პიროვნული განვითარების ტრენინგი - "წარმატების რეპეტიცია" - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

პიროვნული განვითარების ტრენინგი – “წარმატების რეპეტიცია”

 

niaksssssssss

შემოქმედებითი პროცესი, ახალი აღმოჩენები (insights), მომენტალური შედეგები, ესეთია ჩვენი მონაწილეების აღწერა ტრენინგის გავლის შემდეგ.
გიწვევთ კარიერულ წინსწვლაზე ორიენტირებულ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე აუგუსტო ბოალის ტრენინგების სერიიდან – “Rehearsal of Success”.

“Rehearsal of Success” ფსიქო-კონსულტირების თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც შექმნა ბრაზილიელმა რეჟისორმა და ფსიქოთერაპევტმა აუგუსტო ბოალიმ. ბოალის ცნობილი ტექნიკები – როლური თამაშები და სასცენო ინტერპრეტაციები გამოიყენება პიროვნული ზრდისთვის და სამუშაო ეფექტურობის გასაზრდელად, რადგანაც:
ამცირებს სტრესს და შიშებს, ეხმარება ადამიანებს გადალახონ შინაგანი წინააღმდეგობები და სოციალური ბარიერები, ავითარებს კომუნიკაციურ უნარებს და შემოქმედებით აზროვნებას, ოჯახში და სამსახურში აუმჯობესებს ურთიერთობების ხარისხს, ეხმარება რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში და კონფლიქტის მოგვარების გზების პოვნაში. აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგია გამოიყენება, ბიზნეს კონსულტირებაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, კონფლიქტოლოგიაში და განათლებაში.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი:
ეს ტრენინგი არის განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის ვისაც ბევრი დრო არ აქვს საკუთარ თავზე სამუშაოდ და სურს სწრაფი შედეგები.
აღნიშნული ტექნიკები განსაკუთრებით ეფექტურია იმ პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ პირდაპირი შიდა თუ გარე კომუნიკაცია.

რომელ სფეროში იყენებენ აღნიშნულ ტრენინგს ყველაზე ხშირად:
საბანკო, სადაზღვეო, მედია, ვაჭრობა,ჯანდაცვა,ფსიქოლოგია და სხვ.
მეთოდოლოგია : (experience based learning)
დრამათერაპია ქოუჩინგი ფსიქოდრამა Mindfulness

ტრენინგის მეთოდოლოგიის მთავარი უპირატესობა და ტრენინგის ეფექტურობის საზომი : Experience Based Learning – შინაარსის 80%-ის დამახსოვრება და ქცევაში მყისიერი გადატანა
ტრენერის შესახებ: ალექსანდრე ჩერომუხინი, ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (რატერსის უნივერსიტეტი – აშშ) ამ მეთოდს დაეუფლა მეთოდის ავტორთან აუგუსტო ბოალისთან და ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიაში აქვს ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარების 10 წელზე მეტი გამოცდილება. დღეს-დღეობით ატარებს ტრენინგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ტრენინგის სპეციფიკიდან გამომდინარე არ იქმნება ენის ბარიერი!
ჩატარების თარიღი
ბათუმი: 22/23/24 ივლისი
გონიო: 22/23/24 ივლისი
საათების ჯამური რაოდენობა: 12 საათი
ტრენინგის ღირებულება:
ბათუმი: 400 ლარი
გონიო: 800 ლარი (კვება, სასტუმრო, მგზავრობა, ტრენინგი)

რეგისტრაცია დასრულებულია

Close Menu