ჰიპნოტური ენა კომუნიკაციაში - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ჰიპნოტური ენა კომუნიკაციაში

16708241_639936406202202_2958825576887560640_n

რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის გავლის წინაპირობები და მოთხოვნა:
• აპლიკანტი მინიმუმ უნდა ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს
• კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი გასაუბრების საფუძველზე

ვისთვის არის ეს ტრენინგი?

  • ფსიქოლოგებისთვის /ფსიქოთერაპევტებისთვის/ ფსიქოკონსულტანტებისთვის/ ქოუჩებისთვის/ NLP პრაქტიკოსებისთვის
  • სპიკერებისთვის
  • ტრენერებისთვის
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის
  • გაყიდვების მენეჯერებისთვის
  • ბიზნესის მმართველებისთვის

ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის ვისი საქმიანობაც ორიენტირებულია მოახდინოს გარკვეული გავლენა სხვა ადამიანებზე, მიაღწიოს შეთანხმებას მარტივად, დაამყაროს გრძელვადიანი და ჰარმონიული ურთიერთობები პარტნიორებთან, მართოს ადამიანთა ჯგუფი.

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ გაგიმარტივდებათ საკუთარი ემოციების მართვა, უცხო ადამიანებთან მოკლე დროში ღრმა კონტაქტის დამყარება და კეთილგანწყობის მოპოვება.
თქვენ ასევე შეძლებთ სტრესულ სიტუაციაშიც კი შეინარჩუნოთ იმპროვიზაციის უნარი და მოერგოთ სპონტანურ გარემოებებს სწრაფად და ეფექტურად.

პროფესიული გამოყენება:
ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ქოუჩები, NLP პრაქტიკოსები მოცემულ პროგრამას იყენებენ სესიის სწორი სტრუქტურიზებისთვის. ამ მიმართულებით პროფესიონალებს საშუალება ეძლევათ გაზარდონ სესიის დროს სპონტანურობა და იმპროვიზაცია უფრო მარტივად შეძლონ დაუგეგმავ გარემოებაში, ასევე გამოიყენონ ტრენინგზე ნასწავლი ტექნიკები თერაპიულ ინსტრუმენტებად და მალე მიაღწიონ დასახულ შედეგს.
სპიკერებისთვის/ ტრენერებისთვის/საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის
მოცემული მიმართულებების წარმომადგენლები, ტრენინგზე მიღებულ ისეთ კომპეტენციებს გამოიყენებენ საქმიანობაში, როგორებიცაა თავდაჯერებულობა, თვით ფლობა, ეფექტური საუბრის ლინგვისტიკა, დამარწმუნებელი ლინგვისტიკა, ადამიანებთან კონტაქტში სწრაფი შესვლა და მათი ყურადღების მართვა.
გაყიდვების მენეჯერები და ბიზნესს მმართველები აღნიშნულ ტრენინგს განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებენ მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდის მართვის დროს. მათ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი კეთდება ჰიპნოტურ ენაზე, როგორც გავლენის კომუნიკაციაზე.

ტრენინგის ძირითადი საკითხები:

  • ჰიპნოტური კომუნიკაცია
  • კომუნიკაციის ფორმები და არხები
  • ანალოგია, მეტაფორა და ამბავი (story telling)
  • რეგრესიული თერაპია
  • თვითჰიპნოზი
  • ჰიპნოტური რიტმიკა
  • სტრესის მოხსნა და რელაქსაცია
  • ერიქსონის ჰიპნოტური ლინგვისტიკა
  • არადირექტიული ზეგავლების ფორმები
  • ცრუ ალტერნატივის ტექნიკა
  • ბარიერები, ხელის შემშლელი ფაქტორები როგორც მიზნის მიღწევის რესურსი

რატომ ეს ტრენინგი?
აღნიშნული ტრენინგის უპირატესობას წარმოადგენს 20 პრაქტიკული საათი, რომლის განმავლობაშიც მოხდება წყვილებში მუშაობა, პროცესის სიმულაციები და ტექნიკების ადგილზე შესწავლა. ტრენინგის კიდევ ერთ დიდ უპირატესობას წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგის მიერ გაწეული სუპერვიზია და ინდივიდუალური უკუკავშირი.

ტრენერი: ლევან შატბერაშვილი

ტრენერის შესახებ: 

ექსპერტი ფსიქოლოგიის საკითხებში. ლევანმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად. ლევანი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, უძღვებოდა სამეცნიერო კურსს – „ტრანსპერსონალური თერაპია“ დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში. გახლდათ აღდგენითი თერაპიის ეროვნული ცენტრის ფსიქო კორექციის განყოფილების უფროსი. დააფუძნა ჰუმანიტარული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი. ფსიქოლოგიის სფეროში ლევანი ცნობილია, როგორც ტრანსპერსონალური თერაპიის სკოლის წარმომადგენელი ფსიქოთერაპევტი.

საათების ჯამური რაოდენობა: 20 საათი

დაწყების თარიღი: 22 აპრილი

დასრულების თარიღი: 13 მაისი

სატრენინგო დღე: შაბათი

დაწყების დრო: 14:00

ღირებულება: 650 ლარი

რეგისტრაცია დასრულებულია

Close Menu