პერსონალის შერჩევა პროფაილინგით - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾650

დაწყების თარიღი

21 იანვარი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

რამდენად გაიზრდება შენი ეფექტურობა, თუ გეცოდინება რომ გაქვს ინსტრუმენტი, რომელიც დაზოგავს შენს დროს და გაზრდის ადამიანების სწორად შეფასების შესაძლებლობებს? ამ ინსტრუმენტს პროფაილინგი ქვია და მისი დახმარებით ტესტების გარეშე შეგიძლია მოკლე დროში განსაზღვრო ადამიანების პოტენციალი, მათი სააზროვნო სისტემა, პიროვნების ტიპი, სამუშაო ქცევა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელი.

ტრენინგი გაძლევს ინსტრუმენტების ნაკრებს იმისთვის რომ:

  • ადამიანის ქცევაზე დაკვირვებით განსაზღვრო მისი მომდევნო ქცევა
  • ამოიცნო პიროვნული მახასიათებლების ფართო სპექტრი ფსიქომეტრული ტესტების გამოყენების გარეშე
  • გააკეთო სიტუაციის ანალიზი და მიხვდე ქცევის ქვეტექსტს
  • ამოიღო სიღრმისეული ინფორმაცია ადამიანის შესახებ მოკლე დროში
  • მართო შერჩევის ყველა ეტაპი ეფექტურად

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • კანდიდატებთან ეფექტურ კომუნიკაციას
  • შერჩევის პროცესის დაგეგმარებას და შეზღუდულ დროში ეფექტურად აღსრულებას
  • დაფარული ინფორმაციის ამოღებას
  • კანდიდატის წინასწარი პროტოტიპის შექმნას
  • კანდიდატის პიროვნების პროფილის ამოცნობას

კურსი დამყარებულია პრაქტიკული სწავლების მეთოდზე, რაც იმას ნიშნავს რომ მონაწილეები სიმულაციური თამაშების და სადემონსტრაციო ტექნიკების საშუალებით პრაქტიკაში ისწავლიან პიროვნების ამოცნობას და მის გამოყენებას კანდიდატის შერჩევის პროცესში. ტრენინგის ფორმატი მოიცავს ქოუჩინგისა და როლური თამაშების ტექნიკებს, რის შედეგადაც პროგრამა 90%-ით ორიენტირებულია უნარების განმტკიცებასა და განვითარებაზე.

⭕ვისთვის არის ეს ტრენინგი:
☑ HR სპეციალისტებისთვის
☑ რეკრუტერებისთვის
☑ მენეჯერებისთვის

ტრენინგის მონაწილეები ჩაატარებენ სიმულაციურ გასაუბრებებს 10 პოტენციურ კანდიდატთან. 

ტრენინგი შედგება სამი მოდულისგან – 1) გასაუბრების ტექნიკები 2) პროფაილინგი 3)შერჩევის პროცესის მართვა

გასაუბრების ტექნიკები

  • კითხვის დასმის მეთოდი
  • ემპათიური მოსმენის ტექნიკები
  • რაპორტი
  • ინფორმაციის ამოღების ტექნიკა

პროფაილინგი

  • კლასიკური ფსიქომეტრული ინსტრუმენტები და მათი ალგორითმები – ანუ როგორ ამოვიცნოთ კონკრეტული ფსიქოლოგიური პარამეტრები ფსიქომეტრული ტესტების გარეშე
    MBTI, DISC, NLP მეტა პროგრამების ანალიტიკური სისტემა
  • ლინგვისტური ანალიზი – ენის წყობა ,შემაფერხებლები,  ბარიერები, ემოციური ბლოკები, ქცევის ინდიკატორები, ენის სტრუქტურა, მეტაპროგრამბი, ასოციაციური ჯაჭვი, სინთეზი და კონგრუენცია, მანიპულატორები, სხეულის ენა, ჟესტები, სამი ტონალური სიგნალი.
  • სამგანზომილებიანი ფსიქოლოგიური პორტრეტი
  • შერჩევის პროცესის მართვა
  • მოსამზადებელი ციკლი – პროცესის რუქა
  • სამუშაო აღწერა
  • პროტოტიპის შექმნა
  • პროტოტიპის ინდიკატორების შემუშავება
  • პროფილის წარდგენა

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი 

კომპანია ჰედვაისის დამფუძნებელი და დირექტორი;

საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი –  ლაბორატორია Z.
6 + წელია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო / სატრენინგო პროგრამებზე. ამჟამად იგი კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო კონსულტანტია ადამიანური კაპიტალის სფეროში.
HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ – კონსულტანტს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა გერმანული ეკონუმიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და სხვა.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 21 იანვარი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 18 თებერვალი

☑ტრენინგის დღეები: სამშაბათი / ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 27 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 22:00

☑ტრენინგის საფასური: 650 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაიშვებიან გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

კომენტარები