Headvice • ჰედვაისი

ღია ტრენინგები

ქოფირაითინგი

                                                 თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ხმის გავრცელება პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა სულ უფრო რთული ხდება ისეთი კომუნიკაციის ფორმის შექმნა, რომელიც გამორჩეული იქნება და ყურადღების მიპყრობას უმცირეს დროში მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლებს.                                 

სოციალური მედიის მართვა                                

ცოტა ხნის წინ ბიზნესის მთავარი ამოცანა პროდუქტის სწორად შეფუთვა იყო, დღეს კი სწორად შეფუთულ პროდუქტზე ხანგრძლივი ყურადღების მოპოვება გახდა გამოწვევა.
სოციალური მედიის მართვის ტრენინგი აგებულია ყურადღების მოპოვების ციფრულ სტრატეგიებზე და ხერხებზე.

ტრენინგის შექმნის და ჩატარების ტექნიკები

                                                   დარგობრივი ცოდნა არ არის საკმარისი ტრენინგის ჩატარებისთვის. ტრენინგის ჩატარება მოითხოვს ბევრ სხვა კომპეტენციასა თუ პიროვნულ უნარს. სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის კომბინაცია იძლევა ტრენინგის მაღალ ეფექტურობას.                       

მართვის ფსიქოლოგია                                     

პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა მართვის ფსიქოლოგიურ ასპექტებში, გაზარდოს მენეჯერული კომპეტენცია და დაეხმაროს მონაწილეებს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში, როგორც ორგანიზაციული ასევე პერსონალური სტრესის მართვაში.                                   

პერსონალის შერჩევა პროფაილინგით

პროფაილინგი დღეს პერსონალის ეფექტურად შერჩევის სწრაფი და ზუსტი მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში ამოვიცნოთ პიროვნების მახასიათებლებლების ფართო სპექტრი, განვსაზღვროთ პიროვნების ღირებულებები, რწმენები, სააზროვნო სისტემა, ქცევითი მახასიათებლები, ადაპტურობა და სხვა პატერნები

პიროვნული განვითარების ტრენინგი – სახეთა თეატრი

პიროვნული განვითარების ტრენინგი – ფორუმ თეატრი აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგიით,
დრამისა და ქოუჩინგური მეთოდოლოგიის კომბინაცია, უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს მასშტანით გამოიყენება პიროვნული ზრდის და პერსონალური ეფექტურობის ასამაღლებელ ინსტრუმენტად.

ემოციური ინტელექტი და ლიდერობა

რატომ მარცხდებიან ჭკვიანი ადამიანები? რატომ შეიძლება ჰქონდეთ ასეთ ადამიანებს გუნდის მართვის და ურთიერთობის პრობლემები?  ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ ნაკლები ინტელექტი აქვთ, ან ნაკლები ტექნიკური უნარები გააჩნიათ.                        

 

ბრენდინგი

21 – ე საუკუნეში არ არის მთავარი გაქვს თუ არა ფაბრიკა ან ქარხანა, მთავარია გაქვს თუ არა კარგად ჩამოყალიბებული ძლიერი ბრენდი. დღეს ჩვენ “ყურადღების მიპყრობის ეკონომიკაში” ვცხოვრობთ, რომელიც ადამიანის ყურადღებისათვის ბრძოლას მოითხოვს.                                                    

საჯარო გამოსვლები და კამერასთან მუშაობა

ტრეინინგ კურსი პიროვნული და პროფესიული განვითარების რამდენიმე ასპექტს მოიცავს. იგი მიმართულია მონაწილეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზე, მოქნილი აზროვნების განვითარებასა და ემოციური და ინტელექტუალური რესურსების კონგრუენტულობაზე.                                        

Close Menu