ორგანიზაციული დიაგნოსტიკა

აღმოაჩინეთ პერსონალის პოტენციალი და გამოიყენეთ მათი რესურსების
მაქსიმუმი, გააუმჯობესეთ სამუშაო შესრულება, შექმენით მაღალეფექტური
გუნდი.

ორგანიზაციული დიაგნოსტიკა მმართველ გუნდს ეხმარება კომპანიაში არსებული სისტემური პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრაში. ჩვენი დიაგნოსტიკური მეთოდი საშუალებას იძლევა არამხოლოდ დადგინდეს პრობლემის წარმოშობის ზუსტი წყარო, არამედ შემუშავდეს პრობლემის გადაჭრის გრძელვადიანი სანავიგაციო სისტემა, რომელიც დაეხმარება კომპანიას განაახლოს არსებული რესურსები და უფრო ეფექტიანად შეძლოს მათი გამოყენება მომავალში.

მაგალითად, თუ თქვენი პრობლემების და არასასურველი შედეგების მიზეზებია:

  • გუნდისთვის შეუსაბამო მართვის ინსტრუმენტი – ჩვენ დაგეხმარებით ახალი, ინდივიდუალურად თქვენს გუნდზე მორგებული მართვის ინსტრუმენტის შემუშავებაში.
  • მოუქნელი ან შეუსაბამო ორგანიზაციული სტრუქტურა – ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ და ორგანიზაციის პოლიტიკაზე მორგებულ სტრუქტურას.
  • პერსონალის სამუშაო პოზიციებთან შეუთავსებლობა – ჩვენ დაგეხმარებით არსებული პერსონალის შეფასებასა და მათთვის შესაბამისი პოზიციების აღმოჩენაში.
  • არასწორად შერჩეული სამოტივაციო სისტემები – ჩვენ გამოვიკვლევთ ყველაზე ძლიერ მოტივატორებს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაგეხმარებით ახალი სისტემების დანერგვაში.

ჩვენი მიზნებია:

  • მოვახდინოთ მმართველი გუნდის სწრაფი ინფორმირება პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესახებ.
  • გამოვავლინოთ ორგანიზაციის პოტენციალი არსებული პირობების გათვალისწინებით.
  • გავაკეთოთ გარკვეული პროგნოზები ორგანიზაციული განვითარების ჭრილში.

ორგანიზაციული დიაგნოსტირების ეტაპები

  • ჩაღრმავებული ინტერვიუ კომპანიის მმართველ გუნდთან.
  • პრობლემების იდენტიფიცირება.
  • არსებული სტრუქტურისა და მართვის სისტემების შესწავლა.
  • კომპანიის ხარვეზული ნაწილების რუქის წარდგენა.
  • პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება და სამოქმედო გეგმის პრეზენტირება.