პიროვნული განვითარების ტრენინგი - სახეთა თეატრი - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾650

დაწყების თარიღი

10 მაისი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

ბევრი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ახალი გამოწვევები ჩნდება, რაც შეიძლება სტრატეგიულად გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს მომავლისთვის, ეს ის დროა როდესაც გჭირდება ახალი მიმართულებით სიარული, ზოგიერთი მახასიათებლის გამყარება, ზოგიერთის კი სულაც სრულიად მოშორება. როგორიც არ უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია, გამოწვევებთან შესახვედრად ქმედებაა საჭირო.
შემეცნებითი სტრატეგიები და ტექნიკები, რომლის გამოყენებასაც შეძლებ საკუთარი პერსონის უკეთ გაცნობიერებასა და შესწავლაში მოგამზადებს ახალ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებისთვის.

📝ტრენინგი საშუალებას გაძლევთ:
• უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, გათავისუფლდეთ შეფასების შიშისგან, შფოთვისგან და არასასურველი ემოციებისგან.
• გახდეთ თავდაჯერებული და დარწმუნებული საკუთარ მიზნებში.
• მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები სწრაფად და ეფექტურად
• გაიუმჯობესოთ კონცენტრაციის უნარი
• გაზარდოთ ემოციური ექსპრესია
• ისწავლოთ ადამიანების ემოციების ამოცნობა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
• შეამციროთ სტრესი და კონფლიქტი
• გაყიდოთ საკუთარი თავი, იდეა, მომსახურება უფრო მეტი თავდაჯერებით და ენთუზიაზმით
• განავითაროთ წარმოსახვის უნარი და თქვენი მუშაობა გახადოთ უფრო პროდუქტიული

აუგუსტო ბოალის დრამა ქოუჩინგის მეთოდოლოგია გაძლევს საკუთარი თავის შესწავლისთვის აუცილებელ სხვადასხვა სტრატეგიებსა და ხელსაწყოებს, რაც გეხმარება აირჩიო საუკეთესო გზა მომგებიან როლთან ერთად და გამოცადო ის წინასწარ ქმედებაში.

ტრენინგის მეთოდოლოგიის მთავარი უპირატესობა და ტრენინგის ეფექტურობის საზომი : Experience Based Learning – შინაარსის 80%-ის დამახსოვრება და ქცევაში მყისიერი გადატანა

ტრენიგის შემდეგ შენ:
☑გექნება უფრო სრულფასოვანი წარმოდგენა საკუთარ თავზე
☑ნაკლებად შეგაწყუხებს შფოთვა და შეცდომების შიში
☑გათავისუფლდები არასასრუველი ემოციებისგან
☑გადალახავ შემაფერხებელ რწმენებს და შეხედულებებს
☑აიმაღლებ თვითრწმენას
☑შეძლებ პრობლემების არაშაბლონური და არაორდინალური მეთოდებით გადაჭრას

ალექსანდრ ჩერომუხინი

ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (რატგერსის უნივერსიტეტი – აშშ). იგი ამ მეთოდს დაეუფლა მეთოდის ავტორთან აუგუსტო ბოალთან. მას აქვს ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარების 10 წლიანი გამოცდილება ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

ჩატარების თარიღი:  10, 11, 12 მაისი
ტრენინგის დღეები: პარასკევი, შაბათი, კვირა

დაწყების დრო:
პარასკევი : 16:00 – 21:00
შაბათი: 11:00 – 17:00
კვირა: 11:00 – 17:00
საათების ჯამური რაოდენობა: 17 საათი
ტრენინგის ღირებულება:  650 ლარი

ტრენინგის საფასურში შედის ყავის შესვენება.
შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდა.
ტრენინგის სპეციფიკიდან გამომდინარე არ იქმნება ენის ბარიერი!

ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15 მონაწილე

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გთხოვთ გაეცნოთ წესებს და პირობებს

კომენტარები