Headvice • ჰედვაისი

Flow Leadership

“Flowს შესახებ

სამუშაოს ეფექტურად შესრულების, საქმეში მაღალი ჩართულობისა და კონცენტრაციის გამოწვევა ყველა ლიდერის მიზანია. თანამედროვე მენეჯმენტში Flow Leadership Coaching მეთოდის დანერგვა და მისი ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მმართველ პირს საშუალებას აძლევს ბიზნეს შედეგები გააუმჯობესოს პერსონალისთვის სასიამოვნო და საინტერესო პროცესის შექმნით.

“Flow is good for Business “ეს სიტყვები ეკუთვნის პოზიტიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელ- მიჰაი ჩიქსენთმიჰაის. შემდეგში ეს სლოგანი საფუძვლად დაედო მეთოდოლოგიას “Flow Leadership Coaching”, რომელიც დღეს თანამედროვე წარმატებული ბიზნესის წამყვანი ინსტრუმენტია. ამავე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ზოლტან ბუზადიმ, მიჰაი ჩიქსენთმიჰაისთან ერთად, შექმნა და განავითარა #1 გლობალური ჯილდოს მფლობელი ლიდერობის პროგრამა FLIGBY, რომელიც წარმოადგენს ონლაინ სიმულაციას მენეჯმენტში. ონლაინ სიმულაციის ფარგლებში მონაწილე ვალდებულია მიიღოს 29 გადაწყვეტილება და შესაბამისად გამოამჟღავნოს 29 ლიდერული უნარი, სიმულაციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ პერსონალურ პროფაილინგს – მენეჯერულ ტიპოლოგიას და უკუკავშირს პროგრამის თანავტორისგან.

ზოლტან ბუზადი საქართველოში ჩამოვა Flow Leadership Coaching პროგრამით და ტრენინგს ჩაატარებს ექსკლუზიურად ჰედვაისში. გარდა ორ დღიანი ინტენსიური ტრენინგისა მონაწილეებს დამატებითი ორი დღის განმავლობაში წვდომა ექნებათ ლიდერობის პროგრამა FLIGBY- ზეც.

ტრენინგის მიზნობრივი აუდიტორია:

  • HR მენეჯერები
  • მაღალი რგოლის მენეჯერები
  • ბიზნეს ქოუჩები და კონსულტანტები
  • ტრენერები
  • კერძო და საჯარო სტრუქტურების მმართველი პირები

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეძლებათ:

  • პერსონალური და პროფესიული ეფექტურობის მაქსიმიზაცია, Flow-ს კონცეფციის და ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით
  • ბიზნეს ეფექტურობის დონის ამაღლება, კომპანიის საჭიროების გათვალისწინებით
  • მიღებული უკუკავშირისა და მენეჯერული პროფილის დახმარებით სამომავლო ლიდერობის განვითარების გეგმის შექმნა
  • შეამოწმონ და შეადარონ საკუთარი უნარები 10000-ზე მეტ სხვა ლიდერს მსოფლიოს მასშტაბით

ტრენინგის ძირითადი საკითხები:

  • Flow ლიდერობა: რა არის Flow და რა გავლენას ახდენს ის

Flow, ყურადღება, კომპლექსურობა, გაზომვა

  • ეფექტური ლიდერული კომუნიკაცია მუშაობის დროს

ემოციური ინტელექტი- რატომ ახდენს გავლენას

  • მომგებიანი გუნდის შექმნა ნდობით

ლიდერობა მაგალითების გამოყენებით

ტრანზაქციული ანალიზი ლიდერებისთვის

განსაზღვრული ტრანზაქცია

  • პირადი ლიდერული უნარების აღმოჩენა

ლიდერული უნარების სიღრმისეული გაცნობიერება

  • ადამიანების შინაგამი მოტივაცია

როგორ მოვახდინოთ ახალი თაობის მოტივირება?

  • ლიდერი, ადამიანები, დინამიკა

ეფექტური HR სისტემებისა და სტრატეგიების შექმნის დროს ოპტიმალური გამოცდილების გამოყენება

  • Fligby

9 საათიანი (დამატებითი დრო) ონლაინ პროგრამა (მენეჯერული სიმულაცია) განსხვავებული სასწავლო ტურებითა და საინტერესო სტატიებით, რისი დასრულების შემდეგაც მოთამაშე მიიღებს მისი ლიდერული ტიპოლოგიის სრულ აღწერას და რჩევებს განვითარებისთვის.

ტრენინგის მეთოდოლოგია:

ქეისების განხილვა, გუნდური მუშაობა, სავარჯიშოები, ბრეინსტორმინგი, დისკუსიები, როლური თამაშები, ვიდეომასალა, ონლაინ სასწავლო პროგრამა.

ზოლტან ბუზადი

  • კვლევითი დირექტორი „ლიდერობა და Flow”- ს მიმართულებით – ALEAS Simulations Inc (კალიფორნია)
  • Flow Leadership Coaching პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი
  • ასოცირებული პროფესორი „ მენეჯმენტი და ლიდერობის“ მიმართულებით, “Design Thinking”- ექსპერტი ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში
  • ონლაინ მენეჯერული პროგრამა Fligby- ის თანავტორი
  • რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი მენეჯმენტის, HR- ის და ლიდერობის მიმართულებით
  • სერტიფიცირებული ქოუჩი

16 თებერვალი/პარასკევი – ინტენსიური ტრენინგი/ Classroom based (სრული დღე)

17 თებერვალი/ შაბათი – ონლაინ ტრენინგი – (FLIGBY)

18 თებერვალი/ კვირა – ონლაინ ტრენინგი – (FLIGBY)

19 თებერვალი/ორშაბათი – ინტენსიური ტრენინგი/ Classroom based (სრული დღე)

ტრენინგი ჩატარდება Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში.

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგის ღირებულება: 2700 ლარი

(რეგისტრირებულად ჩაითვლება მონაწილე თანხის ნაწილის წინასწარ ჩარიცხვის შემთხვევაში)

კომენტარები

Close Menu