₾650
24 სექტემბერი
ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით
სანამ გონების გამფანტავ გავლენის მოხდენის ტექნიკებს გამოიყენებ და მათი საშუალებით ადამიანის არაცნობიერზე მოახდენ ზეგავლენას, საჭიროა იცოდე რომელი ტექნიკა მუშაობს და რომელი არ მუშაობს კონკრეტული ადამიანის ტიპზე.
ხშირად ვიცით რა ტექნიკები გამოიყენება კომუნიკაციაში მაგრამ არ ვიცით როგორ და რა შემთხვევაში.
ადამიანის დამოკიდებულების და ქცევის შესაცვლელად პირველ რიგში მისი ინდივიდუალური მახასიათებლების ამოცნობაა საჭირო, რის შემდეგაც პიროვნებაზე მორგებული ყველა სტრატეგია გამართლებული და წარმატებული გახდება.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს პრაქტიკაში ასწავლოს მიზანმიმართული კომუნიკაცია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება როდესაც ზუსტად ვიცით ვის (როგორ ადამიანს) ვესაუბრებით.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან ქცევისა და ტიპოლოგიის ამოცნობის სწრაფ მეთოდებს და მოარგებენ ინდივიდუალურ საკომუნიკაციო სტრატეგიას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
კომპანია ჰედვაისის დამფუძნებელი და დირექტორი;
საქართველოში პირველი ქცევითი ანალიზისა და ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი.
5 + წელია რაც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო/ სატრენინგო პროგრამებზე. ამჟამად იგი კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორია და საერთაშორისო კონსულტანტია ადამიანური კაპიტალის სფეროში.
HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ – კონსულტანტს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა გერმანული ეკონუმიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და სხვა.
ტრენინგის დაწყების დღე: 24 სექტემბერი
ტრენინგის დასრულების თარიღი: 15 ოქტომბერი
ტრენინგის დღეები: სამშაბათი/ხუთშაბათი
საათების ჯამური რაოდენობა: 21 საათი
დაწყების დრო: 19:00
დასრულების დრო: 22:00
ტრენინგის საფასური: 650 ლარი
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.
ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს