ჰიპნოტური ტექნიკები და ფსიქოთერაპია - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ჰიპნოტური ტექნიკები და ფსიქოთერაპია

untitled-1

რეგისტრაცია დასრულებულია

ტრენერი: ლევან შატბერაშვილი

ურსის გავლის წინაპირობები და მოთხოვნა:
• აპლიკანტი მინიმუმ უნდა ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს
• კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი გასაუბრების საფუძველზე

ვისთვის არის ეს ტრენინგი?
• ფსიქოლოგებისთვის
• ფსიქოთერაპევტებისთვის
• ფსიქოკონსულტანტებისთვის
• ქოუჩებისთვის
• NLP პრაქტიკოსებისთვის

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ საკუთარი რესურსების მართვას თვითჰიპნოზის საშუალებით, რომელიც დაგეხმარებათ თერაპიულ პროცესში ღრმა კონტაქტი დაამყაროთ პაციენტთან და სწრაფად მოძებნოთ კრეატიული ხერხები მისთვის ეფექტური სესიის დაგეგმვისთვის.
იმპროვიზაცია ზემოთხსენებული პროფესიული მიმართულებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, ამიტომ გარდა იმისა, რომ ტრენინგზე ჰიპნოტური სკრიპტების შედგენას, დაგეგმვას და წინასწარი გათვლების გაკეთებას ისწავლით, თქვენ ასევე გაავარჯიშებთ იმპროვიზაციის უნარს და სწრაფ რეაგირებას მოახდენთ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რაზეც შესაძლებელია წინასწარ გაწერილმა გეგმა ისე ეფექტურად ვერ იმუშაოს.
დამოუკიდებლად შეძლებთ როგორც ტექსტის დახმარებით ასევე ტექსტის დახმარების გარეშე პაციენტის ჰიპნოტურ ტრანსში შეყვანასა და შთაგონებას.
შეძლებთ პრაქტიკაში გამოიყენოთ ერიქსონის არადირექტიული ჰიპნოზის ლინგვისტური პატერნები და შექმნათ სეანსების სწორი სტრუქტურა.

ტრენინგის საკითხები:
• სესიის დაგეგმარება და პრობლემის იდენტიფიკაცია
• პრაქტიკული კონსულტირება
• ჰიპნო-ფსიქოთერაპიული ტექნიკები
• ჰიპნოტური ანალიზი
• რეგრესიული თერაპია
• დესენსიტიზაციის ტექნიკა
• ერიქსონის ჰიპნოტური ლინგვისტიკა
• თვითჰიპნოზი
• ჰიპნოტური რიტმიკა
• მეტაფორა თერაპიაში
• სეანსის სტრუქტურა და სკრიპტები

რატომ ეს ტრენინგი?
აღნიშნული ტრენინგის უპირატესობას წარმოადგენს 20 პრაქტიკული საათი, რომლის განმავლობაშიც მოხდება წყვილებში მუშაობა, თერაპიული პროცესის სიმულაციები და ტექნიკების ადგილზე დასწავლა.

ტრენერის შესახებ: ექსპერტი ფსიქოლოგიის საკითხებში. ლევანმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად. ლევანი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, უძღვებოდა სამეცნიერო კურსს – „ტრანსპერსონალური თერაპია“ დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში. გახლდათ აღდგენითი თერაპიის ეროვნული ცენტრის ფსიქო კორექციის განყოფილების უფროსი. დააფუძნა ჰუმანიტარული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი. ფსიქოლოგიის სფეროში ლევანი ცნობილია, როგორც ტრანსპერსონალური თერაპიის სკოლის წარმომადგენელი ფსიქოთერაპევტი.

ტრენინგის ხანგრძლიობა: 10 შეხვედრა
საათების ჯამური რაოდენობა: 20 საათი
დაწყების თარიღი: 23 იანვარი
დაწყების დრო: 19:00
ღირებულება: 390 ლარი

სატრენინგო დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი

რეგისტრაცია დასრულებულია

Close Menu