ინტერნეტ ბრენდინგი - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ინტერნეტ ბრენდინგი

გსურს ისწავლო როგორ მოიზიდო მომხმარებლები შენი ბრენდის გარშემო, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო?
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სულ უფრო იზრდება ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვი შესაბამისად, ტრადიციული ბიზნეს მოდელი ცნობადობის გასაზრდელად აღარ კმარა. 
ჩვენ ვცხოვრობთ ბრენდის ცნობადობისა და ბრენდთან ჩართულობის ერაში, სადაც მომხმარებელი ჩართულია ბრენდის განვითარებაში. ბრენდი და მომხმარებელი წარმართავენ დიალოგს ერთმანეთთან და ანიჭებენ თავიანთ ურთიერთობას ინსპირაციას. 
ტრენინგზე თქვენ შეისწავლით, თუ როგორ უნდა მოახდინოთ ციფრული ტექნიკების გამოყენებით, ბრენდის სწორი კომუნიკაცია მის მიზნობრივ აუდიტორიასთან. თქვენ გაეცნობით იმ გამოწვევებს, რაც დღეს ციფრულ სამყაროში დაგხვდებათ. როგორ უნდა შექმნათ სწორი კონტენტი, როგორ უნდა მოახდინოთ სწორად ციფრული არხების გამოყენება და გამოიწვიოთ ბრენდის გარშემო ჩართულობა. 

ტრენინგის მიზნობრივი აუდიტორია:
• მარკეტინგის სპეციალისტები
• სოციალური მედია მენეჯერები
• სტარტაპის ხელმძღვანელები
• მათთვის ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა ციფრული ბრენდინგის მიმართულებით

ტრენინგი შექმნილია მარკეტინგის სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ ცოდნა გაიღრმავონ ციფრული ბრენდინგის მიმართულებით. 

თემატიკა:
• ბრენდის პოზიცირება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
• მიზნობრივი სეგმენტის იდენტიფიცირება ინტერნეტში
• ციფრული მედია არხები: მათი სწორი მართვა და შეფასება
• კონტენტ მენეჯმენტი
• ნეირომარკეტინგი განწყობისა და კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში
• არტ მასალის ძირითადი პრინციპები, განწყობის შექმნა
• ბრენდ კომუნიკაცია
• კრეატიული რეკლამა
• ტიპოგრაფიის საფუძვლები 
• ინფორმაციის ორგანიზება და აგებულების შექმნა.

  • ქეთევან მეფარიშვილი | მარკეტინგი
  • ეივიონ ქეინი | არტ დირექტორი

ქეთევან მეფარიშვილს გააჩნია 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის დარგში წამყვან პოზიციებზე სარეკლამო, მედია, ბიზნეს, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, საერთაშორისო პროექტების, სამშენებლო, ფინანსური და სწრაფი მომსახურების რესტორნების სფეროში. ქეთევანი არის მარკეტინგის დოქტორი (PhD) და კომპანია ნეთკრედიტის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი. აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. მან დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა და მოიპოვა გრენობლის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. (საფრანგეთი) ქეთევანს მიენიჭა დოქტორის წოდება ბიზნესის ადმინისტრირებაში მარკეტინგის მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტისა და უელსის უნივერსიტეტის მიერ (დიდი ბრიტანეთი).
მას გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სადიპლომო კურსი, სხვადასხვა ტრენინგები მარკეტინგის, ღინისძიებების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ფინანსური აღრიცხვის, ინტელექტუალური საკუთრების, ნეირომარკეტინგისა და ვებ-გვერდის კონტენტის მართვის კუთხით.
ქეთევანი დამოუკიდებელი ტრენერია და სხვადასხვა დისციპლინებში და თანამშრომლობს მსხვილ კომპანიებთან. გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო პუბლიკაციები ინტერნეტ-მარკეტინგის დარგში. 2011 წლიდან, ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მარკეტინგულ კვლევასა და მარკეტინგის მენეჯმენტში.

ეივიონ ქეინი პროფესიით გრაფიკული დიზაინერია დიდი ბრიტანეთიდან. მას გააჩნია ბრიტანეთის ბიზნეს და არაკომერციულ კომპანიებთან თანამშრომლობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. უმუშავია ტექნოლოგიური კომპანიების ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავებაში, განვითარებული აქვს კრეატიული საკომუნიკაციო პლატფორმა გართობასა და კვებით ინდუსტრიაში. შექმნილი აქვს გრაფიკული დიზაინი სხვადასხვა არაკომერციული კომპანიებისათვის დიდ ბრიტანეთში. აქტიურად იყო ჩართული უელსის წამყვანი კრეატიული სააგენტოების პლატფორმების ჩამოყალიბებაში.
დამთავრებული აქვს უელსის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი (დიდი ბრიტანეთი). გავლილი აქვს სადიპლომო კურსები არტ დირექტორის, ღონისძიების მენეჯმენტისა და ტიპოგრაფიის მიმართულებით. 
ამჟამად, მოღვაწეობს საქართველოში და მუშაობს კონსულტანტად არტ დაირექთინგის მიმართულებით სხვადასხვა ქართულ ბიზნეს კომპანიებში. 

საკონტაქტო საათი: 15 საათი
შეხვედრების რაოდენობა: 5
დაწყების თარიღი: 17 აპრილი
ტრენინგის დღეები: ორშაბათი/პარასკევი
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე

Close Menu