საჯარო გამოსვლა და კამერასთან მუშაობა

kamerastan-mushaoba-poto

რეგისტრაცია დასრულებულია

საჯარო გამოსვლა და კამერასთან ურთიერთობა ხშირად ყველაზე თავდაჯერებულ მოსაუბრეთათვისაც კი ღელვის მიზეზი ხდება, რაც მნიშვნელოვნად აისახება ბიზნესისა და პირადი კარიერის განვითარებაზე.
აუდიტორიაზე გავლენის და სწორი შთაბეჭდილების მოსახდენად როგორც წესი დიდი დრო არ გვეძლევა, ამიტომ აღნიშნული ტრენინგი დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად გადმოსცეთ აზრი და მიიტანოთ აუდიტორიამდე განსაზღვრულ დროში.
ჩვენი ტრენინგი აგებულია ისე, რომ თქვენი სათქმელი საჯარო გამოსვლისას ან ეკრანზე გამოჩენისას იყოს ეფექტური, პოზიტიური და დამამახსოვრებელი მსმენელისთვის.
კონფერენციაზე, ინტერვიუს მიცემისას, გადაცემაში მონაწილეობისას, ლექციის წაკითხვის დროს თუ ტრენინგის ჩატარებისას თქვენ გექნებათ საშუალება თავდაჯერებულად გადასცეთ დრამატურგიულადგამართული მესიჯები და შეინარჩუნოთ აუდიტორიის ყურადღება ბოლომდე. ტრენინგი საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ სამუშაო ეფექტურობა სამსახურსა თუ პირად ბიზნესში. კომპანიაში ხშირი ეფექტური საჯარო გამოსვლა თუ პრეზენტაცია პოზიტიურად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე.

რატომ ეს კურსი?
აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ :
• აიმაღლოთ თვითშეფასება საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციის, ინტერვიუს დროს
• შეისწავლოთ კამერასთან მუშაობის სპეციფიკა
• აიმაღლოთ კონცენტრაცია კამერასთან მუშაობის დროს
• მარტივად გაუმკლავდეთ სტრესს და შფოთვას
• ჩამოიყალიბოთ საკუთარი იმიჯი საჯარო გამოსვლის დროს
• გაიუმჯობესოთ არავერბალური კომუნიკაციის ვერბალურ კომუნიკაციასთან სინქრონიზაციის უნარი
• ამოინცოთ აუდიტორიის არავერბალური სიგნალები და მართოთ ის ეფექტურად
• ისწავლოთ სუნთქვის მართვა და პაუზების სწორი გამოყენება
• დაიცვათ თავი მოულოდნელი ხარვეზებისგან და თქვენს სასიკეთოთ გამოიყენოთ ისინი

ვისთვის არის ეს ტრენინგი?
საჯარო გამოსვლების და კამერასთან მუშაობის ტრენინგს გამოიყენებთ, თუ:
• ხართ პოზიციაზე რომელიც მოითხოვს დიდ აუდიტორიებთან მუშაობას
• რეგულარულად გიწევთ სამსახურში შიდა პრეზენტაციების და კონფერენციების წარმართვა
• გიწევთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა

თუ ხართ შემდეგი პროფესიების წარმომადგენელი:

• იურისტი
• PR მენეჯერი
• ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
• გაყიდვების მენეჯერი
• მარკეტინგის მენეჯერი
• პოლიტიკოსი
• ჟურნალისტი
• ფსიქოლოგი
• ტელეწამყვანი
• საჯარო პირი
• ტრენერი

კურსის შინაარსი:

• როგორ მოვემზადოთ საჯარო გამოსვლისთვის
• როგორ ვიმუშაოთ კამერასთან
• როგორ შევქმნათ ძლიერი სტრუქტურა და ტექსტის დრამატურგია
• როგორ გამოვიყენოთ ხმის ტონალობა ეფექტურად: რიტმი, ინტონაცია, დიქცია
• როგორ დავამყაროთ სწრაფად კონტაქტი აუდიტორიასთან არავერბალური სიგნალების დახმარებით
• დინამიური სხეულის ენა
• თავდაჯერებულობის სტრატეგია და შფოთვის მართვა
• საპრეზენტაციო უნარების ქოუჩინგი
• ეტიკეტი და მანერები
• აუდიტორიასთან სწრაფი კომუნიკაციის დამყარება
• აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნების ტექნიკები

ტრენინგის სტრუქტურა და ეტაპები:
• გასაუბრება ქოუჩთან და ინდივიდუალური საჭიროების დადგენა
• თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა
• ტრენინგ მოდულის გავლა პრაქტიკული სავარჯიშოებით
• მიღებული შედეგის შეფასება

რატომ ეს კურსი და რით განსხვავდება სხვა კურსისგან?
საჯარო გამოსვლების ზოგადი კურსებისგან განსხვავებით აღნიშნული კურსი უშუალოდ მორგებულია თითოეულ მსმენელზე და ფოკუსირებულია იმუშაოს ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ინდივიდის ძლიერ და სუსტ მხარეებზე რამდენიმე პროფესიონალის დახმარებით (PR სპეციალისტი, მსახიობი-დრამატურგი, და ქოუჩი). შესაბამისად ტრენინგის ეფექტურობა გაიზომება პრე და პოსტ ტესტებით, ლაივ ინტერვიუებით და პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით. სატრენინგო პროცესს თან ახლავს ქოუჩის მონიტორინგი, რომელიც შეაფასებს ყველა თქვენს ნაბიჯს და დაგეხმარებათ იმუშაოთ კონკრეტული მიმართულებით საკუთარ თავზე.

ტრენერი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე
მსახიობი და კინო სცენარისტი,
ტელეგადაცემა „სარჩევის“ ავტორი და წამყვანი. (ტელეკომპანია TV11)
საქართველოს ინტელექტ კლუბის წევრი და პოპულარული ინტელექტუალური თამაშის : “რა? სად? როდის?” სატელევიზიო ვერსიის გუნდის კაპიტანი
გადაცემა “წიგნების თარო “- ს ტელეწამყვანი – (პირველი არხი).

ტრენერი: ბახვა ბრეგვაძე
„სარაჯიშვილის“ PR-ისა და მარკეტინგის უფროსი
რედაქცია N3 დაბფუძნებელი
დამფუძნებელი ,ჟურნალების კულინART , XII “თორმეტი” და “Georgia To Sees” კრეატიული დორექტორი, რადიო წამყვანი – Fm 101.9 რადიო ქალაქი , მსახიობი – ფორმულა კრეატივი, რუსთავი 2

ფსიქოლოგი: მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
ფსიქოკონსულტანტი /ოქსფორდის ბიზნეს კომუნიკაციების სერტიფიცირებული ქოუჩი
• „ჰედვაისი” – დამფუძნებელი და დირექტორი.
• “USA Project – CHANCE” – ის ფსიქოლოგ-ქოუჩი
• საერთაშორისო პროექტი “Democracy at School”- თანაავტორი
• სასკოლო ბულინგის პრევენციული პროგრამის თანაავტორი და ხელმძღვანელი
• „ცოდნის ლაბორატორია“ – თანადამფუძნებელი და დირექტორი.

ტრენინგის დაწყების დრო: 5 დეკემბერი
ტრენინგის ხანგრძლიობა: 10 შეხვედრა (20 საათი)
ტრენინგის დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ტრენინგის დაწყების დრო: 19:00
ტრენინგის ღირებულება: 580 ლარი
ფასდაკლების პაკეტები:
1. 25 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში – 400 ლარი
2. 30 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში – 480 ლარი
შესაძლებელია თანხის გადანაწილება

ტრენინგზე რეგისტრირებულად ჩაითვლებით მხოლოდ თნხის ჩარიცხვის შემდეგ.
შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი დაფარვაც.
საბანკო რეკვიზიტები: “საქართველოს ბანკი”, ანგ. N: GE59BG0000000556965600, დანიშნულება: “ინტერნეტ მარკეტინგი”.

რეგისტრაცია დასრულებულია

 

https://www.youtube.com/watch?v=Ubazml8nRtU