ღირებულება

₾850

დაწყების თარიღი

19 ნოემბერი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

ეს ტრენინგი თქვენთვისაა თუ:
ხართ გამოცდილი ან დამწყები პროფესიონალი, რომლის პასუხისმგებლობაში შედის ფინანსური ანგარიშგების მომზადება, წარდგენა ან ანალიზი. 

მოცემული ტრენინგი მოიცავს, იმ მნიშვნელოვან სტანდარტებსა და საკითხებს, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება წააწყდეთ. იმის, გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სავალდებულო გახდა „ფასს“ ანგარიშგების მომზადება, ეს კურსი დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის ეფექტურ წარმართვაში.

მსმენელი აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ დამოუკიდებლად შეძლებს “მსს სტანდარტების” მოთხოვნების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, სააღრიცხვო პოლიტიკის და ახსნა განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით.

ყოველ შეხვედრაზე განხილული იქნება, აღნიშნულ სატრენინგო დღეს სასაუბრო თემებთან დაკავშირებული პრაქტიკული ქეისი. ასევე, ყოველი ახალი საკითხის გავლისას მოხდება, სიტუაციის ანალიზი მონაწილეთა გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ტრენინგის ფორმატი ასევე ითვალისწინებს:
☑ კითხვა პასუხის რეჟიმს, ინდივიდუალურ ქეისებზე კონსულტირებას, პრაქტიკულ სამუშაოებს.
☑ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.

☑ ბუღალტრული აღრიცხვის საკანონმდებლო რეგულირება
☑ მცირე და საშუალო საწარმოები
☑ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების ელემენტები ;
☑ საქმიანობის შედეგების ანგარიშგების ელემენტები
☑ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
☑ სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები
☑ მარაგები
☑ აქტივების გაუფასურება
☑ ძირითადი საშუალებები
☑ საინვესტიციო ქონება
☑ აქტივების გაუფასურება
☑ არამატერიალური აქტივები, გუდვილის გარდა
☑ იჯარა
☑ მოთხოვნები
☑ ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
☑ მოგების გადასახადი
☑ სახელმწიფო გრანტები
☑ ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
☑ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი
☑ ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
☑ ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
☑ დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები
☑ სპეციალიზებული სამუშაო

მედეა ზურაბიშვილი

SARAS, USAID და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული
პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი; მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; შპს “დანიდე”, Bagatt Milano-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ფინანსური მენეჯერი.

გოჩა ჭოლოკავა

აუდიტორული კომპანია “არბიტრანს”-ის მმართველი პარტნიორი.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 19 ნოემბერი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 26 დეკემბერი

☑ტრენინგის დღეები: სამშაბათი / ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 36 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 22:00

☑ტრენინგის საფასური: 850 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

კომენტარები