კონტენტ მარკეტინგი

ღირებულება

₾1180

დაწყების თარიღი

12 ოქტომბერი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ზოგადი აღწერა
კონტენტ მარკეტინგი ნებისმიერ ბრენდს საშუალებას აძლევს საკუთარ აუდიტორიას პირდაპირ ესაუბროს, მათთვის მნიშნველოვანი, სანდო და საინტრესო ინფორმაციის წყარო გახდეს. სურვილისამებრ უბრალოდ გაართოს ან განვითარებაში ხელი შეუწყოს.
თუმცა წარმატებული კონტენტ სტრატეგიის შესაქმნელად აუცილებელია კონტენტი ზუსტად მოერგოს ბრენდს და მის აუდიტორიას. 2 დღიანი ვორკშოპი კონტენტ მარკეტინგში საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაიგონ როგორ იყენებენ ამ ტექნოლოგიას Coca-Cola, Red Bull, Michellin, Procter & Gamble, EBRD, Ikea, Google და საკუთარი ბრენდის კომნტენტის შექმნა საერთაშორისო გამოცდილებას მოარგოს. ვორკშოპის ფარგლებში ხდება უშუალოდ ტექნოლოგის და მეთოდიკის შესწავლა, რომ მონაწილე ახალი იდეებით და მათი განხორციელებისთვის საჭირო მზა ‘რეცეპტებით’ დაუბრუნდეს საკუთარ კომპანიას.

ვისთვის არის განკუთვნილი: 
ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი მარკეტინგის მენეჯერებისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის. ის თანაბარი წარმატებით შეიძლება გამოიყენოს მსხვილბიუჯეტიანი საერთაშორისო ან ადგილობრივი კორპორაციის, მცირემასშტაბიანი სტარტაპის, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიიზაციის მარკეტინგის ან პიარის გუნდის თანამშრომელმა. კონტენტ მარკეტინგის ტრენინგი რელევანტური და სასარგებლოა CSR ან კრეატიული პროექტების მმართველებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი პროექტის ან ორგანიზაციის პოპულარობის გაზრდა და აუდიოტირასთან კომუნიკაცია სჭირდება. ეს არ არის კურსები დამწყები მარკეტოლოგებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები იყვნენ უკვე შემდგარი და მოქმედი სპეციალისტები. Content Marketing works WITH not INSTEAD nor AGAINST of traditional marketing.

საკითხები:

  • წარმატებული საერთაშორისო პროეტების კონტენტის მიმოხილვა;
  • კონტენტის სტრატეგიის შექმნა და კომპანიის მარკეტინგულ გეგმაზე მორგება;
  • Brand story – როგორ მოვყვეთ ჩვენი ‘სთორი’;
  • Inform, Educate, Entertain and Engage – კონტენტის და აუდიტორიის საჭიროებების მიხედვით შემუშავება;
  • ბრეინშტორმინგის მოდელირება და კრეატიული იდეების გენერირება;
  • CSR პროექტების პოპულარულ მარკეტინგულ კონტენტად ქცევა;
  • არამედია კონტენტი – საზოგადოებასთან პირდაპირი ურთიერთობა და კომუნიკაციის თანამედროვე არხები;
  • ადგილობრივი და საერთაშირისო მედიასთან თანამშრომლობა.
ნათია აბრამია
ნათიას აქვს კომუნიკაციების, კონტენტ მარკეტინგისა და მედია მენეჯმენტის სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.
2006 წლიდან არის ბი-ბი-სის წამყვანი ტელე, რადიო და ონლაინ პროგრამების რედაქტორი, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მენეჯერი. ასევე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების, Newsnight და BBC News at Ten გამომშვები პროდიუსერი.
ამჟამად მუშაობს ბი-ბი-სის გენერალური დირექტორის მოადგილის გუნდში, როგორც ბიზნესის განვითარების მენეჯერი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით (Business Development Manager responsible for Transition, Change and Improvement). მისი უშუალო მოვალეობაა მარკეტინგისა და პროდაქშენის დეპარტამენტების მუშაობის მონიტორინგი, ამ დეპარტამენტების მენეჯერების კონსულტაცია (Leadership Coaching) დეპარტამენტებში პროცესების უკეთ მართვის რეკომენდაციების შემუშავება LEAN მეთოდოლოგიით წარმატების შეფასების სისტემების დანერგვა (Continuous Improvement).
ამ საქმიანობის პარალელურად ის არის ბრიტანეთის წამყვანი საკომუნიკაციო საკონსულტაციო ფირმის, Electic Airwaves-ის კონსულტანტი. კრიზისების მართვისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით დახმარებას უწევს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიების აღმასრულებელ მენეჯერებს. (www.electricairwaves.com works with almost half of the FTSE100 CEOs)
 
ირაკლი იმნაიშვილი
ირაკლი 2007 წლიდან მუშაობს ბი-ბი-სის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურში მარკეტინგის მენეჯერად. ამჟამად არის მულტიმედია პროექტების პროდუსერი და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერაციების რედაქტორ-მენეჯერი. აქვს საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი პროექტების მართვის ოცწლიანი გამოცდილება ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან მედიაში. სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო პროექტების კომუნიკაციის ოფიცერი, საშინაო და საგარეო ურთოერთობების სფეროში მრჩეველი და პოლიტიკური ლობის საკითხებში კონსულტანტი.
 
ტრენინგზე გამოყენებულია შემდეგი მეთოდი:
BBC Content Production Techniques and Guidelines Content Marketing Institute Methodology Lean Management Toolkit

 

განრიგი
12-13 ოქტომბერი (2 სრული დღე)
პარასკევი: 14:00 – 22:00
შაბათი: 11:00 – 19:00
საათების ჯამური რაოდენობა: 16 საათი
ტრენინგის ღირებულება: 1180 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგის წესებს და პირობებს.