კომუნიკაციის ფსიქო-ტექნოლოგიები

16114824_621074338088409_8049401785666331050_n
რეგისტრაცია დასრულებულია
ტრენინგის აღწერა:
თანამედროვე ფსიქოლოგიაში კომუნიკაციის ფსიქო-ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი კომპონენტია. ბიზნეს ფსიქოლოგია, ქოუჩინგი და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება ეფუძნება საკომუნიკაციო მოდელებს და ალგორითმებს, ვერბალურს და არავერბალურს. დღესდღეობით სარეკლამო კამპანიები, პიარ აქტივობები, პოლიტიკური სფიჩები, მედია პროდუქტები, მოლაპარაკებების თუ დებატების ტექნიკები – ყველაფერი, სადაც სიტყვები გამოიყენება, მოითხოვს კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ცოდნას. და ეს იმ მიზნით, რომ ამდენ ინფორმაციას შორის შენმა სათქმელმა პირდაპირ შენი მსმენელის არაცნობიერში შეაღწიოს.
კარგი კომუნიკატორი ყოველთვის მოვლენების ცენტრშია. მოვლენების ცენტრში ყოფნა კი წარმატებაა და არ აქვს მნიშვნელობა, რითი ხარ დაკავებული. ყველა პროფესიაში თუ საქმიანობაში, თუკი ადამიანების დარწმუნება შეგიძლია, მიზანსაც აღწევ.
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება არის მიზნის მიღწევის ტექნოლოგიები და ის პირდაპირ ეფუძნება კომუნიკაციის მოდელებს, იგივე მილტონ მოდელებს. ტრენინგი „კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ მთლიანად აგებულია NLP ტექნოლოგიებზე და მოიცავს გონების ამაფეთქებელ, შემოქმედებით სავარჯიშოებს, რადგანაც კომუნიკაცია შემოქმედებაა.
შენ შეგიძლია გახდე უკეთესი კომუნიკატორი: თუ ხარ აქტიური ადამიანი და შენი იარაღი შენი სიტყვებია, თუ მუშაობ პიარის, მარკეტინგის, გაყიდვების სფეროში, ხარ კონტენტ მეიქერი, ან ხარ ტრენერი/ქოუჩი/ფსიქოლოგი, ან უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობა შენი ჰობია, მაშინ ეს
ტრენინგი დაგეხმარება:
• ესაუბრო ადამიანებს მათ ენაზე
• ამოიცნო მოსაუბრის შინაგანი მდგომარეობა
• გამოიყენო არავერბალური კომუნიკაცია
• გახდე თანამოსაუბრისთვის „მისიანი“
• აწარმოო მოლაპარაკებები მაღალ დონეზე
• შეადგინო „მკვლელი“ ტექსტები
• განავითარო ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობები
• დაეუფლო ლინგვისტურ მანიპულაციებს და გამოიყენო იგი პრაქტიკაში
• და უბრალოდ გაიუმჯობესო კომუნიკაციის უნარები
თემები:
• ცნობიერის და არაცნობიერის მუშაობის პრინციპი კომუნიკაციის დროს
• ინფორმაციის მიღების/გაცემის ფილტრები
• რეპრეზენტაციული სისტემები
• რეფრეიმინგი
• მეტაპროგრამები და მათი გამოყენება კომუნიკაციის დროს
• ლინგვისტური ხრიკები, მანიპულაციები
• მილტონ მოდელები
• წინადადების ჰიპნოტური წყობა
• მეტა სიტყვები და მეტა ფრაზები
• კომუნიკაციის არავერბალური ნაწილი
• პრაქტიკული სავარჯიშოები
• სკრიპტების გარჩევა

ტრენერი: ირინა ჭოჭუაკომუნიკაციების სპეციალისტი. ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International). ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, საერთაშორისო ასოციაციის წევრი (The Society of Neuro-Linguistic Programming™. UK). მიწვეული ქოუჩი: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. საავტორო პროგრამები: პერსონალური ბრენდინგი. NLP გაყიდვებში და კომუნიკაციებში. ქოუჩინგი მართვაში. NLP ბიზნეს სტრატეგიები.

ტრენინგის დაწყების დრო: 20 თებერვალი
ტრენინგის დღეები: ორშაბათი
შეხვედრების რაოდენობა: 4
საათების რაოდენობა: 14
ტრენინგის ღირებულება: 350 ლარი

რეგისტრაცია დასრულებულია