₾1300
25 ივნისი
ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით
დარგობრივი ცოდნა არ არის საკმარისი ტრენინგის ჩატარებისთვის. ტრენინგის ჩატარება მოითხოვს ბევრ სხვა კომპეტენციასა თუ პიროვნულ უნარს. სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის კომბინაცია იძლევა ტრენინგის მაღალ ეფექტურობას.
ჰედვაისი რეგისტრაციას აცხადებს კურსზე – “ტრენინგის შექმნის და ჩატარების ტექნიკები”
პროგრამა ითვალისწინებს ტრენერის პროფესიის შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ამ სფეროში.
კურსის მიზანია მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნა მისცემს შემდეგი მიმართულებებით: სასწავლო ფორმატისა და დიზაინის შექმნა, სასწავლო მასალის არჩეულ მეთოდებზე მორგება, ტრენინგის პროცესის ეფექტურად აღსრულება – პრეზენტაცია და სავარჯიშოების მართვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• დამოუკიდებლად შექმნან სატრენინგო მოდული ნებისმიერი მიმართულებით
• დაგეგმონ საავტორო ტრენინგ კურსები
• პერსონალის გადამზადებასა და გუნდის მართვას
კურსი განკუთვნილია:
• ტრენერებისთვის
• ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელებისთვის
• ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის
• გუნდის ლიდერებისთვის
კურსი სამ ძირითად საკითხზე იმუშავებს:
ზურა მხეიძე
მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
გიორგი კალანდარიშვილი
კურსი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:
მენტორი – ზურა მხეიძე
თეორია (20%) –ტრენინგის შექმნის ფსიქოლოგიური პარამეტრები და წესები
პრაქტიკა (80%)
მენტორები: ზურა მხეიძე, მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი, გიორგი კალანდარიშვილი
თეორია (20%)
პრაქტიკა (80%)
ზურა მხეიძე
ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკითა და 25 წლიანი ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილებით.
მუშაობდა სხვადასხვა კერძო ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში.
მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
კომპანია ჰედვაისის დამფუძნებელი და დირექტორი; 5 + წელია რაც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო/ სატრენინგო პროგრამებზე. ამჟამად იგი კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორია და საერთაშორისო კონსულტანტია ადამიანური კაპიტალის სფეროში.
HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ – კონსულტანტს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა გერმანული ეკონუმიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და სხვა.
გიორგი კალანდარიშვილი
მსახიობი, საჯარო გამოსვლების და კამერასთან მუშაობის სპეციალისტი.
ტრენინგის დაწყების დღე: 25 ივნისი
ტრენინგის დასრულების თარიღი: 30 ივლისი
ტრენინგის დღეები: სამშაბათი / ხუთშაბათი
საათების ჯამური რაოდენობა: 33 საათი
დაწყების დრო: 19:00
დასრულების დრო: 22:00
ტრენინგის საფასური: 1300 ლარი
ტრენინგზე ანგარიშსწორებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.
ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შერჩევა მოხდება გასაუბრების შედეგად.
გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს