Men's Brain, Women's Brain - Negotiating The Difference - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

Men’s Brain, Women’s Brain – Negotiating The Difference

ტრენინგზე რეგისტრაცია

მამაკაცის და ქალის გონება – არის თუ არა მათ შორის განსხვავება? ახდენს თუ არა ეს გავლენას ბიზნესში? მოლაპარაკების წარმოება ეს არის განსხვავებებზე მორგება. ჩვენ ჩავუღრმავდებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის კროს-გენდერული კომუნიკაციები, პიროვნული ურთიერთობები და საკუთარი თავის შეცნობა ისეთ სიღრმეზე, სადაც შესაძლოა ბევრი სიახლე აღმოვაჩინოთ, რაც აქამდე არ ვიცოდით.

ეს ვორქშოპი არის უფრო მეტი ვიდრე ლექცია, ეს არის იუმორისტული ხედვა, რომელიც გვიჩვენებს და გვაცნობს შემდეგ მიმართულებებს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ დონეზე:
• მოლაპარაკება და ემოციების ამოცნობა
• ემოციური ინტელექტი და თვით-აღქმა
• რა ცვლილების მოტანა შეუძლიათ სიტყვებს რომლებსაც ვიყენებთ
• არაცნობიერი პროცესების გენდერული თავისებურებები და განსხვავებები

აღნიშნული ვორქშოპის ფორმატი მოიცავს შოუს ელემენტებს, ინტერაქტივსა და სხვადასხვა სიმულაციურ თამაშებს, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკული ინსტრუმენტების დასწავლა მარტივი და სახალისო ხდება.
4 საათიანი ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან როგორც პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ასევე თეორიულ კონცეპტებს ტვინის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

ტრენინგი განკუთვნილია:
• გაყიდვების მენეჯერებისთვის
• მოლაპარაკების მწარმოებლებისთვის
• ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, ტრენერებისთვის
• მათთვის ვისაც უბრალოდ აინტერესებს დარწმუნების ტექნოლოგიები და ადამიანის ფსიქოლოგია

ტრენერის შესახებ:
ამერიკული არმია, სპეცნაზი – the “Green Berets” – ლიდერი
ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალები – ტრენერი, კონსულტანტი
8 წლის განმავლობაში მან წარმატებით დაატრენინგა 25 ბატალიონზე მეტი და გამოცხადებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი ტრენერი.
დღემდე ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მოლაპარაკებების, ლიდერობისა და ლოჯისტიკის მიმართულებით. აგრეთვე პერიოდულად მუშაობს როგორც მიწვეული სპიკერი სხვადასხვა ღონისძიებებზე.

ვორქშოპის თარიღი: 24 ივნისი
ხანგრძლიობა: 14:00 -18:00
ფასი: 120 ლარი

ტრენინგზე რეგისტრაცია

Close Menu