იდეიდან ბიზნესამდე – Lean Startup Methodology

ტრენინგზე რეგისტრაცია

კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ცოდნა და პრაქტიკული უნარებ-ჩვევები საკუთარი სტარტაპ იდეის რეალიზებისთვის და ზოგადად თანამედროვე, კონკურენტულ, სტარტაპ გარემოში იოლად ადაპტირებისთვის.
კურსის მთავარი ფოკუსი არის „ვიწრო სტარტაპის მეთოდოლოგიაზე“ (Lean Startup Methodology), რომელიც არის ინოვაციებისა და სტარტაპების მენეჯმენტის სრულიად თანამედროვე ფილოსოფია. კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან ინოვაციებისადმი სრულიად ახალ მიდგომას, რაც გამოადგებათ თანამედროვე ბიზნესში წარმატების მიღწევაში, დაიწყებენ შედეგზე და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებას, ისწავლიან უმოკლეს
დროში ბაზარზე ორიენტირებული პროდუქტისა თუ ბიზნესის შექმნასა და სრულყოფას.
სალექციო კურსი არის მთლიანად ინტერაქტიული და დიდად არის დამოკიდებული
რამდენადაც კურსი დაფუძნებულია აკადემიური და
პრაქტიკული სწავლების ნაზავზე, მონაწილეები კურსის განმავლობაში დაიყოფიან და იმუშავებენ გუნდებში, თავიანთი სტარტაპ იდეის გარშემო, განავითარებენ მას და მიიყვანენ
„მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის“ (MVP – Minimum Viable Product) სტადიამდე.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
– მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის ან მასში დასაქმებული
პროფესიონალებისთვის.
– ანტრეპრენორებზე ვისაც აქვთ ან ოცნებობენ საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე.
– მსხვილ კომპანიებში დასაქმებული ადამიანებისთვის, ვისაც სურთ იყვნენ უფრო ინოვაციური და ეფექტური პროფესიონალები და მიაღწიონ წარმატებას თავიანთ კომპანიაში.

ტრენინგის განრიგი:

დღე 1:
• ვინ არიან ანტრეპრენორები
• რა არის სტარტაპი
• ვიწრო სტარტაპის მეთოდოლოგიის აღწერა და გაცნობა
დღე 2:
• ლურჯი ოკეანის სტრატეგია (Blue Ocean Strategy)
• Adoption Lifecycle
• შექმენი-გაზომე- ისწავლე უკუგების ციკლი (Build-Measure- Learn Feedback Loop)
• მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (Minimal Viable Product – MVP)
დღე 3:
• ქეისის განხილვა
• პრაქტიკული მუშაობა გუნდებად – ბიზნეს იდეის მინიმალურ სიცოცხლისუნარიან
პროდუქტამდე მიყვანა

ტრენერი: 
ნიკოლოზ არჩვაძე – საერთაშორისო მარკეტინგის მაგისტრი. კომპანია Philip Morris International-
ის მსხვილი სავაჭრო ქსელების სპეციალისტი. დაამთავრა Hult-ის საერთაშორისო ბიზნეს
სკოლა ბოსტონში, საერთაშორისო მარკეტინგის მიმართულებით, კავკასიის ბიზნეს სკოლა
მენეჯმენტის მიმართულებით. გაიარა სასერტიფიკატო კურსი Stanford-ის უნივერსიტეტში.

საათობრივი დატვირთვა: 10 საათი
ტრენინგის ჩატარების დრო: 

6 სექტემბერი – 19:00-21:00
7 სექტემბერი – 10:00-14:00
8 ოქტომბერი – 10:00-14:00

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

ტრენინგზე დასწრების აუცილებელი წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა
ტრენინგზე რეგისტრაცია