მართვის ფსიქოლოგია - მენეჯერული თამაშები - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾1000

დაწყების თარიღი

26 მარტი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

პროგრამის მიზანია სხვადასხვა მენეჯერული თამაშის და ინსტრუმენტების საშუალებით მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა მართვის ფსიქოლოგიურ ასპექტებში და გაზარდოს მენეჯერული კომპეტენცია.
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
⚫გაზარდონ პერსონალის ეფექტურობა
⚫შექმნან ინდივიდუალური მიდგომები და სამოტივაციო მექანიზმები
⚫განავითარონ მომგებიანი გუნდი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკისა და მიდგომის გამოყენებით

კურსი განკუთვნილია:
☑ მენეჯერების და სხვადასხვა რგოლის მმართველი პირებისთვის
☑ გუნდის ლიდერებისთვის
☑ბიზნეს კონსულტანტებისთვის

მენეჯერული თამაშები – სიმულაციური თამაშები სადაც მოხდება მენეჯმენტში არსებული გამოწვევების პროვოცირება, მონაწილეებს მიეცემათ სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები და ინსტრუქციები პრობლემის ეფექტურად გადასაჭრელად და მენეჯერული გადაწყვეტილების მისაღებად.

ძირითადი საკითხები:

☑კომუნიკაცია მართვაში
☑ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი როლი ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში
☑მანიპულაცია და მანიპულაციისგან თავდაცვა
☑უკუკავშირის გაცემა და სტრატეგიული დელეგირება 
☑დარწმუნება და გავლენის ფსიქოლოგია
☑ თანამშრომელთა ტრენინგი და უკუკავშირი
☑ თანამშრომლების მოტივირება ტიპოლოგიის მიხედვით
☑კონფლიქტის ნეიტრალიზაცია და მართვა
☑კომუნიკაციის სტრატეგია
☑კრიზისის მართვა

ზურა მხეიძე

ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკითა და 25 წლიანი ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილებით.
მუშაობდა სხვადასხვა კერძო ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში.

დაწყების თარიღი: 26 მარტი
დასრულების თარიღი: 25 აპრილი
საათების ჯამური რაოდენობა: 20 საათი
სატრენინგო დღეები: სამშაბათი / ხუთშაბათი
დაწყების დრო: 19:00
დასრულების დრო: 21:00
კურსის ღირებულება: 1000 ლარი

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა – 15 ადამიანი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებ

კომენტარები