მონაცემთა ანალიზი მარკეტინგში - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾150

დაწყების თარიღი

1 ივნისი

ტრენინგი ჩატარდება “ზუმი”-ს აპლიკაციის საშუალებით

მიმოხილვა

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები მარკეტინგის დარგში, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მონაწილეები ისწავლიან,  თუ როგორ გაზარდონ კომპანიის მომგებიანობა მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერებების გამოყენებით. აგრეთვე, დანერგონ და მოიპოვონ ბიზნესის შესახებ სათანადო მონაცემები.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

  • მოქმედი მარკეტერებისთვის, ვინც ამჟამად დასაქმებულია ბიზნეს ან საჯარო სექტორში
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც სურთ თავიანთი პროდუქტი/სერვისი გარდაქმნან ონლაინ
  • ციფრული მარკეტინგით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც გააჩნია მარკეტინგის საბაზისო ცოდნა

მონაწილეები გაეცნობიან მონაცემთა მეცნიერების და მანქანური სწავლების პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც საშუალებას მისცემს, თავად მოარგონ ბიზნეს რეალობას და მოახდინონ ბიზნეს ცვლილებები ახალი ცოდნის საფუძველზე.

I მოდული – მონაცემთა მეცნიერების და მანქანური სწავლების როლი ბიზნესში.

II მოდული – მონაცემთა მეცნიერებისა და მარკეტინგის პრაქტიკული ტექნოლოგიები

III მოდული – მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების დანერგვა მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებში.

IV მოდული – მონაცემთა მეცნიერებისა და მარკეტინგის პრაქტიკული ტექნოლოგიების ათვისება.

ქეთევან მეფარიშვილი

PhD. მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი. 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში.
ქეთევანს აქვს პრაქტიკული, სამეცნიერო მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 1 ივნისი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 11 ივნისი

☑ტრენინგის დღეები: ორშაბათი / ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 8 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:00

☑ტრენინგის საფასური: 150 ლარი (400 ლარის ნაცვლად)

კურსი ჩატარდება ონლაინ, zoom.com-ის აპლიკაციის საშუალებით

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს