Headvice • ჰედვაისი

პერსონალური ქოუჩინგი

ჩვენ ყველას ინდივიდუალური აზროვნებისა და მოქმედებების სისტემა გვაქვს, ყველა ჩვენი ქმედება გვეხმარება ან უკან გვხევს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ყველა ამ ქმედებას გარკვეული მოტივი და დაფარული მამოძრავებელი ღერძი აქვს.

ჩვენი ქოუჩინგ სესიები დამყარებულია ინდივიდუალურ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტზე – პროფაილინგზე, რომელიც გულისხმობს პიროვნების ქცევისა და პოტენციალის სიღრმისეულ ანალიზს. რაც იმას ნიშნავს რომ შენი მიზნების ასრულებამდე ისეთი საინტერესო და მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება მოგიწევს რასაც შენი თავის შეცნობა ქვია. მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლება ჩვენს მიერ მოწოდებული ყველა ტექნიკა თუ მეთოდი შენი მიზნების ასრულებისთვის აამოქმედო.

პერსონალური ქოუჩინგი გეხმარება:

  • შემაფერხებელი ფიქრებისგან გათავისუფლებაში
  • შემაფერხებელი სოციალური „როლისგან“ დისტანცირებაში
  • მნიშვნელოვანი პიროვნული ცვლილებების განხორციელებასა და თვითპოზიციონირებაში
  • თვითგამორკვევაში – „ვინ ხარ“? , „რისი კეთება გინდა“? „რა უნდა აკეთო იმისთვის რომ იყო თვითეფექტური“?
  • მცირე ვადაში პირადი და პროფესიული მიზნების მიღწევაში

ჩაეწერე სესიაზე თუ:

  • შენს წინ ახალი გამოწვევაა, შენ კი გჭირდება მასთან შესახვედრად ახალი და უფრო ეფექტური გზები
  • შენ ახალ სამუშაო პოზიციაზე გადადიხარ და მნიშვნელოვანია მოვალეობების გაფართოებულ სპექტრს ეფექტურად გაუმკლავდე
  • შენ ხარ ლიდერი და შენს გუნდში ცვლიბებების განხორციელებას გეგმავ
  • პროფესიულ გარემოში შენი თავი ამოწურე და ახალ მიმართულებაში ორიენტირება გჭირდება
  • შენ ფიქრობ რომ სამუშაო სათანადოდ არ ფასდება და მეტი აღიარებისთვის საკუთარი თავის უკეთ პრეზენტირება გჭირდება

გამოყენებული მეთოდები

სესიებზე გამოყენებული იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარების თანამედროვე ტექნიკები და მეთოდები. მათი კომპბინაცია შერჩეული იქნება ინდივიდუალურ შეფასებაზე დამყარებით თითოეული ინდივიდისთვის.

Close Menu