Headvice • ჰედვაისი

პერსონალის შერჩევა

ჩვენ ვეძებთ ტალანტებს თქვენთვის, ჩვენი მუშაობის ამოსავალი წერტილი კი კომპანიის საჭიროებაზე და მიზნებზე ორიენტირებული პროცესია.

ჩვენი უპირატესობა

 

  • კანდიდატებზე ფართო მასშტაბიანი წვდომა
  • სწრაფი საძიებო სისტემა
  • დამკვეთის მიზნების და საჭიროების სიღრმისეული შესწავლა
  • ვაკანსიის კონკურენტუნარიანობის დადგენა
  • ლიცენზირებული ინოვაციური შერჩევის მეთოდი – პროფაილინგი
  • კომპანიის საჭიროებაზე სრულად მორგებული სამოქმედო პროცესი

ჩვენი სამუშაო პროცესი და ეტაპები

  1. დამკვეთთან გასაუბრება, ორგანიზაციის საჭიროებების და მიზნების დადგენა
  2. როგორი უნდა იყოს კადრის პროტოტიპი? – დამკვეთთან ერთად ჩვენ ვქმნით მომავალი კადრის დეტალიზებულ პროტოტიპს.
  3. ვაკანსიის კონკურენტუნარიანობის დადგენა – ეს პრერეკრუტინგული ანალიზის პროცესია და გულისხმობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლადის კომბინაციის გაანალიზებას – ბრენდის ცნობადობა, ანაზღაურება, პოზიცია, გრაფიკი, დამატებითი ბენეფიტები.  ჩამოთვლილი ცვლადები ცალ-ცალკე და ერთად (მათი კომბინაცია) განაპირობებს შერჩევის პროცესის ხანგრძლიობას და წარმატებას. ცვლადების კომბინაციის ანალიზი საჭიროა იმისთვის რომ კომპანია წინასწარ იყოს ინფორმირებული თუ რა შანსები არსებობს არსებული მოცემულობით საჭირო კანდიდატების მოზიდვის, რამხელა შეიძლება იყოს ეს ნაკადი და  სხვა. წინასწარი ანალიზით შესაძლებელია გაკეთდეს პრევენცია იმ შედეგებისა, რაც ხშირად ვაკანსიის ხელმეორედ ჩაბრუნების ან სულაც გაუქმების მიზეზი ხდება ხოლმე.
  4. ვიწყებთ შერჩევის პროცესს – შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე დამკვეთს ვაწვდით ინფორმაციას მისთვის სასურველ რეჟიმსა და ფორმატში.
  5. შერჩევის პროცესის დასრულება – დამკვეთს წარვუდგენთ სამ საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მონაცემებით (უნარები, მახასიათებლები, გამოცდილება, კულტურა, ქცევა და სხვა) ყველაზე ახლოს არიან ჩვენს მიერ შექმნილ პროტოტიპთან.

ჩვენ ვეძებთ:

  • ლიდერებს
  • მაღალი რგოლის მენეჯერებს
  • საშუალო რგოლის მენეჯერებს
  • სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ზოგავთ დროს და რესურსებს რადგან ჩვენ თქვენს მაგივრად:

  • ვქმნით გამოსაქვეყნებელი ვაკანსიის ტექსტსა და დიზაინს
  • წინასწარ ვადგენთ ვაკანსიის კონკურენტუნარიანობას
  • ვახდენთ დიდი რაოდენობით რეზიუმეების გადარჩევას
  • ვგეგმავთ გასაუბრებას
  • ვზომავთ კანდიდატების სამუშაო ქცევასა და მახასიათებლებს
Close Menu