გუნდის მენეჯმენტი - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾150

დაწყების თარიღი

25 იანვარი

ტრენინგი ჩატარდება "ზუმი"-ს აპლიკაციის გამოყენებით​

მიმოხილვა

გუნდის ხელმძღვანელობა შესაძლოა იყოს შთამაგონებელი, საინტერესო და ამავდროულად სტრესული. თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძალიან მცირე დროს უტოვებს ლიდერს იმისთვის, რომ ხშირად გადაამოწმოს თუ როგორ გრძნობენ თავს გუნდის წევრები, რამდენად ექმნებათ მათ პროდუქტიულობისთვის საჭირო გარემო და ესმით თუ არა მათ მისი ენა.
ჩვენ დავაკავშირეთ გუნდის მართვის მნიშვნელოვანი და საკვანძო ასპექტები და თითოეულ თემაში მოგიმზადეთ პრაქტიკული ხელსაწყოები.

შეხვედრა 1
თემის დასახელება: სამუშაო ქცევის ანალიზი და ტიპოლოგიის როლი გუნდის ფორმირებაში.

წარმატებულ გუნდს ინდივიდები და მათი რესურსები ამოძრავებს, თუ ეს რესურსები შემავსებელი და საკმარისია გუნდი მარტივად აღწევს შედეგს.
არის თუ არა რესურსები საკმარისი ნიშნავს ვიცოდე გუნდის თითოეულ წევრს რომელი პიროვნული რესურსი და უნარი გააჩნია, ასევე როგორია მათი პიროვნული მახასიათებლები და როგორ მოდის ის გუნდის სხვა წევრებთან თანხვედრაში. ვებინარზე გაგიზიარებთ ქცევითი ანალიზის ერთ-ერთ ტექნიკას, რომლის მიხედვითაც შეძლებთ:
ეფექტური გუნდის პროტოტიპის განსაზღვრას და შექმნას
მიზნებთან და ამოცანებთან მიმართებაში საჭირო რესურსების სხვადასხვა კომბინაციის შემუშავებას (მაგ. რა ტიპის გუნდის ჭირდება კონკრეტული ამოცანის შესრულებას და როგორ უნდა გადანაწილდეს ძალები მეტი შედეგის მისაღწევად).
👉ტრენერი: მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
 
შეხვედრა 2
თემის დასახელება: ფსიქოლოგიური განწყობის მართვა გუნდში.

გარდა სწორად შერჩეული პიროვნებებისა, გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდში არსებული განწყობების მონაცვლეობა, დინამიკა და ბალანსი. მნიშვნელოვანია გუნდის ლიდერი ფლობდეს კონკრეტულ ფსიქოლოგიურ მეთოდებს, რომელიც გუნდში არსებულ შიდა ინტერპერსონალურ დინებებს აღმოაჩენს და დააბალანსებს. ვებინარზე თქვენ გაიგებთ იმის შესახებ თუ რა ფსიქოლოგიური ტექნიკებით არის შესაძლებელი განწყობებით მართვა და მოტივირება.
👉 ტრენერი: ზურა მხეიძე
 
შეხვედრა 3
თემის დასახელება: ლიდერობა გუნდში.
 
ყველა ვთანხმდებით, რომ გუნდს სჭირდება ლიდერი, თუმცა როგორი უნდა იყოს ის და როგორ შეუძლია საკუთარი განვითარების დონით ზემოქმედება მოახდინოს მთლიან გუნდზე, ამაზე ჩვენ ვებიბარზე ვისაუბრებთ.
ჩვენ მოგიყვებით რა საფეხურებს გადის თავად ლიდერი და როგორია მისი გუნდი თითოეულ საფეხურზე მასთან ერთად.
👉ტრენერი: ქეთი ჟვანია-ტაისონი
 
შეხვედრა 4
თემის დასახელება: ქოუჩინგი გუნდში.
 
ახლა მოდით გუნდის მართვის იმ ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება როდესაც ლიდერი ცდილობს გუნდთან ერთად დასახოს მიზნები, ან განამტკიცოს ღირებულებების, მისიისა და ხედვის ჩამოყალიბებული ხატი. როგორ აღწევს ამას ეფექტურად? გუნდში მსგავსი პროცესების შესასრულებლად ჩვენ ქოუჩინგის მეთოდოლოგიას გაგიზიარებთ – ბევრი თეორიის ნაცვლად, ჩვენ დაგახვედრებთ ერთ ინსტრუმენტს რომელის პრაქტიკაში გამოყენებას მაშინვე შეძლებთ.
👉 ტრენერი: რუსუდან კვაჭანტირაძე

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი

ჰედვაისის თანადამფუძნებელი, საქართველოში პირველი ქცევის ანალიზისა და ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, საერთაშორისო OD კონსულტანტი და პროფაილერი. ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ეხმარება პერსონალის დიაგნოსტირებასა და განვითარებაში.

ზურა მხეიძე

საქართველოში პირველი ქცევის ანალიზისა და ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერტი და კონსულტანტი. სხვადასხვა ორგანიზაციაში იკვლევს შიდაორგანიზციულ ურთიერთობებს და კონსულტირებას უწევს მართვის ფსიქოლოგიურ კომპონენტებში.

ქეთი ჟვანია-ტაისონი

20 წელზე მეტია, რაც მუშაობს პიროვნული განვითარების, ლიდერობის, ემოციური ინტელექტის, თიმ ბილდინგისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.

რუსუდან კვაჭანტირაძე

რუსუდან კვაჭანტირაძე ICF-ის მიერ სერთიფიცირებული PCC ქოუჩია, ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილებით. მისი სპეციალიზაციაა პერსონალის და ორგანიზაციის განვითარება. პერსონალური სესიებით ეხმარება ლიდერებს საკუთარი და გუნდის შედეგების გაუმჯობესებაში.

☑ტრენინგის თარიღები: 25, 26, 27, 28 იანვარი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 8 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:00

☑ტრენინგის საფასური: 150 ლარი

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, “ზუმი“-ს აპლიკაციის გამოყენებით. 

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს