ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფმა ტემპმა საგრძნობლად შეცვალა სამყარო მოკლე დროში.

ისეთმა ინოვაციებმა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია, შეცვალა დამსაქმებელთა საჭიროებები და სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი მოთხოვნები გაჩნდა. კვლევების თანახმად 2027 წლისთვის 4,3 მილიონ მომუშავეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს.

რას ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი? ანუ რა უნარები უნდა განივითარონ ადამიანებმა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად? რა უნარები უნდა ქონდეს მომავალის ადამიანს საქმეში?

  1. კრეატიულობა – მომავლის ტექნოლოგიები ადამიანებისგან ითხოვს პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ და ახლებურ მეთოდებს, ძველი კონცეპტების განახლებულ ვერსიებს და აზროვნების ახალ მოდელებს.
  2. ემოციური ინტელექტი – ეს არის უნარი გააცნობიერო, აკონტროლო და გამოხატო საკუთარი ემოციები და ასევე შეძლო გაიგო სხვა ადამიანების ემოციები. 
  3. ანალიტიკური (კრიტიკული აზროვნება) – კრიტიკული აზროვების დახმარებით შესაძლებელია ინოვაციური გადაჭრის გზებისა და იდეების გენერირება კომპლექსური პრობლემების მოსაგვარებლად. უზარმაზარი ინფორმაციის ნაკადის დამუშავება მხოლოდ ანალიტიკური აზროვნების უნარით არის შესაძლებელი. ადამიანები მაღალი ანალიტიკური უნარებით განსაკუთრებით საჭიროები გახდებიან ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების განყოფილებისთვის.
  4. პიროვნული ზრდის და აქტიური დასწავლის უნარი – სწრაფად განვითარებად თანამედროვე სამყაროში საჭირო იქნება სწრაფად დასწავლის და პიროვნული ზრდის უნარები. ამ უნარის გარეშე რთული იქნება მომავლის სამუშაო ძალასთან სრულად ინტეგრირება და ადაპტაცია.
  5. განსჯა და გადაწყვეტილების მიღების უნარი – მომავალში გადაწყვეტილების მიღება უფრო რთული გახდება.  ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფართო სპექტრის პირობებებში ადამიანმა უნდა შეძლოს ამ საშუალებების სწორი მიზნებისკენ წარმართვა და უფრო მაღალი რანგის გადაწყვეტილებების მიღება.
  6. ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები – ინფორმაციისა და მნიშვნელობების გაცვლის უნარი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარი იქნება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დროს. ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანები უნდა გახდნენ ექსპერტები კომუნიკაციაში, უნდა შეძლონ არავერბალური სიგნალებისა და ქვეტექსტების წაკითხვა.
  7. ლიდერობის უნარი – მომავალი სამუშაო ძალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ის ადამიანი, რომელიც შეძლებს სხვა ადამიანების ინსპირირებას და დახმარებას განვითარებაში.
  8. კულტურული ინტელექტი – გამომდინარე იქიდან რომ მომავლის სამსახურები კიდევ უფრო ღია გახდება მულტიკულტურული სამუშაო ძალის მიმართ, ადამიანებს უფრო მეტად დაჭირდებათ კულტურული ინტელექტი, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი მარტივად შეძლებენ ადაპტირებას სხვადასხვა ეროვნების, კულტურის თუ რწმენის მქონე ადამიანებთან.
  9. ტექნოლოგიური უნარები – მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია სავსეა ტექნოლოგიური ინოვაციებით, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, მსხვილი მონაცემთა ბაზები, ვირტუალური რეალობა, ბლოკჩეინი და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დასაქმებულს დასჭირდება გარკვეული დონის ცოდნა და ტექნოლოგიური უნარი.
  10. ადაპტურობა –  ცვალებად სამყაროში ამ უნარის გარეშე რთულია არ ჩამორჩე მოვლენებს და შეინარჩუნო კონკურენტუნარიანობა შრომით ბაზარზე.

კომენტარები