მარკეტინგი და კრეატიული გრაფიკა (Art Direction) - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

მარკეტინგი და კრეატიული გრაფიკა (Art Direction)

 

boloaa

რეგისტრაცია დასრულებულია

ტრენინგის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ბრიტანული მარკეტინგის უახლეს ტენდენციებს, რომელიც მორგებული იქნება ქართულ საბაზრო მოთხოვნებზე.  აგრეთვე – არტ დირექტორისათვის საჭირო თეორიულ ბაზას, რომელიც დაეხმარებათ მარკეტერებს სწორი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

ტრენინგის თემატიკა:

  • მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა.
  • საბაზრო გარემო, კონკურენცია და პოზიციონირება.
  • მარკეტინგული მიქსი, საფასო პოლიტიკა, პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, მერჩენდაიზინგი.
  • ეფექტური მარკეტინგული კამპანიები, საკომუნიკაციო არხების იდენტიფიცირება.
  • მარკეტინგული კვლევა და მისი გამოყენება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.
  • ციფრული მარკეტინგის დაგეგმვის სტრატეგიები, სოციალური მედია, ძიების ოპტიმიზაცია, ვებ-გვერდის განვითარების სტრატეგია და დიზაინი.
  • არტ მასალის ძირითადი პრინციპები, განწყობის შექმნა, ბრენდ კომუნიკაცია.
  • კრეატიული რეკლამა, ტიპოგრაფიის საფუძვლები, ინფორმაციის ორგანიზება და აგებულების შექმნა.
  • გრაფიკული დიზაინის საფუძვლები.

 

ტრენერები:

ეივიონ ქეინი | გრაფიკული დიზაინი

ეივიონ ქეინი პროფესიით გრაფიკული დიზაინერია დიდი ბრიტანეთიდან. მას გააჩნია უელსის ბიზნეს და არაკომერციულ კომპანიებთან თანამშრომლობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. უმუშავია ტექნოლოგიური კომპანიების ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავებაში, განვითარებული აქვს კრეატიული საკომუნიკაციო პლატფორმა გართობასა და კვებით ინდუსტრიაში. შეუქმნია გრაფიკული დიზაინი სხვადასხვა არაკომერციული კომპანიებისათვის დიდ ბრიტანეთში. აქტიურად იყო ჩართული უელსის წამყვანი კრეატიული სააგენტოების კრეატიული პლატფორმების ჩამოყალიბებაში

დამთავრებული აქვს უელსის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი (დიდი ბრიტანეთი). გავლილი აქვს სადიპლომო კურსები არტ დირექტორის, ღონისძიების მენეჯმენტისა და ტიპოგრაფიის მიმართულებით.

 

ქეთევან მეფარიშვილი | მარკეტინგი

ქეთევან მეფარიშვილს გააჩნია 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში, წამყვან პოზიციებზე სარეკლამო, მედია, ბიზნეს, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, საერთაშორისო პროექტების, სამშენებლო და სწრაფი მომსახურების რესტორნების სფეროში. ამჟამად, იგი გლობალური ბრენდ – Subway საქართველოს მარკეტინგის დირექტორია. მან დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა და მოიპოვა გრენობლის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. (საფრანგეთი) 2016 წელს ქეთევანს მიენიჭება დოქტორის წოდება ბიზნესის ადმინისტრირებაში მარკეტინგის მიმართულებით უელსის უნივერსიტეტის მიერ (დიდი ბრიტანეთი).

მას გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სადიპლომო კურსი, სხვადასხვა ტრენინგები ფინანსური აღრიცხვის, მარკეტინგის, ღინისძიებების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტელექტუალური საკუთრების, ნეირომარკეტინგისა და ვებ-გვერდის კონტენტის მართვის კუთხით.

ქეთევანი დამოუკიდებელი ტრენერია და სხვადასხვა დისციპლინებში თანამშრომლობს მსხვილ კომპანიებთან. აგრეთვე, 2011 წლიდან,  იგი ლექციებს კითხულობს კავკასიის ბიზნეს სკოლასა და საქართველოს უნივერსიტეტში მარკეტინგულ კვლევასა და მარკეტინგის მენეჯმენტში.

 

 

კურსის დაწტყების თარიღი: 24 ოქტომბერი

კურსის დასრულების თარიღი: 9 ნოემბერი

ტრენინგის დაწყების დრო: 19:00 საათი

კურსის ხანგძლივობა: 8 შეხვედრა.

სატრენინგო საათები: 16 საათი.

სატრენინგო დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი

კურსის ღირებულება: 300 ლარი

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი სერტიფიკატი.

 

რეგისტრაცია დასრულებულია

 

 

Close Menu