₾1200
29 აპრილი
ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით
ტრეინინგ კურსი პიროვნული და პროფესიული განვითარების რამდენიმე ასპექტს მოიცავს. იგი მიმართულია მონაწილეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზე, მოქნილი აზროვნების განვითარებასა და ემოციური და ინტელექტუალური რესურსების კონგრუენტულობაზე. კურსის მიზანია:
საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა ნებისმიერი ტიპისა თუ სიდიდის აუდიტორიის წინაშე,
ვიდეო-კამერასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება,
თვითრწმენის გაზრდა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობიერება.
თანამედროვე ნეირო მარკეტინგისა და ნეირო ფსიქოლოგიის მიღწევების დახმარებით პროცესების ანალიზი და კონტროლში აყვანა
ტრენინგში ჩართულია კვალიფიციური ვიდეო
ოპერატორი, რომელიც თითოეულ შეხვედრას იწერს ვიდეო კამერაზე, მისი შემდგომი განხილვა-შედარების მიზნით.
კურსი ხასიათდება ინტერაქტიულობით, ახალი უნარ-ჩვევების ადგილზე დასწავლისა და მოკლე ვადებში მაქსიმალური ეფექტის მიღწევით.
ტრენინგის განმავლობაში ხდება მონაწილეთა ქცევითი მოდელის შეცვლა – ქცევითი ჯაჭვის არასასურველი რგოლების აღმოჩენა-გააზრება და მათი სასურველი რგოლით ჩანაცვლება.
ტრენინგის საკითხები:
📍 გლოსოფობია, კამერის ფობია, მათი მიზეზები და დაძლევის
მეთოდები.
📍სტრესის წარმომავლობა და მისი მართვა
📍 სტრესის ტიპები და მათი დაძლევის ტექნიკები
📍 საკუთარი თავისა და მიზნების შეცნობა და გააზრება
📍 მოქნილობის მნიშვნელობა
📍შეზღუდულობის მოხსნა მოქნილობის განსავითარებლად
📍 სხეულისა და გონების ურთიერთქმედება
📍 სტერეოტიპების საფრთხე და მათი მართვა
📍წინასწარი განწყობის შექმნა და მისის ტექნიკები
📍 მოლოდინების თეორია
📍 აზროვნების კონგრუენტულობა და მისი მართვა
📍 ოპტიმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა
📍 აღქმის პოზიციები
📍 მეხსიერება და ემოციები
📍 საჯარო გამოსვლის სტრუქტურირება
📍 დისკუსიის მართვა
📍 წარსადგენი მასალის ზომა, თაიმინგი
📍 მასალის მიწოდება
📍 კონტაქტის დამყარება
📍 გამოსვლის ტექსტზე მუშაობის სპეციფიკა
📍 ნეირო მარკეტინგისა და ნეირო ფსიქოლოგიის გამოყენება
კომუნიკაციასა და საჯარო გამოსვლებში
📍 სიტყვის წარმოთქმა
📍 გამოსვლის დასაწყისი და ფინალი
📍 სწორი მესიჯების შერჩევა
📍 აუდიტორიის შესწავლა, მათი მოლოდინების განსაზღვრა და
კომუნიკაცია
📍 მასლოუს თეორია საჯარო გამოსვლებში
📍 აუდიტორიის პერსონიფიცირება
📍 ადაპტირებული არაცნობიერი
📍 არაცნობიერი გადაწყვეტილებები, მათი წარმომავლობა და მართვა
📍 მცირე ციფრების თეორია
📍 ევრისტიკული ალბათობა და მათი გამოყენება
📍 სისტემა 1 vs სისტემა 2
📍 საკომუნიკაციო არხები
📍 ინფორმაციის გადაცემა
📍 ინფორმაციის მიმღები სისტემები: ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური
📍 აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება (ფიზიოლოგია, ჟესტები, სუნთქვა, ხმა.)
📍დასმული შეკითხვების სავარაუდო ფორმები და მათთან გამკლავება.
📍ზემოქმედება და დარწმუნება
📍 რაპორტი – ურთიერთგაგება
📍 შეწყობა და წაყვანა
📍 იმიჯის შერჩევა
📍 სხეულის ენის, ემოციისა და ვორდინგის თანხვედრა
📍 ხმა, ტემპორითმი, მოდულაციები
📍 თვალების პროექცირება
📍 მხედველობითი კონტაქტი, მისი მნიშვნელობა და დომინაცია-
სუბორდინაციის მოდელი
📍 მეტყველება და მისი მნიშვნელობა
📍 მეტყველება, როგორც გამოცდილების ფილტრი
📍 აუდიტორიასთან კომუნიკაციის ორი ძირითადი მოდელი და მათი ტექნიკები
📍 ეფექტური ინტერვიუს მოდელი
📍 ინტერვიუს მიცემის იმიტირება
📍 პირდაპირი ჩართვის რეჟიმში მუშაობის თავისებურებანი
📍პრეს კონფერენციების გამართვის სპეციფიკა
📍 ფორს მაჟორულ სიტუაციებში მოქმედება და სწორი რეაგირება
📍 საკუთარი თავის ფლობა
📍 ნდობა, როგორც კონტროლის მოხსნის მექანიზმი
📍 პროვოკაციულ შეკითხვებზე სწორი რეაგირება
ია ბერსენაძე
საჯარო გამოსვლების და კამერასთან მუშაობის ტრენერი საჯარო და კერძო სტრუქტურებში (TBC Bank , Socar, Ministry of agriculture of Georgia, GIP და სხვა).
დაწყების თარიღი: 29 აპრილი
დასრულების თარიღი: 29 მაისი
საათების რაოდენობა: 30 საათი
დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი
დაწყების დრო: 19:00
დასრულების დრო: 22:00
ღირებულება: 1200 ლარი
20 მარტამდე რეგისტრაციის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 1000 ლარს
ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა: 12 მონაწილე
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.
გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს