მართვა და პროფაილინგი - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾950

დაწყების თარიღი

3 მარტი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

ყველა ბიზნესის საბოლოო მიზანი სასურველი შედეგის მიღწევაა, შედეგების მართვისთვის კი ადამიანების კარგი ცოდნა დაგჭირდება.
ადამიანების ცოდნის თანამედროვე ინსტრუმენტი ფსიქოლოგიური პროფაილინგია;
ქცევაზე დაკვირვების ანალიტიკური მეთოდი გეხმარება:
🖇ადამიანების ტიპოლოგიის დიფერენცირებაში
🖇სამუშაო როლების სწორად გადანაწილებაში
🖇პიროვნების პოტენციალის განსაზღვრასა და სტრატეგიულ დელეგირებაში
🖇პერსონალური მოტივატორების შექმნაში
🖇კრიზისისა და კონფლიქტის პრევენციაში
🖇ეფექტურად მომუშავე გუნდის ფორმირებაში
🖇გრძელვადიანი და მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში
ანუ უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ მენეჯერის ყოველდღიური ტკივილების მოხსნაში გეხმარება ცოდნა, რომელიც ადამიანების ექსპერტად გაქცევს.
იყო ადამიანების ექსპერტი ნიშნავს შეგეძლოს:
🖇მაღალფუნქციური გუნდის ფორმირება
🖇გქონდეს ჯანსაღი და ჰარმონიული სამუშაო კლიმატის ჩამოყალიბება
🖇გადინების შემცირება
🖇კმაყოფილების გაზრდა
🖇ცვლილებების დანერგვის შედარებით უმტკივნეულო გზის პოვნა
🖇თანამშრომლის ქცევის ტრანსფორმაცია
🖇კონფლიქტების მოგვარება

პროგრამა შექმნილია თანამედროვე მენეჯერისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ხშირად უწევს აქტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება, ადამიანების და შედეგების მართვა, მათთვის ვინც ფიქრობს რომ ინდივიდუალური მიდგომების დროა და ამ მიდგომებს ადამიანების კარგი ცოდნის გარეშე ვერ შეიმუშავებს. ეს ცოდნა ჩვენს დროში აუცილებელი უპირატესობა და პირობაა ნებისმიერი ცვლილების გამოსაწვევად.

ტრენინგის კითხვები

❓რატომ აკეთებენ ადამიანები იმას რასაც აკეთებენ? – ანუ რა ამოძრავებთ მათ და როგორ შევიმუშავოთ უნიკალური მოტივატორი?
❓როგორია გუნდი რომელიც იგებს? – ანუ როგორ შევქმნათ მაღალეფექტური გუნდი შემავსებელი უნარების კომბინირებით
❓რას ნიშნავს მომგებიანი ურთიერთობა? – ანუ როგორ მივიღოთ სასურველი შედეგები ურთიერთობებში
❓როგორ შევცვალო ადამიანების ქცევა? – ანუ როგორ ვასწავლოთ ადამიანებს ახალი როლი და დავეხმაროთ მასთან იდენტიფიცირებაში
❓როგორ მოვიპოვოთ ადამიანების თანხმობა? – ანუ როგორ შევძლოთ ადამიანის გადაწყვეტილების სისტემაზე ზემოქმედება
❓როგორ ვმართო საკომუნიკაციო სცენარის განვითარება სასურველ შედეგამდე? – ანუ როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს სხვადასხვა სიტუაციაში

ტრენინგზე გამოყენებული იქნება სიმულაციური თამაშები სადაც მენეჯმენტში არსებული გამოწვევების და ე.წ პრობლემების პროვოცირება მოხდება, მონაწილეებს გადაეცემათ სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები/ტექნიკები პრობლემური შემთხვევების ეფექტურად გადასაჭრელად.

მოდული 1. მართვა
ტრენერი: ზურა მხეიძე
1. მართვა როგორც პრაქტიკული კონცეპტი
2. ემოციების მართვა
3. კომუნიკაციის სტრატეგიის მართვა
4. უკუკავშირით მართვა
5. უკუკავშირის გაცემა და სტრატეგიული დელეგირება
6. პოტენციური ქცევის მოდელირება
7. დარწმუნების ტექნიკები
8. მიკრო გუნდების მართვა
9. ინდივიდუალური სამოტივაციო სისტემის შემუშავება
10. ეფექტური კომუნიკაციის ხელსაწყოები და ტექნიკები მართვაში
11. გუნდში ქცევის წახალისება და ეფექტური შესრულების მართვა

მოდული 2. პროფაილინგი
ტრენერი: მარიამ კვარაცხელია
1. ემოციების ამოცნობა
2. საკომუნიკაციო სტრატეგიის იდენტიფიცირება
3. ქცევაზე დაკვირვება და პოტენციური ქცევის ამოცნობა
4. აზროვნების მოდელის ამოცნობა
5. გუნდის შეფასება და შემავსებელი უნარების გამოვლენა
6. უკუკავშირის წაკითხვის სამგანზომილებიანი მოდელი
📎სხეული (ჟესტები, პოზა, მიკროექსპრესიები)
📎ენა (ასოციაციური ლინგვისტიკა)
📎ქცევა
7. შესასრულებელი ამოცანის სპეციფიკაზე მორგებული „ტიპოლოგიური გუნდის“ ფორმირება

ზურა მხეიძე

საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z.
ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკითა და 25 წლიანი ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილებით.
მუშაობდა სხვადასხვა კერძო ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში.

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი 

კომპანია ჰედვაისის დამფუძნებელი და დირექტორი; ფსიქოლოგი ; NLP ქოუჩი და სერტიფიცირებული პროფაილერი.
საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z.
6 + წელია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო / სატრენინგო პროგრამებზე. ამჟამად იგი კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო კონსულტანტია ადამიანური კაპიტალის სფეროში.
HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ – კონსულტანტს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა გერმანული ეკონუმიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და სხვა.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 3 მარტი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 21 აპრილი

☑ტრენინგის დღეები: სამშაბათი/ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 30 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:00

☑ტრენინგის საფასური: 950 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

კომენტარები