ღირებულება

₾920

დაწყების თარიღი

9 ოქტომბერი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

სასწავლო კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია დამსწრეთ ასწავლოს ბრენდის შექმნის, შენებისა და მართვის საფუძვლები. ბრენდისა და ბრენდინგის არსი და მნიშვნელობა. რატომ უნდა შეიქმნას ბრენდი და რატომ უნდა ზრუნავდნენ მის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე. 

ვისთვის არის კურსი: მცირე და საშუალო კომპანიის ხელმძღვანელებისა და მარკეტინგის მენეჯერებისათვის, სტარტაპერებისთვის, მარკეტინგის, PR და გაყიდვების სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის; საზოგადოდ, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებსათვის. 

კურსის მოკლე ანოტაცია: 21 – ე საუკუნეში არ არის მთავარი გაქვს თუ არა ფაბრიკა ან ქარხანა, მთავარია გაქვს თუ არა კარგად ჩამოყალიბებული ძლიერი ბრენდი. დღეს ჩვენ “ყურადღების მიპყრობის ეკონომიკაში” ვცხოვრობთ, რომელიც ადამიანის ყურადღებისათვის ბრძოლას მოითხოვს. თუ პროდუქტი ან სერვისი ვერ გახდა ბრენდი ის ვერ მიიქცევს ადამიანების ყურადღებას და მას არ იყიდიან. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50 – იან წლებში ბევრი სპეციალისტის მიერ გაკეთდა ერთმნიშვნელოვანი განცხადება, რომ ბიზნესის მთავარი დანიშნულება არის მარკეტინი და ინოვაცია, რათა შექმნა და შეინარჩუნო მომხმარებელი გრძელ ვადაში. თუ ეს განცხადებები მაშინ სამომავლო პერსპექტივაში განიხილებოდა, დღეს ეს უკვე რეალობაა, მაგრამ მარკეტინგი და მთლიანად კომუნიკაცია ეფუძნება ბრენდის კონცეფციას და სტრატეგიას, რომელის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მიზანმიმართულ განსხვავებულობას ადამიანის ყურადღების მოსაპოვებლად და შემდეგ მარკეტინგის და მთლიანად კომუნიკაციის საშუალებით აღასრულოს ის და მიიტანოს ადამიანებამდე. ამიტომ დღეს ბრენდი და ბრენდინგი არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რასაც ბიზნესი ქვია, ეს არის საღ აზრზე და მახვილგონიერებაზე დაფუძნებული მიზანმიმართული განსხვავებულობის შექმნა და მართვა, ეს არის საქმის წარმოების კულტურა. საქართველოში შექმნილი პროდუქტებისა და სერვისებისათვის ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან როდესაც საქმეს საქართველოში იწყებ, მაშტაბის მისაღწევად აუცილებელია იფიქრო საექსპორტო ბაზრებზე და/ან მაქსიმუმის მიღწევაზე ქვეყნის მაშტაბით. ამაის მისღწევა მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსხვვებული ბრენდის გარეშე ძალიან რთულია. 

სწავლის შედეგები: კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება: რა არის ბრენდი და ბრენდინგი; როგორ და საიდან იწყება ბრენდზე მუშაობა; რა არის საჭირო ბრენდის შექმნის, დაგეგვმის და მართვისათვის. 

– რა არის ბრენდი და ბრენდინგი.
– ბრენდის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში;
– ბრენდინგის სტრატეგიული მნიშვნელობა და სარგებელი
– სხვაობა პროდუქტებისა და სერვისის ბრენდებს შორის;
– ბრენდისა და ბრენდინგის როგორც ბიზნეს დისციპლინის წარმოშობის ისტორია;
– ფაქტროები რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ბრენდის შექმნისას;
– ბრენდის შექმნის წინაპირობები;
– ბრენდის საკომუნკაციო პლატფრომის რაობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
– როგორ უნდა იმუშაოთ ბრენდის პლატფრომაზე;
– ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგია;
– ბრენდის სახელი, მისი მნიშვნელობა და რეკომენდაციები კარგი სახელის შესამუშავებლად;
– ბრენდის ვიზუალური კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და რეკომენდაციები კარგი კონცეფციის შესამუშავებლად;
– პრაქტიკული სავარჯიშოები
– ფინალური პრეზენტაცია

ალექს ჩიქოვანი

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დამფუძნებელი. სააგენტომ არსებობის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ცნობილი ბრენდი შექმნა და გამოიყვანა ბაზარზე www.live.com.ge
ალექსის აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგში, მარკტინგში და გაყიდვებში. 10 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგის ლექციების, ტრეინინგებისა და მასტერ კლასების მიმართულებით. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი, კორპორატიულ სტრატეგიასა და ბრენდინგში (Lancaster Univesity Business School, MBA, specialization in corporate strategy, brand building and management).

☑ტრენინგის დაწყების დღე: 9 ოქტომბერი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 7 ნოემბერი

☑ტრენინგის დღეები: ოთხშაბათი / ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 30 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 22:00

☑ტრენინგის საფასური: 920 ლარი

20 სექტემბრამდე დარეგისტრირებული მონაწილეები გადაიხდიან 800 ლარს 920 ლარის ნაცვლად

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

კომენტარები