მარკეტინგის სერტიფიცირებული პროფესიონალი

რეგისტრაცია დასრულებულია
კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მარკეტინგი ქართულ საბაზრო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ მათ ჩამოაყალიბონ ეფექტური მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგია, შეარჩიონ შესაბამისი არხები და შექმნან კონტენტი. სერტიფიცირებული კურსის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ მარკეტინგის დისციპლინის შესახებ სრულ პროფესიულ ცოდნას. მათ ექნებათ უნარი ჩამოაყალიბონ სწორი მარკეტინგული სტრატეგია, გაზარდონ ბიზნესის მომგებიანობა სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების ეფექტური გამოყენებით და განავითარონ კრეატიული აზროვნება.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
– მოქმედი მარკეტერებისთვის, ვინც ამჟამად დასაქმებულია ბიზნეს ან საჯარო სექტორში
მარკეტინგით დაინტერესებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ მომავალი პროფესია დაუკავშირონ მარკეტინგის სფეროს
– მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც სურთ გაზარდონ თავიანთი პროდუქტის/სერვისის მომგებიანობა.
– მარკეტინგით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც გააჩნია მარკეტინგის საბაზისო ცოდნა

პირველი მოდული: მარკეტინგული სტრატეგია
• მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა.
• საბაზრო გარემო, კონკურენცია და პოზიცირება.
• მარკეტინგული მიქსი
• საფასო პოლიტიკა
• პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი
• მერჩენდაიზინგი.
• მარკეტინგული კვლევა
• გაყიდვების ხელოვნება
• პირდაპირი მარკეტინგი

მეორე მოდული: ციფრული მარკეტინგი
** ციფრული მარკეტინგის საფუძვლები
** SEO ოპტიმიზაცია
** Email მარკეტინგი
** PPC – Search Engine Marketing (SEM) & Analytics
** Display Advertising
** Affiliate Marketing
** სოციალური მედია მარკეტინგი (SMM)

მესამე მოდული: ვიდეო-რეკლამის საფუძვლები
– რეკლამის მნიშვნელობა და მისი საჭიროება
– რეკლამის სახეები
– ბრიფინგი და ბიუჯეტირება
– Production Execution
– ეფექტური რეკლამა და თანამედროვე მიდგომები

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: კურსის ბოლოს მსმენელებმა განვლილ მოდულებში უნდა ჩააბარონ გამოცდა.

ტრენერები: 
ქეთევან მეფარიშვილი – მარკეტინგის მენეჯმენტის დოქტორი. კომპანია “Twino”-ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი. დაამთავრა უელსის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრენობლის ბიზნეს სკოლა და კავკასიის ბიზნეს სკოლა. მუშაობდა KFC საქართველოს და Subway საქართველოს მარკეტინგის დირექტორად.

მელი ბაღდავაძე – კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” აღმასრულებელი პროდიუსერი; რეგიონალური უცხოური პროდაქშენ-კომპანიების პროდიუსერი. მსოფლიო სარეკლამო ფესტივალების გამარჯვებული. დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის მიმართულებით, მუშაობდა TBCTV Advertising -ის აღმასრულებელ დირექტორად.

თამარ ბადაშვილი. Digital Marketing Institute (DMI) -ის სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი. ლუვენის უნივერსიტეტის, მარკეტინგული პროექტების მართვის მაგისტრი. დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის მიმართულებით. მუშაობს კომპანია „4Finance“-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: კურსის ბოლოს მსმენელებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა, განვლილი მოდულის მიხედვით.

საათების რაოდენობა: 30 საათი
დაწყების თარიღი: 26 სექტემბერი
დასრულების თარიღი: 26 ოქტომბერი
კვირაში შეხვედრების რაოდენობა: 2 (სამშაბათი, ხუთშაბათი)
დაწყების დრო: 19:00
დასრულების დრო: 22:00
ტრენინგის ღირებულება: 600 ლარი

რეგისტრაცია დასრულებულია