ემოციური ინტელექტი და ლიდერობა - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾650

დაწყების თარიღი

14 მაისი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

რატომ მარცხდებიან ჭკვიანი ადამიანები? რატომ შეიძლება ჰქონდეთ ასეთ ადამიანებს გუნდის მართვის და ურთიერთობის პრობლემები?  ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ ნაკლები ინტელექტი აქვთ, ან ნაკლები ტექნიკური უნარები გააჩნიათ. სინამდვილეში მათ ემოციური ინტელექტის დონე არ აქვთ საკმარისად მაღალი, რაც ნიშნავს  იმას, რომ ისინი აწყდებიან საკუთარი და სხვისი ემოციების მართვის პრობლემებს.

კვლევა აჩვენებს, რომ როცა ორი ლიდერი ერთი და იმავე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ფლობენ, ლიდერი, რომელსაც უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, უფრო ხშირად აღწევს წარმატებას.

სინამდვილეში უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ  ლიდერების წარმატების 25%  გამომდინარეობს ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან, მაშინ როცა წარმატების 75%-ს მათი ემოციური ინტელექტი განაპირობებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ესმოდეთ თანამშრომელთა სურვილები, საჭიროებები და ემოციები.

აღნიშნული კურსი ემოციურ ინტელექტს აკავშირებს პრაქტიკულ ლიდერულ ქცევასთან. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საკუთარი ლიდერობის ემოციურ კომპეტენციას და იდენტიფიცირებას გააკეთებენ სხვადასხვა გზებისას, თუ როგორ გაზარდონ ემოციური ინტელექტი ადამიანების მართვის დროს.

ვისთვის არის ეს კურსი:

კურსი გამიზნულია მენეჯერებისვის, გუნდის ლიდერებისთვის და გუნდის სხვა წევრებისთვის ვისაც სურს გახდეს ეფექტური ლიდერი, ემოციური ინტელექტის განვითარების საშუალებით.

  • ჩვენ გვაქვს უნიკალური მუშაობის სტილი ჯგუფებთან, რაც წარმოქმნის სასიამოვნო და სწავლისთვის კომფორტულ ატმოსფეროს.
  • ინტერაქციული, დინამიური და ექსპერიმენტული სწავლების მეთოდები
  • პროგრამა აგებულია უახლეს აკადემიურ მიგნებებსა და კვლევებზე დაყრდნობით ლიდერობის, ემოციური ინტელექტის და ნეირომეცნიერების მიმართულებებში.

კურსი აგებულია ზრდასრულთა განათლების (andragogy) პრინციპებზე. სასწავლო პროცესში გამოყენებულ იქნება სხვადასხვა მეთოდოლოგია, სადაც მოხდება პრეზენტაციების, დისკუსიების, დებატების, გუნდური სამუშაოების, კითხვარების და სადემონსტრაციო სავარჯიშოების ინტეგრირება.

კურსის განმავლობაში ჩვენ:

  • ავხსნით ემოციური ინტელექტის მნიშვნელობას და ღირებულებას თანამედროვე ლიდერებისთვის
  • გავიგებთ თუ როგორ ეხმარება ნეიროლიდერობა ლიდერების განვითარებას
  • შევიმუშავებთ მარტივ სქემას ემოციური ინტელექტის უნარების გასავითარებლად
  • განვავითარებთ არავარბალური და ვერბალური ქცევის გაანალიზების უნარს, სიმულაციური სავარჯიშოების გამოყენებით
  • ვისწავლით თუ როგორ დავაფიქსიროთ მიკრო-ექსპრესიები პოლ ეკმანის ტექნიკების გამოყენებით
  • ვივარჯიშებთ ემოციურად დამუხტულ სიტუაციაზე საპასუხო კომპეტენტურ რეაქციებზე

როკ ტაისონი

ამერიკული არმია, სპეცნაზი – the “Green Berets” – ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალები – ტრენერი, კონსულტანტი. 8 წლის განმავლობაში მან წარმატებით დაატრენინგა 25 ბატალიონზე მეტი და გამოცხადებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი ტრენერი. აქვს, როგორც პრაქტიკოსი ლიდერის, ასევე ლიდერობის ემოციურ ინტელექტთან კომბინაციაში სწავლების 25 წლიანი გამოცდილება.

ქეთი ჟვანია-ტაისონი
20 წელზე მეტია, რაც მუშაობს პიროვნული განვითარების, ლიდერობის, ემოციური ინტელექტის, თიმ ბილდინგისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.

დაწყების თარიღი: 14 მაისი

შეხვედრების რაოდენობა: 5 შეხვედრა

შეხვედრის ხანგძლივობა: 3 საათი

საათების ჯამური რაოდენობა: 15 სატრენინგო საათი

ტრენინგის დღეები: 14, 16, 19, 21, 23 მაისი

ტრენინგის დრო: 

  • სამუშაო დღეები – 19:00 – 22:00 საათი
  • კვირა – 11:00 – 14:00 საათი

ღირებულება: 650 ლარი

ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15 მონაწილე

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

კომენტარები