პიროვნული ეფექტურობის პრაქტიკუმი

babuna

ტრენინგზე რეგისტრაცია

პრაქტიკუმი შექმნილია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელისთვისაც მნიშვნელოვანია მაღალი შედეგების მიღება ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში და მზად არის აქტიური ქმედებების განსახორციელებლად. დღევანდელი ცხოვრების ტემპი  მზარდ მოთხოვნებს უყენებს საზოგადოებას. მხოლოდ მუდმივი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენების მეშვეობით არის შესაძლებელი ვუპასუხოთ გამოწვევებს და გარდავქმნათ ისინი შესაძლებლობად.

 

“პიროვნული ზრდის 5 განზომილება” არის ტრანსფორმაციული პროგრამა, რომელიც მოიცავს ტრენინგის, ქოუჩინგისა და იმპლემენტაციის ფაზებს.

პროგრამის მიმდინარეობის დროს მონაწილეები:

✪ შეისწავლიან ქოუჩინგის საფუძვლებს და მიიღებენ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ყოველდღიური გამოყენებისთვის.

✪ ისწავლიან მიზნების სწორად დასახვას, შეადგენენ სამოქმედო გეგმას და შეუდგებიან შესრულებას.

✪ მნიშვნელოვნად გაიფართოვებენ კომფორტის ზონას, გახდებიან მეტად პროაქტიულები.

✪ გადავლენ “პროცესული” აზროვნებიდან “პროგრამული” აზროვნების მოდელზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მონაწილეთა პროდუქტიულობას.

✪ ისწავლიან დროის ეფექტურად მართვას.

✪ იმუშავებენ ემოციური კომპეტენტურობის ამაღლებაზე რაც ყოველდღიურობაში სტრესის მართვას უზრუნველყოფს.

✪ განივითარებენ პოზიტიური აზროვნების უნარს.

✪ გაიაზრებენ საკუთარ ფასეულობათა სისტემას, რაც მისცემს საშუალებას თითოეულ მონაწილეს იცხოვროს გააზრებული ცხოვრებით.

✪ აიმაღლებენ მოტივაციას

✪ შეიძენენ საკუთარი თვის რწმენას და ყოველდღიურ მხარდამჭერ გარემოს მეწყვილის, ჯგუფისა და ტრენერის სახით.

 

  • პრაქტიკუმი მოიცავს 5 შეხვედრას 3 კვირის მანძილზე. თითოეული შეხვედრა გასტანს 4 საათი. 3 კვირა სწორედ ის პერიოდია, რომელიც სჭირდება ადამიანს ახალი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.

პრაქტიკუმის ფარგლებში მოხდება შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარება: პოზიტიური აზროვნება, ემოციური კომპეტენტურობა, პროგრამული აზროვნება.

 

პროგრამა შექმნილია ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ:

✓წინსვლა

✓პიროვნული ზრდა

✓ყოველდღიურად მოქმედება

✓თამამი მიზნების სისრულეში მოყვანა

✓საკუთარი თავის შეცნობა და პასუხისმგებლობის აღება პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაზე.

 

პირველად საქართველოში, პრაქტიკუმის ფარგლებში, მოხდება DISC-ის ტიპოლოგიის მიხედვით მონაწილეთა ინდივიდუალური შეფასება. თითოეული მონაწილე პროგრამის დაწყებამდე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს ტესტს, რომლის შევსების შემდგომ, მოხდება ინდივიდუალური და სრულად კონფიდენციალური უკუკავშირის უზრუნველყოფა ტრენერის მხრიდან, წინასწარ შეთანხმებულ დროს. DISC-ის ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და მოწოდებულია შეუწყოს ხელი ადამიანის მიერ საკუთარი პოტენციალის გააზრებასა და პიროვნულ ზრდას. DISC-ის მეშვეობით ხდება ადამიანის ინდივიდუალური ქცევითი მოდელის ანალიზი სამ განზომილებაში: ავტოპორტრეტი, სტრესული გარემო და სამუშაო გარემო. საკუთარი ქცევის მოდელის მოცემული სახით გააზრება ქმნის ნოყიერ ნიადაგს პიროვნული განვითარებისთვის.

 

პრაქტიკუუმის მეთოდოლოგია მოიცავს ქოუჩინგის, ტრენინგისა და პოზიტიური ფსიქოლოგიის ტექნოლოგიებს, ასევე DISC-ის ტიპოლოგიას. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სპეციალურად პრაქტიკუმისთვის შემუშავებული სამუშაო რვეულით, რომელიც მოიცავს როგორც საინფორმაციო მასალას, ასევე სავარჯიშოების ნაკრებს.

მონაწილეობის პირობები:

  • პიროვნული განვითარების სურვილი.
  • მზაობა აქტიური ქმედებების განხორციელებისთვის.
  • ინგლისური ან რუსული ენის თავისუფლად ფლობა. აღნიშნული აუცილებელია DISC-ის ტესტის გასავლელად, მოცემული ტესტის ლიცენზირებული თარგმანის ქართულ ენაზე არ არსებობის გამო.

 

პრაქტიკუმის მონაწილეებს შეეძლებათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებით  და, სურვილის შემთხვევაში, შეიძინონ ინდივიდუალური ქოუჩ- სესია ეკატერინე ბაბუნაშვილთან სპეციალურ ფასად პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე.

 

 

“ პიროვნული ზრდის 5 განზომილება”  – პრაქტიკუმის პროგრამა

 

  • «მე შემიძლია ვაკონტროლო მხოლოდ ის, რაც ვიცი.ის, რაც არ ვიცი,მაკონტროლებს მე».სერ ჯონ ვიტმორი.

პირველი კვირა – ცნობიერება და წარმატების ფიზიკური მხარე\

სამშაბათი

  • ქოუჩინგი – პიროვნული ზრდის ტექნოლოგია
  • ტვინი – წაგების თუ წარმატების ინსტრუმენტი?
  • წარმატების “ვვმ” მოდელი
  • ცხოვრებისეული სურათი – მილტონ ერიქსონის პრინციპები
  • მიზნების დასახვის ტექნოლოგია
  • ვ.ა.კ ინსტრუმენტი და რეფრეიმინგი
  • სავარჯიშო “საყვარელი საქმე”
  • პოზიტივის ჭურჭელი

კვირა

  • წარმატებული ადამიანის უნარები
  • პროცესული აზროვნება VS პროგრამული აზროვნება
  • შკალირება და ღია შეკითხვების ძალა
  • SMART მიზნები
  • მიზნების ბორბალი
  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქნედო გეგმა (გლობალური და ფოკუსირებული სურათი)
  • წარმატების ღუზები და წარმატების დეკლარაცია

მეორე კვირა – რესურსები და ემოციური ინტელექტი

სამშაბათი

  • შიდა თუ გარე რესურსების გააზრება
  • ბეკჰარდ-ჰარისის ცვლილების მოდელი
  • რესურსების ბორბალი
  • დრო და დროის მართვა
  • პროაქტიულობის მნიშვნელობა
  • ცხოვრების “შიდა თამაში” – შიდა რესურსების მენეჯმენტი
  • ველნესი, როგორც წარმატების მეტაფორა

კვირა

  • ემოციური გააზრებულობა
  • ემოცია vs გრძნობა – ემოციების ფიზიოლოგია
  • ემოციური ინტელექტის შკალა
  • განვითარების სქემა
  • უკუკავშირი როგორც რესურსი

მესამე კვირა – შეჯამება

სამშაბათი

  • გზა მიზნიდან მისიამდე
  • პარადიგმები, ფასეულობები და მოტივაცია
  • ჩემი წარმატების პორტრეტი
  • განვლილი გზის შეჯამება
  • პოზიტიური პორტფოლიოს შექმნა
  • პოზიტივის ჭურჭლის გახსნა
  • უკუკავშირი და დამშვიდობება

პრაქტიკუმის შემოთავაზებული სტრუქტურის მნიშვნელობა

  • რატომ ტრენინგი? – პრაქტიკუმის სატრენინგო ფორმატი უზრუნველყოფს, ახალი ცოდნის მიღებას, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ინტერაქტიულ სავარჯიშოებში ჩართულობას გამოცდილების მიღების მიზნით, რაც პირველი ეტაპია ახალი უნარ-ჩვევების გააზრებისა და ჩამოყალიბების გზაზე.
  • რატომ ქოუჩინგი? – ქოუჩინგი წარმატების ტექნოლოგიაა. იგი მოწოდებულია გააფართოვოს ადამიანის აზროვნების ჩარჩოები, გადაიყვანოს იგი პროცესული აზროვნების მოდელიდან, პროგრამული აზროვნების მოდელზე, რაც თავის მხრივ, მიზნების სწორად დასახვის უნარს ავითარებს. ქოუჩინგის პროცესის დროს ადამიანი გადის ლოგიკური აზროვნების სრულ ჯაჭვს მიზნიდან მისიამდე და პოულობს იმ მოტივაციასა და რესურსებს, რაც მას მიზნისკენ მიმავალ გზაზე სჭირდება. ქოუჩინგის ინსტრუმენტები, კი ამ ყოველივეს ერთიან მარტივ და პრაქტიკულ სტრუქტურად კრავს, რომელიც თქვენი გზამკვლევი გახდება გარდაქმნისა და წარმატების გზაზე!
  • მხარდამჭერი გარემო? – ამა თუ იმ სფეროში წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარდამჭერ გარემოს. ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელსაც ქოუჩები სვამენ ქოუჩინგის პროცესის დროს ეს არის – ვისთან ერთად? ან ვინ დაგიჭერს მხარს? თქვენ ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე გექნებათ – ტრენერი და ჯგუფი! პრაქტიკუმი ინტერაქტიულია და მონაწილეები ჩართულნი იქნებიან, როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ სამუშაოში ტრენინგის მსვლელობის დროს და მის გარეთ. თითოეულ მონაწილეს ეყოლება მეწყვილე, რომელთან ურთიერთქმედება ტრენინგებს შორისაც იქნება გათვალისწინებული ერთობლივი სამუშაოს შესრულების მიზნით. შეიქმნება ასევე გჯუფის ფეისბუკ გვერდი, რაც მხარდამჭერ გარემოს შეუქმნის თითოეულ მონაწილეს დასახული მიზნებისკენ სწრაფვაში. თქვენ უკვე ხართ იმ ნაკადის ნაწილი, სადაც წარმატებას განსაკუთრებული პირობები აქვს შექმნილი!

ტრენერის შესახებ

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი – კანადის “Erickson International”-is სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი (ოქროს სერტიფიკატი), მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში 206-2011 წწ. გავლილი აქვს პროგრამები მართვით ქოუჩინგში, მოლაპარაკებების ქოუჩინგსა და ურთიერთობების ქოუჩინგში მსოფლიოს წამყვან სკოლებში. “Erickson International”-ის დამფუძნებლის, მერლინ ატკინსონის მოწაფე, DISC-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი (Thomas International), ფასილიტატორი, სპიკერი. ეკატერინეს სპეციალიზაცია მოიცავს პიროვნული ზრდის ქოუჩინგს, ქოუჩინგს განათლებაში და მოლაპარაკებების ქოუჩინგს. ეკატერინეს აქვს მუშაობის გამოცდილება ყაზახეთში, სადაც უძღვებოდა ტრენინგებს როგორ რუსულ ასევე ინგლისურენოვან აუდიტორიასთან, გამოდიოდა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა “World Game Conference”, selfmade.kz და სხვა. მისი საავტორო ტრენინგების თემატიკა მოიცავს ქოუჩინგის გამოყენებას მოლაპარაკებებში, ემოციურ ინტელექტს მოლაპარაკებებში, ქოუჩინგს მასწავლებლებისთვის, ქოუჩინგს როგორც ორგანიზაციული მართვის სტილს.

 

ტრენინგის დაწყების თარიღი: 28 თებერვალი

სატრენინგო საათების რაოდენობა: 20 საათი

ტრენინგის ღირებულება: 650 ლარი

ტრენინგზე რეგისტრაცია