ქოუჩინგი მართვაში - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾300

დაწყების თარიღი

8 ივნისი

ტრენინგი ჩატარდება “ზუმი”-ს აპლიკაციის გამოყენებით

მიმოხილვა

კურსის მიზანია მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად ჩამოუყალიბოს პრაქტიკული უნარები დელეგირების, უკუკავშირის, მოტივირების ეფექტურად განსახორციელებლად. ტრენინგი ეფუძნება თანამედროვე ბიზნეს სამყაროში არსებულ პერსონალის განვითარების ტექნიკებს და ქოუჩინგის მეთოდიკას, ინტერაქტიულია და თეორიული საკითხების განხილვასთან ერთად, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს
 
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
ეფექტურად მართვას: უფრო მარტივად, ნაკლები რესურსის დანახარჯით მეტი შედეგის მიწევას;
კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას გუნდში და ორგანიზაციის სხვა ერთეულებთან;
განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას;
დავალების მიცემას
ეფექტიან დელეგირებას;
კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემას;
თანამშრომელთა მოტივირებას.
 
კურსის სამიზნე აუდიტორია:
კომპანიის მმართველები;
მეწარმეები და ბიზნესის მფლობელები;
განყოფილების და დეპარტამენტს ხელმძღვანელები;
გუნდის ლიდერები;
პროექტის მენეჯერები;
მომავალი ლიდერები და ხელმძღვანელები.

დელეგირება
თანამედროვე მენეჯერის ძირითადი გამოწვევები;
პირველი ნაბიჯი: პრიორიტეტების გამოყოფა;
რატომ ვარიდებთ თავს დელეგირებას? დელეგირების ბარიერები;
დელეგირების მიზანი და სარგებელი მენეჯერისთვის, თანამშრომლისთვის, ორგანიზაციისთვის;
ეფექტური დელეგირების 5 კომპონენტი;
დელეგირების მთავარი წესები;
დელეგირების პროცესი და ეტაპები;
სწორი გადაწყვეტილება: შესაბამისი თანამშრომელი შესაბამისი ამოცანისთვის;
უნარის და ცოდნის ფორმირების სტადიები;
დავალების მიცემა: მიზნის დასახვა თუ შესრულების ნაბიჯების გადაცემა?
დელეგირების სახეები: კონტროლიდან დამოუკიდებლობამდე;
თანამშრომლის კომპეტენციის და ამოცანის შესაბამისი დელეგირების სტილის შერჩევა.

უკუკავშირი
უკუკავშირი, როგორც თანამშრომლის ქცევის და დამოკიდებულების მართვის მექანიზმი;
უკუკავშირის სახეობები და მათი სიტუაციის შესაბამისად გამოყენება;
უკუკავშირის სტრუქტურა (მომზადება, განხილვა, დახურვა, follow up);
არსებული მდგომარეობის გაანალიზების ACHIEVE მოდელი;
უკუკავშირის მთავარი წესები;
უკუკავშირის ტექნიკები: SBI მოდელი; სენდვიჩის მოდელი, GROW მოდელი;
კრიტიკული შეფასების პოზიტიურად მიწოდება;
შეკითხვების ქოუჩინგური ფორმატი;
თანამშრომლის დამოკიდებულების მართვა საუბრის პროცესში.

მოტივირება
მოტივაციის გავლენა სამუშაოს შესრულებაზე, დამოკიდებულებაზე და სამუშაო გარემოზე;
მოტივირების მეთოდები: წახალისება – დასჯა – ზრდა;
მოტივაციის თეორიები: მასლოუ, ჰერცბერგი;
ფასეულობების გავლენა მოტივაციაზე;
ინდივიდუალური მოტივატორების გამოვლენა;
სამუშაო გარემოს გავლენა მოტივაციაზე: Gallup 12 კითხვარი.

რუსუდან კვაჭანტირაძე

რუსუდან კვაჭანტირაძე არის ICF-ის მიერ სერთიფიცირებული PCC ქოუჩი, ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილებით. მისი სპეციალიზაციაა პერსონალის და ორგანიზაციის განვითარება. პერსონალური სესიებით ეხმარება ლიდერებს საკუთარი და გუნდის შედეგების გაუმჯობესებაში. გუნდური ქოუჩინგის სესიებით უმარტივებს გუნდებს ენერგიის და რესურსების ნაკლები დანახარჯით უფრო სწრაფად და ეფქტურად მიაღწიონ სასურვეკლ შედეგებს.
მენტორის როლში რუსუდანი მუშაობს სხვადასხვა კვალიფიკაციის ქოუჩებთან, ეხმარება მათ ICF-ის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაში ქოუჩის კომპეტენციებთან და უნარ-ჩვევებთან მუშაობის გზით.
რუსუდანი, როგორც ბიზნეს და რბილი უნარების ტრენერი, მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 8 ივნისი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 2 ივლისი

☑ტრენინგის დღეები: ორშაბათი / ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 16 საათი

☑დაწყების დრო: 19:30

☑დასრულების დრო: 21:30

☑ტრენინგის საფასური: 300 ლარი (600 ლარის ნაცვლად)

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, “ზუმი”-ს აპლიკაციის გამოყენებით.

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს