მოლაპარაკების ტექნიკები და კონფლიქტის მართვა

16195242_624003561128820_1865914304242693913_n

რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის მიზანია იმ ცოდნასა და მეთოდოლოგიაზე აქცენტის გაკეთება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისათვის (კარიერაში, აკადემიურ წრეში, საჯარო გამოსვლებისას და ა.შ.), რადგან ხშირ შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა, არა ცოდნის ნაკლებობა, არამედ არაეფექტური კომუნიკაციაა.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ერთი მხრივ, თეორიული ნაწილი, ხოლო მეორე მხრივ, პრაქტიკული მეთოდები.
გარდა თეორიული ასპექტებისა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მოდელირებასა და სიმულაციურ თამაშებში.

ტრენინგის საკითხები:
• პიროვნებათშორისი, ჯგუფური და ორგანიზაციული კონფლიქტების ანალიზი;
• კონფლიქტის პრევენცია-მართვა;
• კონფლიქტოლოგიის პრობლემატიკის სისტემატიზირებული და ყოველმხრივი განხილვა;
• „აკრძალული“ და „ნებადართული“ ფრაზები საჯარო კომუნიკაციისაას;
• მულტიკულტურული გარემოს დისკურსი;
• მზადება მოლაპარაკებისათვის (ობიექტური, სუბიექტური და გარეშე ფაქტორების ანალიზი);
• მოლაპარაკებათა პროცესის უმთავრესი დეტალები;
• რელიგიური, კულტურული და პროფესიული

დარგობრივი/პროფესიული კომპეტენციები:

ცოდნა და გაცნობირება:
• კომუნიკაციის ძირითადი ცნებები და თეორიები;
• სწორი წარმოდგენა კომუნიკაციის შესახებ

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
• სწორი მიდგომის არჩევა კომუნიკაციისას;
• ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი
• კონფლიქტის ტიპის განსაზღვრა

ტრენერის შესახებ:
გრიგოლ ჯულუხიძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკური მეცნიერებებისა და უცხო ენების სპეციალობით. სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფილით სწავლობდა რომისა (რომი, იტალია) და პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტებში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). გაიარა პოლონური ენისა და სოციალური მეცნიერებების კურსი იაგიელონსკის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი). ფლობს კალიფორნიის ირვაინის უნივერსიტეტის (კალიფორნია, აშშ) სერთიფიკატს კონფლიქტლოგიაში. 2014 წელს მიენიჭა სილეზიის უნივერსიტეტის (კატოვიცე, პოლონეთი) მაგისტრის ხარისხი. მუშაობდა პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ამჟამად ეწევა აკადემიური და კვლევით საქმიანობას ქართულ და ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში. არის კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ტრენინგის ხანგრძლიობა: 3 შეხვედრა
ტრენინგის დღეები: 21, 23, 24 თებერვალი
საათების რაოდენობა: 6 საათი
ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი

რეგისტრაცია დასრულებულია