ბიზნეს ქოუჩინგი - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ბიზნეს ქოუჩინგი

14955952_581573582038485_2979535449290326582_n

რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის მიზანი:

ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უანარების გამოყენებას და ეძებს მისთვის ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად.

ქოუჩინგი ბიზნესში არის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დანერგილია, საქართველოში კი ახლა ინერგება. პროგრამის უნიკალური შეთავაზებაა ცოდნასთან ერთად მიღებული პრაქტიკული სამუშაო სქემა, რომლითაც მსმენელს შეეძლება მართოს ბიზნესი და აიყვანოს ის უფრო მაღალ ხარისხში.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნეს ქოუჩინგის შესახებ, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ ორანიზაციის შიდა სტრუქტურის აწყობა და მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

კურსი აგებულია მილტონ ერიქსონის კომუნიკაციის მეთოდებზე, ქოუჩინგის და NLP საფუძვლებზე და ორიენტირებულია მსმენელებში განავითაროს პრაქტიკული უნარები.

 

კურსი განკუთვნილია:

  • მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის (დირექტორი, აპარატის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, HR, PR, Marketing…).
  • ადამიანებისთვის, ვის მოვალეობებშიც შედის თანამშრომლების მოტივაცია, მუშაობის შედეგების გაუმჯობესება, მუშაობა სტრატეგიაზე და განვითარებაზე, კორპორაციული კულტურის და ღირებულებების ამაღლება, მართვის ოპტიმიზაცია და დასახული მიზნების მიღწევა.

 

კურსის თემები:

  1. წარმატებული ბიზენს ქოუჩინგის საფუძვლები
  • შესავალი ნაწილი – ქოუჩინგის არსი, ძირითადი პრინციპები
  • ბიზნეს ქოუჩინგი
  • ქოუჩინგის ფორმატი
  • პროფესიული ქოუჩინგის წარმართვა

 

  1. ქოუჩინგის ფორმატი
  • კონტრაქტი და მიზნის ჩამოყალიბება, ქოუჩინგური გამოცდილება
  • ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები (მოსმენა, რაპორტი, კლიენტების ტიპები, ქოუჩინგური დიალოგები)
  • მიზნის დასახვა – წარმატების დაგეგმარება
  • საბოლოო შედეგის ფორმატი
  • პროექტების რეალიზაციის სტრატეგიის შემუშავება

 

  1. ქოუჩინგ ტექნიკების ნაკრები
  • მოტივაცია
  • მუშაობა ღრებულებებთან
  • მუშაობა რწმენა-წარმოდგენებთან და წინააღმდეგობებთან
  • ცვლილებების დანერგვა
  • ჯგუფური ქოუჩინგი
  • ფიდბექი

 

ტრენერის შესახებ:

ირინა ჭოჭუა – ტრენერი; ავტორი (coaching.ge); ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International); ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში და საერთაშორისო ასოციაციის წევრი (The Society of Neuro-Linguistic Programming™. UK); მიწვეული ქოუჩი: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. საავტორო პროგრამები: პერსონალური ბრენდინგი; NLP გაყიდვებში და კომუნიკაციებში; ქოუჩინგი მართვაში; NLP ბიზნეს სტრატეგიები.

 

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ:

  • ბიზნეს ქოუჩინგის და პერსონალის მართვის ტექნოლოგიების ნაკრებს.
  • სტრუქტურის მართვის მოდელს.
  • პერსონალის მოტივაციის ამაღლების, მიზნის დასახვის და სტრატეგიული მუშაობის ტექნოლოგიებს.
  • გაიგებენ რა არის მართვა ქოუჩიგნის სტილში.
  • შეძლებენ აწარმოონ ეფექტური ქოუჩინგური დიალოგი.
  • შეძლებენ გამოიყენონ მიღებული პრაქტიკული ცოდნა საქმიან მოლაპარაკებებში და შეხვედრებში.
  • აიმაღლებენ კომუნიკაციის უნარებს.
  • მოახდენენ საკუთარი რესურსების და უნარების ოპტიმიზაციას.

 

ტრენინგის განრიგი და ღირებულება:

ტრენინგის დაწყების თარიღი: 7 ნოემბერი

ტრენინგის დასრულების თარიღი: 16 ნოემბერი

საათების რაოდენობა: 15 საათი

შეხვედრების რაოდენობა: 5 შეხვედრა

ტრენინგის დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი

ტრენინგის დაწყების დრო: 19:00 საათი

ღირებულება: 400 ლარი

 

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის სავალდებულოა ღირებულების 10%-ის წინასწარი დაფარვა, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: “საქართველოს ბანკი”, ანგ. N: GE59BG0000000556965600, დანიშნულება: “ინტერნეტ მარკეტინგი”.  

 

ტრენინგზე ხორციელდება შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. ჰედვაისის მუდმივი მომხმარებლებისთვის – 15%

2. ჯგუფური რეგისტრაციის შემთხვევაში – 10%

3. მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი – 10%

რეგისტრაცია დასრულებულია

Close Menu