პერსონალური პროფაილინგი

ჩვენ ყველას ინდივიდუალური აზროვნებისა და მოქმედებების სისტემა გვაქვს, ყველა ჩვენი ქმედება გვეხმარება ან უკან გვხევს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ყველა ამ ქმედებას გარკვეული მოტივი და დაფარული მამოძრავებელი ღერძი აქვს.

პერსონალური პროფაილინგი ანუ გზა თვითშემეცნებიდან თვითშემოქმედებამდე.

როგორი იქნება შენი ცხოვრება ხვალ თუ  გეცოდინება სასურველ მიზნებთან მისასვლელი უმოკლესი გზა?

გზას შენი რესურსები, უნარები, პიროვნული მახასიათებლები და კომპეტენციები დაამოკლებს, თუ მათ ამოცნობას და გაცნობას დაიწყებ.

საკუთარი თავის შეცნობის სურვილი ადამიანს უძველესი დროიდან მოსდევს და კითხვაზე: „ვინ ვარ მე“? რამდენიმე პასუხი ასე ჟღერს:

  • „არ ვიცი“
  • „ბევრი ვარ“
  • „მეშინია ამ კითხვასთან ჩაღრმავება, ძალიან შორს წამიყვანს“
  • „ვინც არ უნდა ვიყო“
  • „მე ვარ“
  • „მე არ ვარ ის რაც მინდა ვიყო“

საკუთარი თავის შექმნის კითხვა კი ასე ჟღერს: „ვინ გინდა რომ იყო“? ამ კითხვის პასუხამდე მისასვლელი უმოკლესი გზის პოვნაში ჩვენ დაგეხმარებით. გზის პირველი ნახევარი თვითგამორკვევაა, მეორე კი სასურველი პიროვნების შექმნა.

ხელსაწყოები რომელსაც გამოიყენებ მუშაობის დროს:

  • მიზნების ნავიგატორი – „რას მინდა მივაღწიო“? „ვინ მინდა გავხდე“?
  • პერსონალური რესურსების რუქა – „რა შესაძლებლობები და რესურსები მაქვს მიზნის მისაღწევად“? პიროვნული მახასიათებლების კომბინაციის ამოცნობა (პიროვნული პორტრეტის შექმნა)
  • მაინდმეფინგი – მიზნების მოდელირების ხელსაწყო

პროგრამის დეტალები

  • პროგრამა ითვალისწინებს 6 სამუშაო საათს.
  • პროგრამის განრიგი შედგება ინდივიდუალურად
  • პროგრამის ღირებულება “ონლაინ” რეჟიმში: 400 ლარი
  • პროგრამის ღირებულება ტრადიციულ რეჟიმში: 630 ლარი