ელექტრონული კომერცია - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ელექტრონული კომერცია

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ელექტრონული კომერციის პრინციპები და ფულის ეფექტურად გამომუშავების წყაროები. განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ მათ შექმნან ეფექტური კომერციული ვებ-გვერდები და განახორციელონ მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიები მომხმარებლების მოსაზიდად. ტრენინგის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან ელექტრონული კომერციის საფუძვლებს, მარკეტინგის პრინციპებს, ვებ-გვერდის აგებულების პრინციპებსა და ბიზნესის სამართლებრივ გარემოს, რაც დაეხმარებათ მათ სრულფასოვნად იმუშაონ კომერციული პლატფორმებზე. 

ტრენინგის საკითხები:

1. ინტერნეტი და ბიზნესი – ელექტრონული ბიზნესის არსი, დაგეგმვა და განხორციელება.
2. ინტერნეტ – ბიზნესის სახეობები და ეფექტური მეთოდები ფულის გამოსამუშავებლად.
3. ბიზნესის სამართლებრივი გარემო საქართველოში. 
4. სარეკლამო და პარტნიორული პროგრამები, ფორექსი და ბიტკოინები. ინტერნეტში გავრცელებული ანგარიშსწორების სისტემები, ელექტრონული საფულეები, საერთაშორისო გადახდების წარმოება.
5. საქონლის მიწოდების საშუალებები, ინტერკომები
6. ეფექტური ვებ-გვერდის აგებულების პრინციპები. 
7. მარკეტინგული ამოცანების განხორციელება ინტერნეტში. მომხმარებლის მოზიდვის ტექნიკები, ინბაუნდ მარკეტინგი.
8. ვებ-გვერდების საძიებო ძრავებთან ოპტიმიზაცია, საძებო სიტყვები, გუგლის საბანერო რეკლამა და სხვა პროდუქტები.

ქეთევან მეფარიშვილი 

ქეთევან მეფარიშვილს გააჩნია 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის დარგში წამყვან პოზიციებზე სარეკლამო, მედია, ბიზნეს, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, საერთაშორისო პროექტების, სამშენებლო, ფინანსური და სწრაფი მომსახურების რესტორნების სფეროში. ქეთევანი არის მარკეტინგის დოქტორი (PhD) და კომპანია ნეთკრედიტის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი. აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. მან დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა და მოიპოვა გრენობლის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. (საფრანგეთი) ქეთევანს მიენიჭა დოქტორის წოდება ბიზნესის ადმინისტრირებაში მარკეტინგის მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტისა და უელსის უნივერსიტეტის მიერ (დიდი ბრიტანეთი).
მას გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სადიპლომო კურსი, სხვადასხვა ტრენინგები მარკეტინგის, ღინისძიებების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ფინანსური აღრიცხვის, ინტელექტუალური საკუთრების, ნეირომარკეტინგისა და ვებ-გვერდის კონტენტის მართვის კუთხით.
ქეთევანი დამოუკიდებელი ტრენერია და სხვადასხვა დისციპლინებში და თანამშრომლობს მსხვილ კომპანიებთან. გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო პუბლიკაციები ინტერნეტ-მარკეტინგის დარგში. 2011 წლიდან, ლექციებს კითხულობს კავკასიის ბიზნეს სკოლასა და საქართველოს უნივერსიტეტში მარკეტინგულ კვლევასა და მარკეტინგის მენეჯმენტში.

დაწყების თარიღი: 22 იანვარი

დასრულების თარიღი: 5 თებერვალი

დაწყების დრო: 19:00 საათი

ტრენინგის დღეები: ორშაბათი/პარასკევი

სატრენინგო საათი: 15

შეხვედრების რაოდენობა: 5

ტრენინგის ღირებულება: 500 ლარი

10 იანვრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში: 400 ლარი

Close Menu