეჯმენტი (კადრების ამოცნობა შერჩევისა და მართვისას)
• კრიმინალისტიკა (დამნაშვის ამოცნობა, განზრახვის გაშიფვრა)
• კლინიკური ფსიქოლოგია
• სოციალური ფსიქოლოგია

ტრენერის შესახებ:
ზურა მხეიძე არის ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკითა და 25 წლიანი ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილებით.
მუშაობდა სხვადასხვა კერძო ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში.

ტრენინგის ძირითადი საკითხები:
1. კომუნიკაციის სახეები
2. ვერბალური კომუნიკაცია
3. არავერბალური კომუნიკაცია
4. არავერბალური კომუნიკაციის მანიშნებლები
5. სხეულის ენა
6. პიროვნების მიზნები კომუნიკაციის პროცესში
7. ფარული ან ნახევრად ფარული მიზნების წაკითხვა
8. სიცრუის ფენომენი
9. სიცრუე როგორც სიტუაციური სოციალური ადაპტაციის მექანიზმი და მისი გამოვლენის ხერხები
10. სიცრუის ინდიკატორები და მიკროექსპრესიები
11. პრაქტიკული სავარჯიშოები
12. სიმულაციური ექსპერიმენტები

დაწყების თარიღი: 2 მაისი
ტრენინგის დღეები: სამშაბათი/ხუთშაბათი
საათების ჯამური რაოდენობა: 15 საათი
ტრენინგის დაწყების დრო: 19:00
ტრენინგის ღირებულება: 850 ლარი
შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი დაფარვა.

 

რეგისტრაცია დასრულებულია

 

Close Menu