პერსონალის შერჩევის ტექნიკები და გასაუბრების ჩატარების ხელოვნება - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

პერსონალის შერჩევის ტექნიკები და გასაუბრების ჩატარების ხელოვნება

პერსონალის სწორად შერჩევა კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. რატომ ხდება ისე , რომ ვერ ვირჩევთ ვერავის გასაუბრების შემდეგ, რა მეთოდებს ვიყენებთ კანდიდატის შერჩევისას, რას ვიგებთ კანდიდატის შესახებ გასაუბრების დროს და როგორ გავიგოთ უფრო მეტი, და ბოლოს შერჩეული კანდიდატი ვერ ამართლებს იმედებს, რატომ?
ჩვენი მასტერკლასი აგებულია კანდიდატის მოზიდვის და შერჩევის თანამედროვე მეთოდებზე და ტექნიკებზე, მასტრეკლასის დროს გაზიარებული იქნება გამოცდილება და პრაქტიკულად შეისწავლით შერჩევის პროცესის სწორად წარმართვას. 
მიზნობრივი ჯგუფი – მენეჯერები, HR-ები, ყველა ვინც ატარებს გასაუბრებას ან უნდა მომავალშო რომ გახდეს წარმატებული რეკრუტერი ან ინტერვიური.

მასტერკლასები არის აგებული შემდეგი მიდგომით:
1. ცოტა თეორია, ბევრი პრაქტიკა
2. რეალური ქეისები
3. ჯგუფებში მუშაობა – კანდიდატის პერსონალური პორტრეტის შექმნა
4. გასაუბრების კითხვარის შემუშავება
5. როლური თამაში – გასაუბრების სიმულაცია

ძირითადი საკითხები:

• კანდიდატის მოზიდვა და შერჩევა – მითები და მაგია
• ავტობიოგრაფიული გასაუბრებიდან გადასვლა ქცევით კომპეტენციებზე დაფუძნებულ გასაუბრებაზე ( Behavioral Competency Based interview)
• სტრუქტურული გასაუბრება
• ინტერვიუერის უნარები
• სხვა შერჩევის ტექნიკები
• კანდიდატის „კოსმეტიკური“ მოსმენიდან გადასვლა აქტიურ მოსმენამდე
• ქოუჩინგის ელემენტები – აღმოვაჩინოთ კანდიდატის ძლიერი მხარეები
• ციფრული ერა – რეკრუტინგის გამოწვევები და სოციალური მედია
• გეიმიფიკაცია რეკრუტინგში.
• რეკრუტინგი როგორც მომხმარებლის გამოცდილება
• კომპანიის ბრენდინგი რეკრუტინგის მეშვეობით 

ირმა ოქროპირიძე

HR კონსულტანტი და ქოუჩი. მარვალწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიებში – HR კონსულტანტი EU4Justice, HR დეპარტამენტის უფროსი ფინკა ბანკი საქართველო, HR კონსულტანტი EU მართლსაჯულების მხარდაჯერის პროექტში, ტრენინგების მენეჯერი, რეკრუტინგის მენეჯერი – ეუთოს მისია საქართველოში, HR მენეჯერი „ ფილიპ მორისი“ საქართველოს წარმომადგნელობა.
CIPD კვალიფიკაცია – პერსონალის მართვა და განვითარება (People Management and Development); NLP სერტიფიცირებული პრაქტიკოსი; International Coach Academy – სერტიფიცირებული ქოუჩი.

დაწყების თარიღი: 25 იანვარი
დასრულების თარიღი: 8 თებერვალი
დღეები: სამშაბათი/ხუთშაბათი
დაწყების დრო: 19:00
დასრულების დრო: 22:00
ტრენინგის ღირებულება: 350 ლარი

Close Menu