მართვის პრინციპები და მეთოდები

რეგისტრაცია დასრულებულია

პროგრამის მოკლე აღწერა:
ტრენინგ-პროგრამა გათვლილია ნებისმიერი პროფესიის და გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებზე, ვისაც სურს, განივითაროს ლიდერობის პოტენციალი, გაეცნოს მართვის პრინციპებს და გამოიმუშავოს მენეჯმენტის საკვანძო ფუქნციების განხორცეილებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, როგორიცაა საქმიანობის დაგეგმვა, სამუშაოს ორგანიზება, გუნდის მართვა და სამუშაოს შესრულების კონტროლი.

კურსის თემატიკა: ტრენინგ-კურსის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
• მენეჯერის როლი და მართვის ძირითადი ფუნქციები;
• ლიდერობა და მართვის სტილი;
• სრატეგია და სამოქმედო გეგმა;
• გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები;
• ცვლილებების მართვა;
• ამოცანების დასმა; სამუშაოს დაგეგმვა;
• დროის მართვა, თვითმენეჯმენტი;
• გუნდის მართვა და განვითარება;
• სამუშაოს განაწილება; დელეგირების პრინციპები;
• თანამშრომელთა მოტივირება; განვითარების მართვა;
• სამუშაოს კონტროლი და შესრულების მართვა; feedback – ის ტექნიკის გამოყენება მართვაში;

კურსის მეთოდოლოგია: ტრენინგ-კურსი აგებულია გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით. სასწავლო მეთოდებად გამოეყნებულია პრაქტიკული მაგალითების განხილვა, როლური თამაში, ინდივიდულური და ჯგუფური სავარჯიშოები, მინი-ლექცია, ვიდეო ჩვენება, დისკუსია.

ტრენერის შესახებ: ირინა ბრეგვაძე
GPIH – Vienna Insurance Group
თანამშრომელთა სწავლის და განვითარების მენეჯერი
HR დეპარტამენტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, GIPA საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) – მოწვეული ლექტორი.
VTB ბანკის HR დეპარტამენტი – ტრენერი, პროექტის კოორდინატორი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა

შეხვედრის ხანგრძლივობა: 3სთ.

საათების ჯამური რაოდენობა: 24 საათი

ტრენინგის დაწყების თარიღი: 9 მაისი

ტრენინგის დღეები: სამშაბათი/ხუთშაბათი

ტრენინგის საფასური: 380 ლარი

 

რეგისტრაცია დასრულებულია