Headvice • ჰედვაისი

ადამიანური კაპიტალის განვითარება

აღმოაჩინეთ პერსონალის პოტენციალი და გამოიყენეთ მათი რესურსების
მაქსიმუმი, გააუმჯობესეთ სამუშაო შესრულება, შექმენით მაღალეფექტური
გუნდი.

ადამიანური კაპიტალის განვითარება, მართვა და ოპტიმიზაცია

ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს უფრო პროდუქტიული და ეფექტური ვიდრე არის, თუ მოხდება მისი ძლიერი მხარეებისა და მამოძრავებელი უნარის იდენტიფიცირება. H”ეიჩარH პროფაილინგის” მეთოდით ვახდენთ პერსონალის პოტენციალის და არსებული უნარების ზუსტ შეფასებას, რის მიხედვითაც შესაძლებელია მოხდეს რესურსების სწორი გადანაწილება და ოპტიმიზაცია. შედეგად ვიღებთ გაუმჯობესებულ შესრულებას და მაღალეფექტურ სამუშაო შესრულებას.

პერსონალის შეფასება და პერფორმანს ქოუჩინგი

ვაფასებთ პერსონალის არსებულ უნარებს და ვანვითარებთ დეფიციტურ უნარებს, პიროვნულ მახასიათებლებზე მორგებული სასწავლო მეთოდებით (მენტორინგი, ქოუჩინგი, ტრენინგი).

ლიდერობის განვითარების პროგრამა გეიმიფიკაციით და ქოუჩინგით

ლიდერების აღმოჩენა ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი პროცესია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არამხოლოდ ის თუ ვინ არის ლიდერი, არამედ რა ტიპის ლიდერია, რა მართვისა და ქცევის სტილი აქვს, რომელი დასწავლის მექანიზმი მუშაობს მისთვის უფრო ეფექტურად. ჩვენი პროგრამის ფარგლებში ხდება არსებული ან პოტენციური მენეჯერის 29 ლიდერული უნარის შეფასება, შეფასების შემდეგ კი გასავითარებელ უნარებზე ქოუჩინგის, მენტორინგისა და ტრენინგების დახმარებით მუშაობა.

ჩვენ გეხმარებით შემდეგი საკითხების განსაზღვრაში:

  • ძლიერი და სუსტი მხარეები.
  • განვითარების უახლოესი ზონა – რა დროში, რა მასშტაბის კარიერული ზრდა არის შესაძლებელი.
  • მოსალოდნელი ქცევა.
  • მართვის ინსტრუმენტი – რა ახდენს მასზე გავლენას, რა ამოტივირებს, როგორ შეიძლება მისი პოტენციალის მაქსიმუმის გამოყენება.

მაღალეფექტური გუნდის მშენებლობა

ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი კარგი გუნდია. არ აქვს მნიშვნელობა გუნდი დიდია თუ პატარა, მნიშვნელოვანია მასში დაბალანსებული იყოს ქცევითი ტიპები, შექმნილი იყოს გუნდის დინამიკა, კომფორტული და პროაქტიული გარემო. გუნდის ანალიზის საფუძველზე ჩვენ ვქმნით გუნდის ფუნქციონალის მატრიცას და გეხმარებით გუნდის წევრებს შორის ჰარმონიული და თანამშრომლური კლიმატის ჩამოყალიბებაში.

ჩვენ გეხმარებით შემდეგი საკითხების აღმოჩენაში:

  • გუნდის ბალანსის წერტილი
  • გუნდის დინამიკა
  • გუნდის რესურსი და პოტენციალი
  • „გუნდის მშენებელი“  – „გუნდის დამანგრეველი“
  • გუნდის მოტივაციისა და დემოტივაციის ფაქტორები
  • როლების შეფასება
  • სოციომეტრია – გუნდის წევრებს შორის ემოციური დამოკიდებულებები
Close Menu