სასტუმროს მომსახურების უნარ-ჩვევები - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

სასტუმროს მომსახურების უნარ-ჩვევები

ტრენინგზე რეგისტრაცია

ტრენინგი განკუთვნილია:

  • სასტუმროს, ჰოსტელის ან გესთ ჰაუსის მოქმედი მენეჯერებისთვის.
  • ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, რომ მიიღონ ან გაიღრმაონ ცოდნა და უნარ-ჩვევები სასტუმროს მომსახურების სფეროში.
  • მათთვის ვისაც საკუთრებაში აქვთ ან აპირებენ, რომ ჰქოდეთ სასტუმრო, ჰოსტელი ან გესთ ჰაუსი.

ტრენერი: ნატო მებურიშვილი – სსიპ “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” – ხარისხის განვითარების დეპარტამენტის უფროსი; “Horeca Georgia” – დამფუძნებელი

ტრენერის შესახებ:

ნატო მებურიშვილს გააჩნია საერთაშორისო გამოცდილება სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა ლონდონსა (ინგლისი) და გლაზგოში (შოტლანდია), სასტუმროთა ქსელ Novotel-ში, სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. ასევე, იგი იკავებდა რესტორნებისა და სასტუმროების მმართველი კომპანიის – Mgroup-ის ოპერაციათა მენეჯერის თანამდებობას. 2011 წელს მან დააფუძნა კომპანია Horeca Georgia, რომელიც ანხორციელებს არაერთი სასტუმროს კონსულტირებასა და მენეჯმენტს. 2014 წლიდან კი, მუშაობს სსიპ “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” ხარისხის განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 

ტრენინგის თემატიკა:

  • სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები;
  • კომუნიკაცია სასტუმროს დეპარტამენტებს შორის;
  • მომსახურების ხარისხი;
  • თანამშრომლების უფლება-მოვალეობები;
  • თანამშრომლების ქცევა, ჩაცმულობა და დისციპლინა.

ტრენინგის დღეები – 15, 16 მაისი

ტრენინგის დაწყების დრო – 19:00 საათი

სატრენინგო საათების რაოდენობა – 4 საათი

ღირებულება – 100 ლარი

 

ტრენინგზე რეგისტრაცია

Close Menu