პიროვნული განვითარების ტრენინგი – აუგუსტო ბოალის ტექნიკები

unnamed (1)

რეგისტრაცია დასრულებულია
გიწვევთ კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე, აუგუსტო ბოალის ტრენინგების სერიიდან – “theatre of the Oppressed”, Image Theatre”, “Rehearsal of Success”, რომელიც ბიზნეს ფსიქოლოგიისა და ქონსალთინგის თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდია. მოდული შექმნა ბრაზილიელმა რეჟისორმა და ფსიქოთერაპევტმა აუგუსტო ბოალმა. ბოალის ცნობილი ტექნიკები – როლური თამაშები და სასცენო ინტერპრეტაციები გამოიყენება პიროვნული განვითარებისთვის და სამუშაო ეფექტურობის გასაზრდელად, რადგან: ამცირებს სტრესს და შიშებს; ეხმარება ადამიანებს გადალახონ შინაგანი წინააღმდეგობები და სოციალური ბარიერები; ავითარებს კომუნიკაციურ უნარებს და შემოქმედებით აზროვნებას; ოჯახში და სამსახურში აუმჯობესებს ურთიერთობების ხარისხს; ეხმარება რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში და კონფლიქტის მოგვარების გზების პოვნაში.
მეთოდოლოგიის ძირითადი გამოყენების არეალია:
ბიზნეს კონსულტირება, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, PR კომუნიკაციები, კონფლიქტოლოგია, დიპლომატია და განათლება.
„სახეთა თეატრი“ აუგუსტო ბოალის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიროვნული ზრდის ტრენინგია, რომელიც აგებულია დრამატურგიულ მოდელზე და გულისხმობს პიროვნულ ზრდას ქმედებაში.
რუტინაში გადასული ავტომატური ქმედებები არის სწორედ ის ბლოკადები, რომლის გამოც ცხოვრების რაღაც ეტაპზე აღარ ხდება ცვლილებები, ჩვენ ვოპერირებთ ჩვენთვის უკვე ნაცნობ და კომფორტულ ზონაში. ამ ტრენინგის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ თქვენ არ იქნებით მსმენელები- მაყურებლები, თქვენ იქნებით მომქმედი გმირები- მსახიობები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების საუკეთესო სცენარს გაითამაშებენ.
მოძრაობა ქმნის ცვლილებას, ცვლილება კი განსხვავებულ რეალობას.
თუ ფიქრობთ, რომ იქ სადაც დღეს ხართ კარგია, მაგრამ თქვენ მეტი გინდათ, გჭირდებათ ან იმსახურებთ მაშინ ცვლილებების დროა.

ტრენინგი საშუალებას გაძლევთ:
• უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, გათავისუფლდეთ შეფასების შიშისგან, შფოთვისგან და არასასურველი ემოციებისგან.
• გახდეთ თავდაჯერებული და დარწმუნებული საკუთარ მიზნებში.
• შეძლოთ მოდუნება ნებისმიერ სიტუაციაში
• მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები სწრაფად და ეფექტურად
• გაიუმჯობესოთ კონცენტრაციის უნარი
• გაზარდოთ ემოციური ექსპრესია
• ისწავლოთ ადამიანების ემოციების ამოცნობა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
• შეამციროთ სტრესი და კონფლიქტი
• გაყიდოთ საკუთარი თავი, იდეა, მომსახურება უფრო მეტი თავდაჯერებით და ენთუზიაზმით
• განავითაროთ წარმოსახვის უნარი და თქვენი მუშაობა გახადოთ უფრო პროდუქტიული

შემოგვიერთდით სამდღიან ტრენინგზე –
15 საათი საკუთარი თავის გარდაქმნასა და ძიებაში, ახალი აღმოჩენები და მომენტალური შედეგები.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი:

აღნიშნული ტექნიკები განსაკუთრებით ეფექტურია იმ პროფესიის ადამიანებისთვის, რომელთაც ხშირად უწევთ ადამიანებთან ურთიერთობა.

1. ტრენერებისთვის
2. მარკეტინგის და PR მენეჯერებისთვის
3. იურისტებისთვის
4. დიპლომატებისთვის
5. ქოუჩებისთვის
6. ფსიქოლოგებისთვის
7. HR მენეჯერებისთვის
8. პოლიტოლოგებისთვის და სხვა

ტრენინგის მეთოდოლოგია: (experience based learning)
1. დრამათერაპია
2. ქოუჩინგი
3. Mindfulness

ტრენინგის მეთოდოლოგიის მთავარი უპირატესობა და ტრენინგის ეფექტურობის საზომი : Experience Based Learning – შინაარსის 80%-ის დამახსოვრება და ქცევაში მყისიერი გადატანა

ტრენერის შესახებ:

ალექსანდრ ჩერომუხინი – ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (რატერსის უნივერსიტეტი – აშშ). იგი ამ მეთოდს დაეუფლა მეთოდის ავტორთან აუგუსტო ბოალთან. მას აქვს ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარების 10 წლიანი გამოცდილება ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

 
ჩატარების თარიღი:  3, 4, 5 მარტი
ტრენინგის დღეები: პარასკევი, შაბათი, კვირა
 
დაწყების დრო: 
პარასკევი: 16:00 – 21:00
შაბათი: 16:00 – 20:00
კვირა: 11:00 – 16:00
საათების ჯამური რაოდენობა: 15 საათი
ტრენინგის ღირებულება: 480 ლარი
 
ჯგუფური რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება
შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდა
სტუდენტებისთვის ხორციელდება სპეციალური ფასდაკლება
 
ტრენინგის სპეციფიკიდან გამომდინარე არ იქმნება ენის ბარიერი!
 
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
 
დასწრების მსურველებმა შეავსეთ წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა:
 
რეგისტრაცია დასრულებულია