Headvice • ჰედვაისი

Lean Six Sigma Yellow Belt Training

axalirenooo

რეგისტრაცია დასრულებულია

რა არის 6 სიგმა (6σ)?
6 სიგმა არის ტექნიკებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც იყენებს სტატისტიკურ ანალიზს, ოპერაციათა შესრულების ხარისხის გასაზომად და გასაუმჯობესებლად.
6 სიგმა, დეფექტების აღმოჩენისა და მათი რაოდენობის შემცირების გამოყენებით, აუმჯობესებს პროცესის მსვლელობას. იგი იყენებს ხარისხის მართვის, ძირითადად ემპირიულ, სტატისტიკურ მეთოდებს და ქმნის სპეციალურ ინფრასტრუქტურას მათთვის ვინც მუშაობს ორგანიზაციაში.

ვინ ინტერესდება 6 სიგმას გამოყენებით?
6 სიგმა სარგებლის მომტანია თითქმის ყველა სახის, როგორც გამოცდილი, ისე ახლად შექმნილი იურიდიული პირისთვის.
მეთოდოლოგია გამოიყენება შემდეგ მიმართულებებში: წარმოება, საცალო გაყიდვები, ფინანსური სერვისები, ჯანდაცვა, პოლიტიკა და სხვა.
მსოფლიოს მასშტაბით 6 სიგმა დანერგილია შემდეგ კომპანიებში:Amazon.com, Motorola, General Electric, Toyota, Pfizer, Bank of America, Boeing, Dell, Caterpillar Inc, Ford Motor Company, ამერიკის შეერთებული შტატების არმია, BP, Starwood Hotels&Resorts და სხვა.

რა არის 6 სიგმას მიზანი?
ბიზნესის ოპერირება 6 სიგმას მეთოდზე გადასვლით, ზოგავს მისი შემოსავლის 25%-ს ისე, რომ არ ეხება მის რეპუტაციას, მომხმარებლებსა თუ გაყიდვებს.

რა არის ლინ მენეჯმენტი?
ლინი ორიენტირებულია პროცესებიდან ზედმეტი ხარჯის აღმოფხვრაზე, არა თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვების გზით, არამედ წარმოების მოცულობის გაზრდით და დროის ეკონომიით.
ლინი დაკავშირებულია იმის შეცნობასთან, თუ რა არის მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის. ლინ მეთოდი მოიცავს:
• მომხმარებლის პერსპექტივის ღირებულების განსაზღვრას;
• ზოგადი ღირებულებათა ნაკადების იდენტიფიცირება, ზედმეტი ხარჯების გამოსავლენად;
• მხოლოდ იმ პროდუქციის შექმნას, რაც მომხმარებელმა „დაუკვეთა“;
• სრულყოფილების ძიებას, ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და ზედმეტი ხარჯების აღმოფხვრის გზით.

ტრენინგის განრიგი:
დღე 1
მოდული 1
6 სიგმას შესავალი
• პროცესის ანალიზი / SIPOC
• მიმწოდებლები, საშუალებები, პროცესი, შედეგები, მომხმარებლები
• 6 სიგმას პროექტების მოთხოვნები
• 6 სიგმას როლები და მოვალეობები
• ჯგუფური სავარჯიშო: “Kaizen Event”
• 6 სიგმას მნიშვნელობა „ოპერაციული იდეალურობისთვის“
• ჯგუფური სავარჯიშო
• შეჯამება

მოდული 2
ინსტრუმენტები და პროცესები
• სტატისტიკური ინსტრუმენტების შესავალი
• ცენტრალური ტენდენცია და დისპერსიულობის საზომები
•პროცესის გაფართოებული ანალიზი: 6 სიგმას მონაცემებზე ორიენტირებულობა
• ჯგუფური სავარჯიშო: სტატისტიკური ანალიზი

დღე 2
მოდული 3
DMAIC მოდელი (Design, Measure, Analyze, Improve, Control)
• 6 სიგმას პროცესის და ხარისხის გაუმჯობესების ძირითადი მოდელი
• DMAIC ფაზები
• სავარჯიშო: 6 სიგმის წარმატების დაგეგმვა – ბიზნეს ქეისის შაბლონი – „მოქმედების გეგმა“
• Case Study – განვითარების ელემენტები
• ლინის პრინციპები:
•„ტოიოტას გზის“ 14 პრინციპი
• JIT (just- in- time)
• ლინ პრინციპების გამოყენება

ტრენერის შესახებ: რენო დომენიკო
კვალიფიკაცია:

  • Sterling Business School – პრეზიდენტი
  • American Democratic Party – Democrats Abroad Ukraine – თავჯდომარე
  • Lean Six Sigma- ს “Master Black Belt” – ის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი
  • Rutgers University – „ლიდერობა“, მაგისტრი
  • University of Miami – „განათლების მენეჯმენტი“, ბაკალავრი

ტრენინგის დღეები: 6-7 აპრილი
საათების ჯამური რაოდენობა: 16 საათი
დაწყების დრო: 10:00 – 18:00

ტრენინგის ენა: ინგლისური

ღირებულებაში შედის:
• “Rowan University”- ს, “Sterling Business School”-ის და” Headvice” – ის ერთობლივი საერთაშორისო სერტიფიკატი
• ტრენინგის მსვლელობის დროს ორი ყავის შესვენება და ლანჩი

ტრენინგის ღირებულება: 600$

რეგისტრაცია დასრულებულია

 

კომენტარები

Close Menu