ტრენერთა ტრენინგი (TOT) - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾550

დაწყების თარიღი

28 იანვარი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

დარგობრივი ცოდნა არ არის საკმარისი ტრენინგის ჩატარებისთვის. ტრენინგის ჩატარება მოითხოვს ბევრ სხვა კომპეტენციასა თუ პიროვნულ უნარს. სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის კომბინაცია იძლევა ტრენინგის მაღალ ეფექტურობას.
ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ტრენერის პროფესიის შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ამ სფეროში.

კურსის მიზანია მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნა მისცეს შემდეგი მიმართულებებით: სასწავლო ფორმატისა და დიზაინის შექმნა, სასწავლო მასალის არჩეულ მეთოდებზე მორგება, ტრენინგის პროცესის ეფექტურად აღსრულება – პრეზენტაცია და სავარჯიშოების მართვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • დამოუკიდებლად შექმნან სატრენინგო მოდული ნებისმიერი მიმართულებით
  • დაგეგმონ საავტორო ტრენინგ კურსები
  • პერსონალის გადამზადებასა და გუნდის მართვას

კურსი განკუთვნილია:
☑ტრენერებისთვის
☑ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელებისთვის
☑ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის
☑ გუნდის ლიდერებისთვიs

☑ Warm-up და პირველი შთაბეჭდილების ეფექტი;
☑ თანამედროვე სწავლების მეთოდები;
☑ ტრენინგის დეფინიცია და სპეციფიკაცია;
☑ ტრენერის სამუშაო აღწერა (JobDescription) და self branding;
☑ ToT ტრენერთა ტრენინგი – tell, show, ask, discuss, do, review;
☑ ტრენინგის ციკლი ტრენინგის გარეშე – Need Analysis/Need Assessment: before and after.
☑ ტრენინგ-პროგრამის შექმნა და ფორმატირება – ტრენინგ-მოდულის კონსტრუქცია ESA მოდელის მიხედვით;
☑ სავარჯიშოების მომზადება და სპონტანური პერფორმანსი;
☑ ტრენინგის განსაკუთრებულობა (Instructions vs. Inspirations);
☑ პრეზენტაციული უნარ-ჩვევები და ფასილიტაციის სპეციფიკაცია (მოდერატორი და ჯგუფის მართვა);
☑ სიმულირებული მოკლემეტრაჟიანი პრეზენტაციები;
☑ ვერბალური/არავერბალური კომუნიკაცია;
☑ ტრენინგის ეტაპები (4P – Planning, Preparation, Presentation, Post training Analysis);
☑ ტრენინგის მეთოდები: group dynamics, brainstorming, simulation, case study, role playing, visual mapping და სხვ.
☑ ვიზუალიზაციის მნიშვნელოვნება და შემოქმედებითობა;
☑ imaginarium > კრეატიული აზროვნება – ინსპირაციები ინსაიტებისთვის;
☑ ემოციების მართვა (EQ – ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვნება);
☑ Story telling-ის მეთოდები;
☑ ტრენერი, როგორც არტისტი;
☑ ფინალური სიმულირებული ტრენინგი. 

სალომე ვაჩნაძე

2011-2013 წწ. იუსტიციის სასწავლო ცენტრის (TCJ) I რანგის ტრენერი. აღნიშნულ წლებში მთელი საქართველოს მაშტაბით ყველა იუსტიციის სახლის გახსნისთვის თანამშრომელთა მოსამზადებელი ტრენინგები, რაც გულისხმობდა ინტენსიურ, პრაქტიკულ ტრენინგებს ეფექტიანი კომუნიკაციის, სტრესისა თუ კონფლიქტის მართვის მიმართულებით.(სხვა ტრენინგები: ლიდერობა/მენეჯმენტი, ემოციური ინტელექტი, კრეატიული აზროვნება და სხვ.)
TCJ-ში მუშაობის წლები დაკავშირებულია ტრენინგის მიმდინარეობის მინიმუმ 1500 საათთან და მინიმუმ 1000 მონაწილესთან.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (Naec) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, სადაც ასევე ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს ტრენინგ პროგრამების შექმნა და ჩატარება.
ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი ტრენინგ ცენტრის “Impact Factory”-ს მიერ სერტიფიციფებული ტრენერი კომუნიკაციის მიმართულებით (2011 წელი. “ტრენერთა ტრენინგი”).
2017 წლიდან საგანმანათლებლო პლატფორმა შპს “პროლოგი”-ის დამფუძნებელი, დირექტორი და ქოუჩი/ტრენერი.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 28 იანვარი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 18 თებერვალი

☑ტრენინგის დღეები: სამშაბათი / ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 14 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 22:00

☑ტრენინგის საფასური: 550 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

კომენტარები