ნეირომარკეტინგი - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ნეირომარკეტინგი

fffff-1

რეგისტრაცია დასრულებულია

საერთაშორისო სარეკლამო სივრცეში უკვე დიდი ადგილი უჭირავს ნეირომარკეტინგულ კვლევებს.
უფრო მეტიც ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: Google, Microsoft, CoCa-Cola, Pepsi, Mcdonald’s, Facebook და სხვა სარეკლამო კამპანიებს უკვე ნეირომარკეტინგული ანალიზის გარეშე აღარც გეგმავენ.
თუ როგორი უნდა იყოს განათება, ფერი, განლაგება და სხვა მრავალი ვიზუალური თუ აუდიალური დეტალი, ამ ყველაფერს სწავლობს ნეირომეცნიერება, კერძოდ ნეირომარკეტინგი.
ზემოთხსენებული კომპანიები კვლევით მასალას იყენებენ
რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად.

ჰედვაისის კვლევითი ცენტრიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და აქტიურად ატარებს კვლევას სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებსა და სარეკლამო რგოლებზე.
თუ გაინტერესებთ რა ახდენს გავლენას მომხმარებლის ცნობიერებაზე, რატომ და როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ყიდვის დროს და როგორ შეიძლება მოვახდინოთ სარეკლამო ტექსტითა და ვიზუალით გავლენა, მაშინ ჰედვაისი გთავაზობთ ტრენინგს ნეირომარკეტინგში.
ტრენინგზე განხილული იქნება თანამედროვე მარკეტინგის განსხვავებული მიმართულებები, ნეირომარკეტინგული კვლევის ანალიზი/შედეგები და სხვა ეფექტური სარეკლამო ისტრუმენტები.

კურსის საკითხები:

• 21-ე საუკუნის მომხმარებელი, როგორია მათი ფსიქოლოგიური და ქცევითი მოთხოვნები.
• მარკეტინგული გამოწვევები, მომხმარებლის ყურადღების მიქცევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
• კომუნიკაციის ხელოვნება და მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა
• ინფორმაციის დამახსოვრება
• ინფორმაციის დამახსოვრების თავისებურებების დემონსტრაცია
• მეხსიერების სახეები (მოკლევადიანი, გრძელვადიანი, Flesh-Bulb მეხსიერება)
• მეხსიერების მნიშვნელობა მარკეტინგში

• მხედველობითი ინფორმაციის ესთეთიკური შეფასება – ქეისის დემონსტრაცია მსმენელების მონაწილეობით
• ფენომენის ფიზიოლოგიური საფუძვლების გაცნობა
• ფენომენის მნიშვნელობა მარკეტინგში
• ბანერების შეფასება მიღებული ცოდნის თვალსაზრისით

• სახის ემოციური ექსპრესიის შეფასება
• ფენომენის დემონსტრაცია მსმენელების მონაწილეობით
• სახის ემოციური ექსპრესიის ფიზიოლოგიური საფუძვლების გაცნობა
• ფენომენის მნიშვნელობა მარკეტინგში

• პრაიმინგი
• პრაიმინგის ფიზიოლოგიური საფუძვლის აღწერა
• პრაიმინგის დემონსტრაცია მსმენელების მონაწილეობით
• პრაიმინგის მნიშვნელობა მარკეტინგში

• ყურადღება
• ყურადღების ფიზიოლოგიური საფუძვლის აღწერა
• ყურადღების მნიშვნელობა მარკეტინგში

. მთავარი და მეორეხარისხოვანი რეკლამაში
• ფენომენის დემონსტრაცია მსმენელების მონაწილეობით
• ფენომენის ფიზიოლოგიური საფუძვლების გაცნობა
• ფენომენის მნიშვნელობა მარკეტინგში

• მარკეტინგში ნეიროფიზიოლოგიური ტექნიკის გამოყენება
• ელექტროენცეფალოგრაფია
• ნეირო-ვიზუალიზაციის მეთოდები
• Eye Tracking
• დადებითი და უარყოფითი მხარეები

• რა უნდა გავითვალისწინოთ ონალინ რეკლამირების დროს –
ტექსტის განთავსების თავისებურებები და წესები

რა სერვისებს გვთავაზობენ ნეირომარკეტინგული სააგენტოები მსოფლიოში
• ნეირომარკეტინგული კვლევების ცნობილი ქეისები
• ნეირომარკეტინგის და სტანდარტული კვლევების მეთოდების შეთავსება
• რეკლამის შექმნის კლასიკური მიდგომები და თანამედროვე ტენდენციები

განხილული იქნება ქართული და უცხოური რეკლამების ნეირომარკეტინგული ანალიზი. (ვიდეოჩვენება)

ტრენერების შესახებ:

ქეთი მეფარიშვილი:

ქეთი მეფარიშვილს გააჩნია 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში, წამყვან პოზიციებზე სარეკლამო, მედია, ბიზნეს, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, საერთაშორისო პროექტების, სამშენებლო და სწრაფი მომსახურების რესტორნების სფეროში. ამჟამად, იგი გლობალური ბრენდ – Subway საქართველოს მარკეტინგის დირექტორია. მან დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა და მოიპოვა გრენობლის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. (საფრანგეთი) 2016 წელს ქეთევანს მიენიჭება დოქტორის წოდება ბიზნესის ადმინისტრირებაში მარკეტინგის მიმართულებით უელსის უნივერსიტეტის მიერ (დიდი ბრიტანეთი). მას გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სადიპლომო კურსი, სხვადასხვა ტრენინგები ფინანსური აღრიცხვის, მარკეტინგის, ღინისძიებების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტელექტუალური საკუთრების, ნეირომარკეტინგისა და ვებ-გვერდის კონტენტის მართვის კუთხით. ქეთევანი დამოუკიდებელი ტრენერია და სხვადასხვა დისციპლინებში თანამშრომლობს მსხვილ კომპანიებთან. აგრეთვე, 2011 წლიდან, იგი ლექციებს კითხულობს კავკასიის ბიზნეს სკოლასა და საქართველოს უნივერსიტეტში მარკეტინგულ კვლევასა და მარკეტინგის მენეჯმენტში.

მალხაზ მაყაშვილი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი/ფსიქოფიზიოლოგიის, საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. საქართველოს უნივერსიტეტი – ლექტორი; TEMPUS- პროგრამის კოორდინაციისა და ტრეინინგის ჯგუფის წევრი
მრავალი საერთაშორის კვლევის ავტორი ნეიროფიზოლოგიაში.
ჰევაისის ნეირომარკეტინგული კვლევითი ცენტრის მკვლევარი.

ტრენინგის ხანგრძლიობა: 2 დღე
დაწყების დრო: 19:00 – 21:00
ტრენინგის თარიღები: 21, 22 დეკემბერი

ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

რეგისტრაცია დასრულებულია

 

Close Menu