ნეირომარკეტინგული კონსულტაცია - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ნეირომარკეტინგი

ბიზნესის წარმატებული და მაღალეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ქცევის ცოდნა. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ამ ცოდნის მოპოვებაში თანამედროვე ნეირომარკეტინგული აპარატურით (კომბინირებული ბიომეტრული ანალიზი), რომელიც ტრადიციული მარკეტინგული კვლევებისგან განსხვავებით ობიექტურ მასალას ეყრდნობა და თავის ტვინის აქტივობას ზომავს სხვადასხვა სტიმულებთან მიმართებაში. ეს სტიმულები შეიძლება იყოს: სარეკლამო ბანერები, ვიდეორგოლები, საკვები პროდუქტის სურნელი ან გემო და სხვა. ამ ტიპის ცოდნა კოპანიას ეხმარება მარკეტინგული კამპანიების სწორად დაგეგმვაში. ჩვენი ნეირომარკეტინგული ლაბორატორია ფლობს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის “ტობი პრო”-ს საერთაშორისო ლიცენზიასა და აპარატურას.

ჩვენი კვლევების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ:

  • რა იქცევს თქვენი მომხმარებლის ყურადღებას?
  • რა იწვევს მის ძლიერ ემოციურ ჩართულობას?
  • რა განწყობას იწვევს მასში თქვენი პროდუქტი?
  • რა ხარვეზები აქვს სარეკლამო კონტენტს?
  • „გადაყრილი თანხის კოეფიციენტი“ – მომხმარებლის ყურადღების და რეაგირების ამპლიტუდა, რეკლამის ყურებისას.
Close Menu